ბიჭი რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა სურპრიზს საყვარელი ბაბუის დაბადების დღისთვის

ალბათ, ყველა მშობელი ოცნებობს, რომ, როცა მათი შვილი გაიზრდება, დაეხმაროს. ყველას არ გამოსდის ეს, რადგან უამრავი ცხოვრებისეული გარემოება არსებობს, რომლებიც ახლობლებს ერთმანეთს აშორებს და რეგულარული ურთიერთობისთვის წინაღობებს ქმნის.

ჩვენი სტატიის გმირი ძალიან მადლიერი ბავშვი აღმოჩნდა. კემ დედმენმა გადაწყვიტა, თავისი საყვარელი ბაბუისთვის დაუჯერებელი სურპრიზი გაეკეთებინა, ყველა იმ წლისთვის, რომლებიც თავის შვილიშვილს მიუძღვნა.

81 წლის ფრედ ლამარი სამაგალითო მეოჯახეა. მამაკაცი მაგალითი იყო ჯერ საკუთარი შვილის, ხოლო შემდეგ – შვილიშვილისთვის. იგი კემისთვის საუკეთესო მეგობრად იქცა და დღემდე ასეთად რჩება. არადა, დედმენს ცოლიც ჰყავს და შვილიც.

სწორედ თავისი ბაბუისგან მიიღო მემკვიდრეობით კემმა მანქანების სიყვარული. გატაცება თანდათან გადაიზარდა ჰობიში, ხოლო შემდეგ მთელი ცხოვრების საქმეში. მზრუნველობისთვის მადლიერების გამოხატვა ბიჭმა ფრედის ძველი ავტომობილის, Chevrolet Bel Air 1957-ის აღდგენით გადაწყვიტა.

ლამარს დიდი ხნის განმავლობაში სურდა თავისი ბებერი მეგობრის შეკეთება, თუმცა ფული და დრო არ ჰყოფნიდა. თავის დროზე, ეს მანქანა ელიტურ ავტომობილად ითვლებოდა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დღესაც კი, მისი დეტალები ძალიან ძვირი ღირს.

ფრედის მანქანა ფარეხში 1976 წლიდან დგას, თუმცა, იგი იმედოვნებდა, რომ ერთხელად შეძლებდა მისთვის მეორე სიცოცხლის შთაბერვას. საბოლოო ჯამში, ამ საქმით კემი დაკავდა. ბიჭი რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგავდა ფულს მისი აღდგენისთვის, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. მაშინ დედმენმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც რემონტის დაწყებაში დაეხმარა – საკუთარი ავტომობილი გაყიდა.

საქმე 2016 წელს დაიწყო. თუმცა, ძველი შევროლე იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ იგი ბოლო ჭანჭიკამდე უნდა დაშლილიყო.

კემმა აღდგენის პროცესი კამერით დააფიქსირა და ინსტაგრამზე გააზიარა. როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაიწყო ჩარჩოთი, შემდეგ კი ძარის აღდგენით დაკავდა. მას მოუხდა ელექტროგაყვანილობისა და სალონის სრულად შეცვლა. დედმენი იმდენად ცდილობდა, რომ ვინტაჟური მაგნიტოფონი და წინა პანელის ყველა დეტალიც კი იშოვა.

როგორც ბიჭმა ავტომობილის აღდგენის შემდეგ განაცხადა: -“მე ყველა ჭანჭიკის გამოცვლა დამჭირდა. ეს იყო ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე, თუმცა შედეგი ამად ღირდა.” ამისთვის მას წელიწადზე მეტი დასჭირდა.

Chevrolet Bel Air 1957-ის გასაღების გადაცემა თავისი ბაბუისთვის კემმა სადღესასწაულოდ გადაწყვიტა, მთელი ოჯახიც კი შეკრიბა. ფრედი ადგილზე ახვეული თვალებით მიიყვანეს, უთხრეს, რომ მას სურპრიზი ელოდა. როცა მოხუცმა თავისი მოელვარე ავტომობილი დაინახა, მოულოდნელობისგან ლამის გონება დაკარგა.

თვალებზე, რაღა თქმა უნდა, ბედნიერების ცრემლები მოადგა და აღტაცება ვეღარ დამალა.

შვილიშვილთან ერთად, ლამარი თავის ახალ ავტომობილში ჩაჯდა და მცირე ტესტ-დრაივიც ჩაატარა. მოგვიანებით, დედმენმა თავის პროფილზე დაწერა: “იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ამას ნამდვილად იმსახურებდა.”

ახლა რარიტეტული შევროლე ისე გამოიყურება, თითქოს კონვეირიდან გუშინ გამოიყვანეს. ყურადღება თითოეულ დეტალს დაეთმო.

ბაბუის დიდი ხნის ოცნების შესრულების შემდეგ, კემი, როგორც იქნა, თავისი საქმეებით დაკავდა. გრანდიოზული გამოცდილება, რომელიც შევროლეს რესტავრაციის დროს მიიღო, დაეხმარა საკუთარი სახელოსნოს გახსნაში.