
საბჭოთა კავშირი – ეს იყო ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც თანასწორი იყო. თუმცა, როგორც ყოველთვის, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც სხვებზე “უფრო თანასწორი” იყვნენ. ეს ადამიანები თავს იმ ნივთების უფლებას აძლევდნენ, რომლებზეც დანარჩენები მხოლოდ თუ იოცნებებდნენ. ამ სტატიას სწორედ ასეთ ნივთებს მივუძღვნით.
სარეცხი მანქანა
საინტერესოა, რომ უცხოური სარეცხი მანქანების შეძენა ჩინოსნების ნომენკლატურისთვის 1920-იანი წლებიდან დაიწყეს. ომის შემდეგ, ქვეყანამ საკუთარი ტექნიკის წარმოება დაიყწო, თუმცა არც ეს იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ფერადი ტელევიზორი
ეს აპარატი საშუალებას იძლეოდა, ადამიანებს ეხილათ ფერებით სავსე მსოფლიო, თუმცა, ასეთის მოპოვება ყველას არ შეეძლო. სამაგიეროდ, მოვლენების შავ-თეთრ ეკრანებზე ნახვა თითქმის ყველას შეეძლო.
კინოკამერა
სსრკ-ს არსებობის განსაზღვრულ პერიოდში, მოსახლეობაში ნამდვილი ბუმი ატყდა ფოტოაპარატებზე. თითქოს, უმეტესობა ერთხელ მაინც ჩაკეტილა სააბაზანოში, წითელ ნათურასთან ერთად, რათა საკუთარი წარმოების ფოტოები მიეღო. კინოკამერა კი ნამდვილი სიმდიდრის სიმბოლო იყო, რადგან მისი ფირებიც ფასიანი გახდლათ.
პამპერსები
რა თქმა უნდა, საფენები! პამპერსების შეძენა რკინის ფარდის დაცემის შემდეგ გახდა შესაძლებელი, თუმცა, “საჭირო” ადამიანებისთვის, ისინი უნგრეთიდან ჩამოჰქონდათ.
რადიოტელეფონი
ეს იყო ერთგვარი მობილური ტელეფონი, რომელიც, უმეტესად, ელიტური პარტიის სამსახურეობრივ ავტომობილებში ყენდებოდა. პირველი მსგავსი “ალტაი” 1960-იან წლებში გაჩნდა. საინტერესოა, რომ აბონენტთა სია შინაგან საქმეთა სამინისტროში დგინდებოდა.
კონდიციონერი
ცოტამ თუ იცის, თუმცა, 50-იანების შუა რიცხვებში, საბჭოთა პრესაში აკრძალული იყო მსგავსი მოწყობილობების შესახებ ხსენებაც კი. ალბათ, კონდიციონერები სსრკ-ს მაცხოვრებლებს ჩაუნერგავდა სხვა აზრებს, გარდა კომუნიზმისადმი მისწრაფებისა. ტექნიკა კავშირში მხოლოდ 70-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა იდეალისგან შორს იყო.
მაგნიტოფონი
სიამაყის ერთ-ერთი ნივთი. თუ მაგნიტოფონის ეზოში გამოტანა შეგეძლოთ, უბანში პირველი პირი გახდებოდით. ასევე, მსგავსი მოწყობილობები მიჰქონდათ ლაშქრობებსა და პლაჟებზე, რათა გოგონებისთვის მოეწონებინათ თავი.
მიკროტალღური ღუმელი
პირველი მსგავსი მოწყობილობა საბჭოთა მეცნიერების მიერ 1941 წელს შემუშავდა. თუმცა, მაშინ წარმოებისთვის არავის ეცალა. პირველი საბჭოთა მიკროტალღური ღუმელი “პლუტონი” 70-იან წლებში გაჩნდა. თუმცა, ამ ფუფუნების მოპოვება მხოლოდ პარტიის მუშაკებს შეეძლოთ.
დინამიკები
აკუსტიკური სისტემა, დამზადებული სსრკ-ში, საბჭოთა ოქროს ახალგაზრდობის წარმომადგენელთა სიამაყე გახლდათ. სხვათა შორის, ზოგიერთი იმდროინდელი მოდელის შეძენა დღემდე შეიძლება კოლექციონერებთან, თანაც, ახალი მოდელების ფასად.
მაგნიტოლა
მაგნიტოლის არსებობა ავტომობილში – მდიდარი ადამიანის ნიშანი იყო. საბჭოთა სურათის “სამსახურეობრივი რომანი” რეჟისორებიც კი, თავიანთი პერსონაჟების სტატუსს ხაზს უსვამდნენ იმით, რომ მათ საჭესთან მუსიკების მოსმენა შეეძლოთ.
შესაძლოა, დღეს ვიღაცას ეუცნაურება, მაგრამ, ყველა ეს ნივთი სსრკ-ს დროს გაცილებით რთულად მოსაპოვებელი იყო, ვიდრე ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ენატრება ის დრო. იმედია, ეს მხოლოდ ახალგაზრდობის ნოსტალგიაა.