როგორ გარდაისახა ძველი ერთოთახიანი ბინა თანამედროვე სტუდიოდ

სიტყვა “ერთოთახიანი” იშვიათად თუ იწვევს დადებით ასოციაციებს. ესაა მჭიდრო ერთოთახიანი საცხოვრებელი, რომელშიც კომფორტულად მხოლოდ ერთი ადამიანი თუ იცხოვრებს. თუმცა, თამამი დიზაინერული ექსპერიმენტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, გადაბარუნებს თქვენს წარმოდგენას ასეთ სახლზე.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ინტერიერს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივი ერთოთახიანი ხრუშოვკის ბინა შეიძლება იქცეს მოდურ სტუდიოდ და უბრალოდ დიზაინერულ მარგალიტად.

სტუდიოს ტიპის ბინის ინტერიერი

დიზაინერებს მიმართეს 1960 წლის ტიპური, 30 კვ.მ. ფართის ხრუშოვკის გადაკეთების თხოვნით. საჭირო იყო სივრცის სრულყოფილად გამოყენება. გამონაკლისი არც სამზარეულო ყოფილა.

ლოკალური განათების გამოყენებით, სამზარეულო მყუდრო გახდა და ვიზუალურადაც გაიზარდა.

სამზარეულოში დეკორირება აუცილებლად თავშეკავებული უნდა იყოს.

სასადილოს როლს სამკაციანი მაგიდა ასრულებს, რომელიც სამზარეულოსა და ერთადერთ ოთახს შორის საზღვარზეა მოთავსებული.

ასეთ პატარა ბინებში აუცილებელი ზომაა სივრცის მაქსიმალურად გამოყენება, ჩვენს შემთხვევაში, ეს პირობა დაცულია.

კედლების სუფთა ფერები აწონასწორებს პოსტერების გაჯერებულ ფერებს.

გათვლილი დაგეგმარება და ნათელი ტონები დიდი, ღია სივრცის შთაბეჭდილების შექმნის  საშუალებას იძლევა.

ცარიელი კედლები კი შეიძლება შევავსოთ დახვეწილი თაროებითა და მოდური ნახატებით. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ ზომიერებაც.

სამუშაო ადგილიც აქვეა, ჩვენს მისაღებ/საძინებელში, და ძალიან ლაკონიურად გამოიყურება.

შემოსასვლელი ოთახი, როგორც ადგილი, რომელშიც სტუმრები ყველაზე პირველად ხვდებიან, იმეორებს მთელი ბინის ნაცნობ სტილს. ახალმოსული აქ კომფორტს პირველივე წამიდან იგრძნობს.

მასიური სარკე არამხოლოდ მოსახერხებელია გამოსაყენებლად, არამედ ძირითად ფუნქციასაც ასრულებს – ზრდის სივრცეს ვიზუალურად.

დღით, შემოსასვლელ ოთახშიც კი საკმარისი სინათლეა თავის მოსაწესრიგებლად.

უჩვეულო საათი და კედლის ნიშა ტელევიზორისთვის – თანამედროვე ბინის უკვე აუცილებელ ელემენტებად იქცა.

აივანი გაფორმებულია დასასვენებელი ადგილის სახით, სადაც განსაკუთრებით სასიამოვნოა მშვიდი საღამოების გატარება.

მაგიდა და სკამი მკვეთრადაა შეღებილი, რაც ცოტათი განასხვავებს მათ ბინის დანარჩენი ავეჯისგან.

ასეთ ნათელ და ტევად სააბაზანოში შესვლა ყოველთვის გესიამოვნებათ.

როცა ზედმეტი არაფერია, ოთახი გაცილებით სასიამოვნოდ გამოიყურება.

რამდენიმე წიგნი სააბაზანოში – უჩვეულო სვლაა, თუმცა ძალიან შესაფერისად გამოყურება.

როგორც ხედავთ, ექსპერიმენტი წარმატებულად დასრულდა. ბინა ლამაზი და ტევადი გამოვიდა. რაც მთავარია, ახლა პატარა ბინის მფლობელებს შესანიშნავი მაგალითი აქვთ თავიანთი ბუდის გარდაქმნისთვის.