
თუ ინტერიერმა დიდი ხნის წინ დაკარგა მიმზიდველობა და, ერთი შეხედვით, გახუნებულია, ესე იგი, რაღაცის შეცვლის დროა. მათთვის, ვინც რემონტს ახალ, 2020 წელს აპირებს, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ბინის გაფორმების მოდური ხრიკები მომავალი წლისთვის.
გამოცდილი ექსპერტები გეტყვიან, თუ რა უნდა შეცვალოთ დღეს, რომ სახლის მდგომარეობა აქტუალური კიდევ დიდხანს იყოს.
ინტერიერის მოდური დიზაინი
1. 2020 წლის ინტერიერის დიზაინში ძირითადი ტრენდი პერსონალიზაციაა. დროა, მოერიდოთ კანონებს და დაიწყოთ საკუთარი თავისა და ინდივიდუალობის გამოხატვა ინტერიერში, ავეჯში, აქსესუარებში. მოდაშია საცხოვრებლის გაფორმება ცხოვრების წესის თანახმად, სიმყუდროვისა და პირადი კომფორტის გათვალისწინებით.

2. გარემოზე ზრუნვა დღეს არამხოლოდ მოდა, არამედ აუცილებლობაცაა. და, რა თქმა უნდა, ადამიანის ცხოვრების ვერც ერთი სფერო ვერ გამოძვრება მტკიცე განვითარების გავლენის გარეშე. ინტერიერის დიზაინი გამონაკლისი არაა!
სახლის მოწყობისას აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი ელემენტები: ტრადიციული ხით დაწყებული, დასრულებული იმ მასალების გამოცდით, რომლებიც ნაგვად ითვლება. დიზაინერები სიამოვნებით უთმობენ დროს პლასტმასის ხელმეორე გამოყენების თემას.

3. მოდურ კონტრასტულ გადაწყვეტილებებს შორის, რომლებიც 2020 წლის მოდურ ინტერიერში ლიდერობს, გამორჩეულია თეთრი და ყავისფერი ფერები, რომლებიც თანდათან ავიწროებს ბოლო წლებში პოპულარობით მოსარგებლე მუქ ტონებს.
ოთახები, გადაწყვეტილი პასტელურ ტონებში, ვიზუალურად თბილი და მყუდრო ჩანს. ხოლო, თუ ინტერიერულ გადაწყვეტილებას თეთრ მოპირკეთებასაც დაუმატებთ, გასაოცარი ჰარმონია ჩნდება.

4. დიზაინერები უკვე აღარ მიისწრაფვიან ყველა ოთახის სივრცის გაერთიანებისა და ბინის, თუნდაც პატარა, სტუდიოდ გადაქცევისაკენ. დღეს მოდაში ჭკვიანური ზონირებაა. თუ კედელს მაინც ჩამოანგრევთ, მის ადგილას უნდა დაყენდეს შუშის კონსტრუქცია, რომელიც მძიმე ფარდით დაიფარება.
ამავე იდეის განხორციელება შეიძლება გარდერობისთვისაც, თუ იგი დაგეგმარებისას არაა გათვალისწინებული, თუმცა საძინებლის ფართობი ამის საშუალებას იძლევა.

5. ინტერიერის გაფორმებისთვის სხვადასხვა ფერის არჩევისას, გაიხსენეთ ბუნებრივი ელფერების სიმდიდრის შესახებ. შემოდგომის ფოთლებიც კი არ ჰგავს ერთმანეთს სრულად! ტალღოვანი ტონალური გარდასვლები კრეატიული გადაწყვეტილებაა ნებისმიერი სახლისთვის.

6. თუ ადრე პოპულარობის მწვერვალზე იყო ლაკონიური სკანდინავიური დიზაინი, უახლოეს წლებში სახლს იტალიური ესთეტიკა დაამშვენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ფსონი უნდა დადოთ მდიდარ ტექსტურებზე, რთულ ფერებზე, ბასრი კუთხეებისა და ზედმეტი მორთულობის არარსებობაზე: ავეჯი და იტალიური მოპირკეთება – უკვე თავისებური დეკორია.

7. ოთახის სინათლითა და გაერით გავსებას გპირდებათ გამჭვირვალე შუშის სიჭარბე, რომელიც ნელ-ნელა მიიწევს პოპულარულობის მწვერვალისკენ. ამ მასალისგან, სპეციალურად მედეგი ვარიანტების არჩევის შემდეგ, ქმნიან არამხოლოდ სანათებს, ჭურჭელსა და ლარნაკებს, არამედ ოთახთშორის ტიხრებს, თაროებსა და სტელაჟებს.

8. კიდევ ერთი ტრენდი ინტერიერში – ტაქტილურობა. დიზაინერები მაქსიმალურად დიდ ყურადღებას უთმობენ რბილ ქსოვილებსა და სხვა მასალებს, რომლებთან შეხებაც ნამდვილად მოგინდებათ. მოდაშია ყველაფერი ნატურალური, ბუნებასთან ახლოს.
ქსოვილის სახით, პირველ ადგილზე დგას ხავერდი, ზამში. მრავალფუნქციური მსუბუქი ქსოვილი, რომლის თან წაღებაც შეიძლება. ბევრი ფოჩი და ფუნჯი დეკორში! ასევე, დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ხალიჩას, როგორც აქცენტურ, ხშირად, მხატვრულ ობიექტსაც კი.

9. მოდაში ძველებურადაა ცოცხალი მცენარეები – ვერტიკალური და დასაკიდი მწვანე ბაღები ან ჩვეულებრივად დალაგებული ყვავილების კაშპო. გასაკვირი არაა, რომ მწვანე ფერი 2020 წლის ერთ-ერთ ჰედლაინერადაა დასახელებული.

სახლი – ეს ის ადგილია, სადაც სიმყუდროვე ცხოვრობს. როგორი დეკორაციაც არ უნდა შეარჩიოთ მისთვის, მთავარია, აქ თავს კარგად გრძნობდეს ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, და არა აბსტრაქტული დიზაინერი. ბედნიერი ვიქნები, თუ კომენტარებში მოგვიყვებით, თუ რომელი ნივთები გაძლევთ სიმყუდროვის შეგრძნებას.