
ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა ყოველთვის მარტივი არაა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, როგორც ამ ისტორიაში. ცოლის დედის სახლში გარკვეული დროით ცხოვრების შემდეგ, წყვილი გადავიდა საკუთარ ბინაში. სიძემ, უკეთილშობილესმა ოქროსხელება ადამიანმა, მადლიერების ნიშნად, სიდედრს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა.
მან გადაწყვიტა, გაერემონტებინა ხრუშოვკის ტიპის ძალიან პატარა ბინა და დაიწყო სან.კვანძით, რომელსაც რემონტი 20 წელზე მეტია, არ უნახავს. კაფელის 15X15 სმ ფილები, ოთხ ფენად გადაღებილი და დაბზარული ბათქაში, თუჯის აბაზანა გაცვეთილი ემალით… სურათი სავალალო, თუმცა გამოსწორებადია!
შერეული სან.კვანძის რემონტი
პირველ რიგში, მამაკაცმა აგურამდე ჩამოანგრია კედლის საფარი, პერფორატორის გამოყენებით. საბოლოო ჯამში, თითქმის 8 ტომარა სამშენებლო ნარჩენი მიიღო.
წყლის პუნქტები და ტექნიკური ელემენტები მან სპეციალურად მოწყობილ ნიშაში მოათავსა. როგორც ჩანს, საქმეს იგი სერიოზულად მიუდგა.
შებათქაშებულ და გათანაბრებულ კედლებზე ფილების დაგება დაიწყო… აქ უკვე გასაგები გახდა, რომ მამაკაცს არამხოლოდ რემონტის კეთება შეუძლია, არამედ განსხვავებული გემოვნებაც აქვს.
სივრცის გაზრდის მიზნით, ძველი აბაზანა თავიდან მოიშორეს. გარკვეული დროის შემდეგ, იგი თანამედროვე საშხაპე კაბინამ ჩაანაცვლა.
აი, როგორ გათვალა სიძემ ყველაფერი!
იატაკის ფილები თვალწარმტაცია.
ამ სიდედრმა უნდა თქვას, სიძეში გამიმართლაო! მართალია, ინტერიერის ასეთ ფერებში გადაწყვეტას არ მოვუხიბლივარ, თუმცა მამაკაცის მონდომება ნამდვილად დასაფასებელია.