საახალწლო ხელნაკეთი დეკორაციები ნათურებისგან: იდეები და ინსტრუქციები

© Depositphotos

შუქდიოდური და ეკონომიური ნათურების გაჩენასთან ერთად, ძველი ნათურები სულ უფრო იშვიათად გამოიყენება. თუმცა, ნუ იჩქარებთ გადამწვარი ნათურების გადაყრას.

მიეცით ფანტაზიას გასაქანი და სინათლის გამოუსწორებელი წყაროები ნაძვისხის სათამაშოებად, პინგვინებად, თოვლის კაცებად ან სხვა ზღაპრულ პერსონაჟად იქცევა.

ნათურებს მეორე სიცოცხლეს შთაბერავთ ორიგინალური და განუმეორებელი სათამაშოს სახით, რომელიც სიხარულსა და სადღესასწაულო განწყობას მთელ ოჯახს აჩუქებს.

საახალწლო სათამაშო ნათურისგან

თოვლის კაცები

დაგჭირდებათ

  • 2 ნათურა
  • ბავშვის წინდები
  • ფერადი ლენტები
  • აკრილის საღებავები
  • ღრუბელი, ფუნჯი, მაკრატელი, წებოს პისტოლეტი

პროცესი

1. დააწებეთ ლენტის მარყუჟი ნათურის ფუძეს.

2. ღღუბლის გამოყენებით, შეღებეთ ნათურა თეთრი აკრილის საღებავით. დაელოდეთ მის გაშრობას.

3. თოვლის კაცების ქუდების დასამზადებლად, გადაჭერით წინდების ზედა ნაწილი (რეზინი და კიდევ 5 სმ).

4. საღებავის გაშრობის შემდეგ, ჩააცვით ნათურებს ქუდები ფუძის მხრიდან.

5. მჭიდროდ შემოახვიეთ ლენტები შუაში. გააკეთეთ მაკრატლით ვერტიკალური ჭრილები, რათა წინდის ზედა ნაწილი ფოჩებად აქციოთ.

6. დაახატეთ თოვლის კაცებს თვალები, პირი და ღილები შავი საღებავით.

7. ცხვირები შეგიძლიათ წითელი საღებავით მიახატოთ, ასევე, შეგიძლიათ, გამოჭრათ ქსოვილი და მიაწებოთ.

8. ამოჭერით წინდის ნარჩენებისგან პატარა შარფები. დააფიქსირეთ თოვლის კაცებზე წებოს გამოყენებით.

9. შეგიძლიათ, თოვლის ქალს ძაფებისგან ნაწნავებიც გაუკეთოთ.

10. დაკიდეთ სათამაშოები ნაძვის ხეზე.

პინგვინი

დაგჭირდებათ

  • 1 ნათურა
  • აკრილის საღებავები
  • თეთრი და შავი მუყაოები თვალებისთვის
  • თხელი მუყაო ქუდის ფუძისთვის
  • შალის ძაფები
  • ღრუბელი, ფუნჯი, მაკრატელი, წებოს პისტოლეტი და სტეპლერი

პროცესი

1. ღღუბლით შეღებეთ ნათურა შავი საღებავით.

2. გაშრობის შემდეგ, დაახატეთ პინგვინს მუცელი თეთრი საღებავით.

3. გამოჭერით ორი წრე თვალისთვის თეთრი მუყაოსგან, და ორი წრე გუგებისთვის – შავიდან.

4. მიაწებეთ თვალები ნათურას.

5. წითელი საღებავით მიახატეთ ნისკარტი და თათები.

6. დაახატეთ შავი საღებავით ფრთები და წარბები.

7. ამოჭერით მუყაოსგან სწორკუთხედი ზოლი. შემდეგ დაახვიეთ ისე, რომ მიიღოთ ნათურის ფუძეზე ოდნავ უფრო დიდი დიამეტრის მქონე წრე. დაამაგრეთ სტეპლერით.

8. შემოახვიეთ მუყაოს ძაფები, რათა შალის ქუდი მიიღოთ.

9. მიამაგრეთ ერთი ძაფი ნათურის ფუძეს და გაატარეთ ქუდის მარყუჟში. დაახურეთ პინგვინს ქუდი.

10. დაკიდეთ პინგვინი ნაძვის ხეზე.

მბზინავი ნათურები

დაგჭირდებათ

  • 2-3 ნათურა
  • გამხსნელი
  • ბამბა, ღრუბელი, აკრილის საღებავები
  • ფერადი ბრჭყვიალები
  • პვა-წებო
  • ლაქი-სპრეი
  • ნათურის ვაზნა (პატრონა)

პროცესი

1. შეაზილეთ ნათურას გამხსნელი.

2. შეღებეთ იგი სასურველ ფერში, ღრუბლის გამოყენებით. ამის გაკეთება გაგიმარტივდებათ, თუ ნათურას ვაზნაში ჩადებთ.

3. მოაყარეთ ნოტიო ნათურას ბრჭყვიალები.

4. პვა-წებოს გამოყენებით, დახატეთ ნათურებზე თეთრი ვარსკვლავები ან ფიფქები.

5. მოაყარეთ ფიგურებს კონტრასტული ფერის ბრჭყვიალები.

6. დაფარეთ შედევრი ლაქით.

7. მორთეთ ფერადი ნათურებით ნაძვის ხე და დატკბით შედეგით.

ესეც ასე, საახალწლოდ კიდევ რამდენიმე დეკორაცია დავამზადეთ. თუმცა, ეს საკმარისი არაა სადღესასწაულო ატმოსფეროს შესაქმნელად: ჩააცვით სკამებს საშობაო ტანსაცმელი, მორთეთ სახლი ხელნაკეთი გირლანდებით და აავსეთ იგი ნატურალური არომატიზატორებით.