
სამეცნიერო ფანტასტიკას ხშირად ახასიათებს ერთი უჩვეულო თვისება: მას მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია. ის, რაც ოდესღაც შეუძლებლად ითვლებოდა ჟიულ ვერნის, ჰერბერტ უელსისა და რეი ბრედბერის რომანებში, დღეს უკვე სრულიად ჩვეულებრივი რამეებია. ყველაზე საინტერესო თემა კი არამხოლოდ ფანტასტების, არამედ ნამდვილი მეცნიერებისთვის, გახლავთ დროში მოგზაურობა.
და, საერთოდ, მთელი კაცობრიობა ოცნებობს იმაზე, რომ გაემგზავროს მომავლის სამყაროს სანახავად ან წარსულის დიდებული ბრძოლები იხილოს. გასული წლის ბოლოს, Youtube-ზე გაჩნდა ვიდეო-რგოლი, რომელშიც ბიჭი ამტკიცებდა, რომ დროში მოგზაურია და ჩვენთან 2028 ან 2030 წლიდან მოვიდა, ნუ, მოკლედ, მომავლიდან…
ახალგაზრდა ადამიანი თავს ნოე ნოვაკად გვაცნობს და, მისი თქმით, დროის მანქანა 2003 წელს გამოიგონეს, თუმცა, საიდუმლო ორგანიზაციები ამ ინფორმაციას მალავენ. უბრალო ადამიანებისთვის იგი ხელმისაწვდომი მხოლოდ 2028 წელს გახდება. იგი, აგრეთვე, გარკვეულ ცნობებსაც გვაწვდის.
პირველ რიგში, დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ნახევარზე მეტს, მისი ატანაც არ ექნება. სამაგიეროდ, შემდეგ შესაფერისი ჩასწორებები იქნება შეტანილი კანონმდებლობაში, და 2030 წელს პრეზიდენტად აირჩევენ ვინმე ილანა რემიკის, ან იოლანდა რენი კინგს – მარტინ ლუთერ კინგის 9 წლის შვილიშვილი.
ნოეს თანახმად, 2028 წლისთვის დაიწყება პირველი მარსიანული კოლონიის მშენებლობა, ეს კი დროში მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ განცხადებას უძღვის წინ. ასევე, იმ დროისთვის კაცობრიობას ხელოვნური ინტელექტი გამართავს, ასე, რომ კემერონი თავისი ტერმინატორით ცოტათი ასცდა ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებას.
თავისთავად, მომავალში ჩვეულებრივი რამ იქნება ენერგიის განახლებადი წყაროები, ელექტრობარათები, რომლებიც ერთი დამუხტვით ათასობით კილომეტრს ეყოფა, და ვირტუალური რეალობა. როგორც ბევრი ამბობს, იგი მომავლის საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იქნება.
რა თქმა უნდა, უზარმაზარ პროგნოზულ ნახტომს გააკეთებს მედიცინაც. ადამიანები დაიწყებენ კიბოს მკურნალობას, მაგალითად. ნოე ამტკიცებს, რომ იგი უკვე 50 წლისაა და დროში მოგზაურობა მისი ჰობია, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კი იყენებს აბებს, რომლებიც დაბერების პროცესს ანელებს.
შემდეგი ვიდეო-რგოლი, რომელიც იმავე არხზე გამოქვეყნდა, აჩვენებს, თუ როგორ ამოწმებენ ნოეს სიცრუის დეტექტორზე. ბუნებრივია, მოწყობილობამ აჩვენა, რომ ბიჭი არ ტყუის, თუმცა ეს ბევრს არ დაუჯერებია. ზოგიერთმა ჩათვალა, რომ მოწყობილობა გაუმართავი ან საერთოდ მულაჟია, ხოლო ვიღაცამ ისიც თქვა, რომ ბიჭს ნამდვილად სჯერა თავისი სიტყვების.
თუმცა, საზოგადოების სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ ვერ შეაჩერა ვიდეოს ავტორები, და ამ სანახაობის მესამე ნაწილი გამოვიდა. 2070 წლიდან კიდევ ერთი ნოე ჩამოფრინდა და ისინი ერთმანეთს შეახვედრეს. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ, უბრალოდ სხვადასხვა დროიდან. კონკრეტულად რაზე საუბრობდნენ, უცნობია, თითქოს ეს ინფორმაცია იმალება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მათი დაკავების განკარგულება არ გასცეს.
მეორე ნოემ ბევრი ვერაფერი დაუმატა თავისი ადრეული ვერსიის მონათხრობს, თუმცა ეს ცნობები დაადასტურა. მხოლოდ ის თქვა, რომ 2070 წელს ახალი მსოფლიო ომი დაიწყება, თუმცა არც მისი მიზეზი და მონაწილეები არ დაუსახელებია, რათა “პარადოქსი არ შეექმნა”.
თუ წონაში განსხვავების ახსნა რთული სულაც არაა, ის ფაქტი, რომ ისინი ამდენად განსხვავებული ასაკის არიან, უკვე კითხვებს იწვევს. რა თქმა უნდა, მომავლის სამყაროში, სადაც კიბოს კურნავენ და სამყაროს ხელოვნური ინტელექტი მართავს, ასაკის შეცვლაც, ალბათ, დიდი პრობლემა არ იქნებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, დაუჯერებთ თუ არა მათ – მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. მე იმას ვიტყვი, რომ მათი მომავლის ფოტოები აბსოლუტურად არაა საინტერესო. ამ ყველაფრის მოყოლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მინიმალური ფანტაზიით, თუ იგი ოდნავ მაინც ადევნებთ თვალ-ყურს ტექნოლოგიების სამყაროს განვითარებას. მათი ყველა მონათხრობი იმაზეა აგებული, რაც ყოველდღიურად განიხილება ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.
თქვენ გჯერათ “ნოების”?