
სამზარეულო ნებისმიერი ბინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზონაა. თქვენ მასში თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებთ. თუ გინდათ, რომ მის ინტერიერში ახალი ნოტები შეიტანოთ, ბიუჯეტის ფარგლებში, დასახმარებლად მზადაა რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომლებსაც ცნობილი დიზაინერები იყენებენ.
სამზარეულოს რემონტი
1. ფენებით მოპირკეთება
ფასადების ღირებულებას სამზარეულოს რემონტის დროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს. დსპ, დაფარული პრიალა ფენით, გამოიყენება ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტის სახით. კარადების კარების გათანაბრება საჭირო გახდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მოსაწყენი გახდება.
შეარჩიეთ სამზარეულოსთვის საინტერესო, ფაქტურული ფენა. ავეჯის გადასაკრავი ფენა შეიძლება იყოს გლუვი, მოელვარე, ხის ფაქტურის იმიტატორი. სამშენებლო ბაზარი კი საკმაოდ ფართო არჩევანს გვთავაზობს ფერებში.
2. მკვეთრი ფერი
მკვეთრი ფერი ყოველთვის ორიგინალურობისა და სტილის წინაპირობაა. სამზარეულოსთვის ტრადიციული მწვანე და ყვითელი ფერები წარმატებით იცვლება ცისფრის ახალი ელფერებით. აქცენტური ფერობრივი ლაქები ინტერიერში მომგებიანად გამოიყურება, თუ თქვენი სამზარეულო პატარაა.
3. კონტრასტული სკინალი
ყველაზე ხშირად, ჩვენ სკინალს კერამიკული ფილებით ვაკეთებთ. არადა, შეღებილი შუშა ხომ უფრო გამძლე, იაფი და მოსახერხებელია, როგორც დაყენების, ისე მოვლის დროს. გამძლეობით, თერმომედეგი შუშა სჯობნის კერამიკას, ამიტომ იფიქრეთ არჩევნის გაკეთებამდე.
4. არაფორმატული მოდულები
მოცულობასთან და გეომეტრიასთან მცირე თამაში თქვენს სამზარეულოს თანამედროვე და დახვეწილ იერს მიანიჭებს. შეუხამეთ ვიწრო და მაღალი კარადები ფართოსა და დაბალს. სამზარეულოს უბრალო მოპირკეთება მარტივად ანაზღაურდება სივრცის ორიგინალურობით.
5. დანართები
წებოვანი ფენები არამხოლოდ კარადებისთვისაა. ფასადების შესალამაზებელი დანართები, დიდი ალბათობით, იყიდება დეკუპაჟთან დაკავშირებული საქონლისა და სამშენებლო მასალების მაღაზიებში.
6. მკვეთრი ფერის ტექნიკა
მანამდე მოდური ჩასაშენებელი ტექნიკა ახლა თავის პოზიციას თმობს. გააკეთეთ მონოქრომული სამზარეულო და დაუდგით მკვეთრი ფერის მაცივარი. ასეთი ლამაზმანი საყოველთაო ყურადღებას მიიქცევს.
7. ერთფეროვანი ავეჯი
საუკეთესო ვარიანტია მთლიანად თეთრი სამზარეულო. კედლები, ავეჯი, ჭერი შეღებეთ თეთრად. ფასადებს შორის საზღვრები გაქრება, ხოლო ოთახი გამაღლდება და განათდება.
8. მოკლე სკინალი
სამზარეულოს მკვეთრი წინსაფარი მთელ კედელზე – ეს უკვე გვინახავს. შეგიძლიათ, პირიქით მოიქცეთ – წინსაფრის პატარა, ეფექტური ფრაგმენტი უშუალოდ ქურის სამუშაო ზონის ზემოთ გააკრათ.
9. ზედა კარადები
მათზე შეგიძლიათ უარი თქვათ. ჩაანაცვლეთ ზედა კარადები ღია თაროებით, კონსოლურ სამაგრებზე. მათი მოვლა უფრო მარტივია, თუმცა გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება.
10. სარკე
როცა ადგილი პატარაა, სამზარეულო კიდევ უფრო იტვირთება, რადგან დიასახლისი ცდილობს, მთელი ადგილი მაქსიმალურად გამოიყენოს. ხოლო, თუ მოცულობით ჭურჭლის კარადას, ნიჟრის ზემოთ, სარკით შევცვლით? სარკე ვიზუალურად გაადიდებს სივრცეს და ჭურჭლის რეცხვაც გაცილებით სასიამოვნო იქნება.
11. დიზაინერული სანათი
უზრუნველჰყავით კარგი განათება სამუშაო ზონაზე, მთავარი სანათი კი მკვეთრად დეკორატიულ როლს უნდა ასრულებდეს.
ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს, შეარჩიეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და განაახლეთ სამზარეულო ახალი წლისთვის!