
სიტყვა “ხრუშოვკის” ხსენებისას, თავში მაშინვე გვიელვებს ძველი კორპუსები, რომელთა ბინებშიც უამრავი ხარახურა, გაბზარული ჭერები და პატარაფილებიანი სააბაზანოებია. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, თუმცა, თუმცა, ვის არ უნახავს ასეთი ბინები? დღეს ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ იქცა ერთ-ერთი ასეთი ბინა თანამედროვე საცხოვრებლად.
ჩვენი რედაქცია გიზიარებთ თანამედროვე, ერთოთახიანი ბინის დიზაინის იდეას, რომელიც თქვენს ჯიბეს არ გაატყავებს.
ხრუშოვკის რემონტი
თავიდან, ბინა არაფრით გამოირჩეოდა: ძველი რემონტი, გაბზარული ჭერი, დატეხილი ფილები სააბაზანოში. მანამდე სან.კვანძი დაყოფილი იყო. პატარა ტუალეტი და სააბაზანო, ასევე, ხარახურით სავსე, ვიწრო დერეფანი.
ახალმა დიასახლისებმა ბინაში კაპიტალური რემონტის გაკეთება გადაწყვიტეს, კარების, ფანჯრებისა და იატაკის შეცვლით. რემონტის შემდეგ მიიღეს საკმაოდ კარგი ბინა თანამედროვე დიზაინით, კარგი ავეჯითა და მოსახერხებელი ინტერიერით. მოდით, გადავხედოთ, რა მიიღეს.
ბინა გაფორმებულია ლურჯ და თეთრ ტონებში, გამოიყურება ძალიან სასიამოვნოდ და ტაქტიანად. კორიდორში დგას ტანსაცმლის კარადა და ფეხსაცმლის ტუმბო. ეს დაეხმარება წესრიგის დამყარებაში, რადგან ფეხსაცმელი ფეხქვეშ არ გამოედებათ და დერეფანს არ შეაფერხებს. ჩემი აზრით, დერეფანი ძალიან საყვარელი გამოვიდა, მარჯვენა კედელზე ცოტაოდენი მორთულობაც რომ დაუმატონ, უბრალოდ შესანიშნავი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ კარადა და ტუმბო შეღებეს ხელით, ამიტომ ორიგინალური დიზაინისა და ფერისთვის ფულის გადახდა აღარ მოუხდათ. არადა, ამას ვერც კი შეამჩნევ.
დერეფნის გაგრძელებაში, ჩანაფიქრში, საწყობი იყო, ამიტომ, ადგილი ტყუილად რომ არ დაეკარგათ, იქ სარეცხი მანქანისა და ბოილერის ნიშა გააკეთეს. იგი საყვარელი ლურჯი ფარდით დაფარეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოსახერხებელი და უჩვეულო სვლა იყო.
გადავდივართ საცხოვრებელ ოთახზე. შეგახსენებთ, რომ ეს ერთოთახიანი ბინაა, თუმცა, უბრალოდ შეხედეთ, რა ვრცელი გამოვიდა. მეჩვენება, რომ საიდუმლო საბჭოთა ეპოქაში საყვარელი, უზარმაზარი კედლის კარადის არარსებობაშია, რომელიც ოთახის ნახევარს იკავებდა. ნახეთ, მისაღებში მხოლოდ პატარა კომოდი და ვრცელი დივანი დევს. მის ტონშია ხალიჩა და გადასაფარებელიც.
ეს იმისათვის, რომ ოთახი ერთი ფერით არ გადატვირთულიყო. დივნის ზემოთ კედელი ლამაზი ნახატებითაა გაფორმებული, მის გვერდით კი სარკე დგას. ამ ბინაში ყოველი სანტიმეტრი გონივრულადაა გამოყენებული.
კუთხეში დგას ყავის მაგიდა, რომელზეც სადილობაც შეიძლება. ამ ბინაში იგი სასადილო მაგიდას ანაცვლებს, რადგან სამზარეულოში ამისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.
დივნის პირისპირ დგას კომოდი, კედელზე კი ტელევიზორია მიმაგრებული. ყურადღება მიაქციეთ, რომ არსად არ კიდია სადენი, რადგან მთელი გაყვანილობა წინასწარ მოამზადეს და დამალეს. ამიტომ, ყველაფერი ძალიან ფრთხილად გამოიყურება.
ლამაზი ოთახი, შესანიშნავი მისაღები, რომელშიც სტუმრებს უპრობლემოდ დაპატიჟებენ. თუმცა, სადღაა საძინებელი? იფიქრებდით, რომ საწოლის ფუნქციას ეს დივანი ასრულებს, თუმცა ცდებით. საძინებლისთვის გამოყეს ცალკე, მოკრძალებული ადგილი. სიმართლე რომ გითხრათ, ეს იდეა ძალიან მომეწონა. ერთი დიდი ოთახის ნაცვლად ხომ ასე საძინებელი და მისაღები მიიღეს.
ახლა კი, კიდევ ერთი სურპრიზი ამ დიზაინში. ხედავთ საწოლის გვერდითა კედელს? ხოდა, იქ კარადაა დამალული. იგი უბრალოდ კედელში ჩაშენდა, ამიტომაც არ ხლართავს სივრცეს.
სამზარეულოს ჯერია. როგორც უკვე ვთქვით, იგი ძალიან პატარაა. აქ მხოლოდ მაცივარი, ქურა და რამდენიმე კარადა დაეტია. ამიტომ, დანარჩენ ტექნიკასთან ექსპერიმენტების ჩატარება გახდა საჭირო. მარჯვენა კუთხეში, კარადების ქვეშ, მიკროტალღური ღუმელი დამონტაჟდა. კარგად გამოვიდა, ჩემი აზრით. სამზარეულო, აგრეთვე ლურჯ ტონებშია შესრულებული.
შემდეგ ვხედავთ ვრცელ აივანს, რომელზეც მოსახერხებელი კარადა დგას. მასში შეიძლება ყველა იმ ნივთის შენახვა, რომელიც სახლში დიდად არაა საჭირო. ამასთან, აივანი შემინულია იატაკიდან ჭერამდე, რაც სივრცესა და სინათლეს მატებს.
ახლა სააბაზანოზე გადავიდეთ. სახლის მეპატრონეებმა სან.კვანძის გაერთიანება გადაწყვიტეს. სიმართლე რომ გითხრათ, მოდური და საკმაოდ ვრცელი ოთახი გამოვიდა. სააბაზანო ოთახი უფრო თბილ ტონებშია შესრულებული, ვიდრე მთელი ბინა, თუმცა, საერთო სტილიდან არ ამოვარდნილა.
სააბაზანოს ძირითადი სივრცისგან შუშის ტიხარი აშორებს. იგი, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია, ამიტომ ოთახს ვიზუალურად აფართოებს.
მეორე მხრიდან ნიჟარა და სარკეა განთავსებული, აქვეა თაროები და საშრობი პირსახოცებისთვის. ყველაფერი ერთ ტონშია და ფუნქციურიცაა.
სულ ეს იყო, რისი ჩვენებაც გვინდოდა ამ ბინაში. საცხოვრებელი საკმაოდ სადად და ელეგანტურადაც გამოიყურება. მე ვთვლი, რომ ფერების ძალიან კარგი კომბინაცია შეარჩიეს, მიიღეს მიმზიდველი, არაგადატვირთული ინტერიერი. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვაქციოთ ერთოთახიანი ხრუშოვკა თანამედროვე ბინად.