
თანამედროვე ადამიანები იმდენად დაიღალნენ ქალაქის ზუზუნისგან, რომ მზად არიან, აწყობილი ცხოვრება მიატოვონ და სრულად მოსწყდნენ ცივილიზაციას. ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა კანადელმა ოჯახმა, რომელმაც სახლი და მთელი ქონება გაყიდა, მოაწყო ავტოფურგონი და უკვე 3 წელია, მთელი ამერიკის გარშემო მოგზაურობს და არაფერს ნანობს.
იზაბელმა და ანტუანმა – კანადელმა წყვილმა, ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვიტა, სრულად ეთქვა უარი ჩვენი უმრავლესობისთვის ჩვეულ ყოველდღიურობაზე (სახლი-სამსახური, სამსახური-სახლი) და რადიკალურად შეცვალეს თავიანთი ცხოვრება.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მეუღლეებმა, რომლებიც ცხოვრების აქტიურ წესს იყვნენ შეჩვეულნი, შეამჩნიეს, რომ ყოველდღიური რუტინა მათ არსებობას უსიხარულო სამუშაო დღეებად აქცევდა. მოგზაურობისთვის, რომელსაც ისინი ახალგაზრდობიდან მიეჩვივნენ, დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩებოდათ, ამიტომ ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტეს. როგორც თვითონ მეუღლეები ყვებიან: “36 წლის ასაკში, ჩვენ მივატოვეთ საკუთარი საინჟინრო კარიერა, გავყიდეთ სახლი და ყველაფერი მასში, ვაქციეთ ავტოფურგონი ბორბლებიან სახლად და გავემგზავრეთ ამერიკის გარშემო სამოგზაუროდ. მას შემდეგ 3 წელი გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ გზაში ვართ, თანაც არაფერს ვნანობთ.”
თუმცა, ასეთი უცნაური ოცნების ასახდენად საკმაოდ დიდი შრომის ჩადება მოუხდათ. დასაწყისისთვის, მეუღლეებმა შეიძინეს ავტოფურგონი, რომელიც მეტ-ნაკლებად კომფორტულ საცხოვრებლად უნდა ექციათ, ისინი ხომ არამხოლოდ მოგზაურობას, სამთო ველოსიპედების მართვასა და სნოუბორდზე დაქანებას, არამედ მუდმივად იქ ცხოვრებას აპირებდნენ. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს საინჟინრო განათლება ჰქონდათ, დაეხმარა მათ პროექტირებასა და საჭირო აღჭურვილობის შერჩევაში.
თუმცა, იმისათვის, რომ კომუნიკაციები გაეყვანათ, ავეჯი დაემზადებინათ და დაემონტაჟებინათ უჯრები ნივთების შესანახავად, საკუთარი ხელებით, მათ ბევრი ახლის სწავლაც მოუხდათ. თანაც, სწავლის პროცესი პირდაპირ “სამშენებლო მოედანზე” მიმდინარეობდა (ბოქსში ან პირდაპირ ქუჩაში), სადაც ისინი ავტოფურგონ Forf Transit-ის გადაკეთების დროს ატარებდნენ ცდებს.
დასაწყისისთვის, მათ არსებული საფარი მოხსნეს და გააკეთეს ძირითადი დათბობა, რადგან მოგზაურობას მთელი წლის განმავლობაში გეგმავდნენ, თანაც სხვადასხვა კლიმატურ ზონაში, ამიტომ, საჭირო იყო თბო- და ხმოვანი იზოლაცია.
იმისათვის, რომ ცხოვრება ძალიან პატარა სივრცეში არამხოლოდ მყუდრო, არამედ უსაფრთხოც ყოფილიყო, მოპირკეთებისთვის შეირჩა ნატურალური ხე, თანაც, ავეჯის დასამზადებლადაც. პატარა სივრცის არსებობის გამო, მეუღლეებს მოუხდათ სივრცის მილიმეტრებამდე გათვლა, რათა ცხოვრებისთვის კომფორტული პირობები შეექმნათ.
საბოლოო ჯამში, მათ შეძლეს სრულფასოვანი საძინებლის მოწყობა. სივრცის ეკონომიისთვის, საძინებელი მაღალ პოდიუმზე შემოდგეს, პლატფორმის ქვეშ კი მოაწყვეს საწყობი და გარდერობი, სამთო ველოსიპედებისა და სნოუბორდების, ხელსაწყოების, საავტომობილო ნაწილების, გასაშლელი მაგიდებისა და სავარძლის შესანახავად. მეორე სართულზე, სადაც საძინებელია მოწყობილი, გააკეთეს ღია სტელაჟი, რომლის თაროებზეც მოთავსდა ნივთები, რომლებიც მუდმივად საჭიროა, ხოლო სეზონურები – დამალულია უჯრებში, რომლებიც გარდერობშია მოთავსებული.
იმის გათვალისწინებით, რომ იზაბელი და ანტუანი უპირატესობას დასახლებული პუნქტებიდან შორს გაჩერებას ანიჭებენ, ხშირად, რთულად მისადგომ ადგილებშიც კი, სრულყოფილი სამზარეულოს არსებობა უკიდურესად აუცილებელია. მიუხედავად სივრცის სივიწროვისა, აქ შეძლეს სამუშაო მაგიდა-ტუმბოს, ნიჟრის, მინი-მაცივრის, გაზქურისა და ღუმლის დამონტაჟება, ასევე, დაიკიდა რამდენიმე კარადა პროდუქტებისთვის, ხელსაწყოებისა და ჭურჭლისთვის.
მძღოლისა და მგზავრის ადგილები მოაწყვეს მბრუნავი სავარძლებით, რაც საშუალებას იძლევა, ტრაპეზის დროს მობრუნდნენ სალონისკენ და ისადილონ/იმუშავონ კომფორტულად. სასადილო მაგიდის სახით, ისინი იყენებენ დასაკეც მაგიდას, რომელიც საჭიროებისამებრ იხსნება.
მეუღლეების ყველაზე დიდი წარმატება, ბორბლებიან სახლში – ეს იყო ავტოფურგონში ტუალეტის ორგანიზება. ამ მიზნებით დამონტაჟდა კომპოსტური სისტემა, რომელიც მშვენივრად დაიმალა ხის ყუთში. დახურული სახით, ყუთი გამოიყენება დამატებით დასაჯდომ ადგილად ან ჟურნალის მაგიდად.
იმისათვის, რომ სახლი სრულად ავტონომიური იყოს, ავტოფურგონის სახურავზე დამამონტაჟეს მზის 2 ელემენტი, 160 ვტ სიმძლავრითა და 3მ VHB ლენტით. ამის წყალობით, მეუღლეების სახლი უწყვეტად იქნება ელექტროენერგიით მომარაგებული.
ავტოფურგონში ყოფნისას სუფთა ჰაერმა შიგნით რომ შეაღწიოს, ნებისმიერი კლიმატური პირობებისთვის, დამონტაჟდა სპეციალური ვენტილატორი Maxxair-ი. გარდა ამ ყველაფრისა, საცხოვრების აღჭურვისთვის საჭირო გახდა ავტომობილის ზოგიერთი აგრეგატის მოდერნიზება, რადგან მას გადაადგილება მაღალ თოვლსა და ყინულზე, დაბალ ტემპერატურებზეც მოუხდებოდა. სუფთა ჰაერზე, ნებისმიერ ამინდში, დასვენების ორგანიზებისთვის, მათ გადაწყვიტეს მოძრავი საკიდი Fiamma F45-ის შეძენა და დამაგრება.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოამზადეს, იზაბელი და ანტუანი ამერიკაში, ხანგრძლივ მოგზაურობაში გაეშურნენ. თავიანთ საიტზე, რომელიც მათ მანამდე შექმნეს, სანამ ახალი სახლის იდეებს გააზიარებდნენ, მათ განათავსეს ინფორმაცია თავიანთი სამუშაოების თითოეულ ეტაპზე, სქემებისა და ესკიზების მიხედვით. ხოლო, საქმის დასრულების შემდეგ, მეუღლეებმა მოგზაურობის სრული შთაბეჭდილებები გააზიარეს, ფოტოებითა და ვიდეოებით.
-“და, აი, ჩვენ ვცხოვრობთ ფურგონში, ვმართავთ სამთო ველოსიპედებსა და სნოუბორდებს, თითქმის ყოველდღე. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა ან ბევრი ფული გვქონდა… ასე არაა! ჩვენ უბრალოდ დავგეგმეთ და ვიმოქმედეთ. ეს იყო კომპრომისებისა და მსხვერპლის წელი, თუმცა ახლა ცხოვრებით ტკბობის დროა!”
საინტერესო ფაქტი Novate.ge-სგან: იმისათვის, რომ ავტოფურგონი ბორბლებიან სახლად ექციათ, მეუღლეებმა დაახლოებით 1000 საათი და 20 000 დოლარი დახარჯეს, ეს კი თავად ავტომობილის შეძენის გარეშე.