
ძალიან მალე, უკვე თებერვლიდან, ახალ ბინაში გადავალ. იგი პატარაა, თუმცა მაღალჭერიანი, ფართოფანჯრიანი და სრულიად გასარემონტებელი. ბინა მემკვიდრეობით მერგო, თუმცა, ისე მოხდა, რომ მასში დიდხანს არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად გადაკეთებისა და გარემონტების დროს, პრაქტიკულად, ამ სივრცის თითოეული კუთხის გამოყენებაა საჭირო.
ბოლო დროს, მე ხშირად წარმოვიდგენ, თუ როგორ ვიცხოვრებ ჩემს მოდურ და მყუდრო საცხოვრებელში, თუმცა მესმის, რომ ოცნების რეალიზებისთვის ბევრი ფული დამჭირდება, რაც, ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, არ მაქვს.
სიტუაციიდან გამოსავალი სავსებით მოულოდნელია. გასულ კვირას ჩემი ახლო დაქალი მესტუმრა, რომელიც ახლა ინტერიერების დიზაინერად მუშაობს, და მან რამდენიმე ხრიკი მასწავლა, რომელთა დახმარებითაც, ჩემი ოცნების ახდენა საგრძნობლად მოახლოვდა.
დიზაინი ლოფტის სტილში
ლელამ შემომთავაზა, ბინაში მოდური სტილის, ლოფტის ატმოსფეროს შექმნა. ადრე მეგონა, რომ ამ სტილის უფლებას თავს მხოლოდ მდიდრები მისცემდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მის შესახებ მეტი გავიგე, მივხვდი, რომ შაბლონურად არ უნდა მეფიქრა და რემონტი უნდა დამეწყო.
ლოფტის სტილს საფუძვლად უდევს მინიმალური დეტალი, მაქსიმალურად უბრალო და ფუნქციური ავეჯი, ძირითადად, ცივი ფერები, დიდი ფანჯრები, დეკორის თითქმის არარსებობა. ხოლო ის, რაც სხვა სტილებში ნაკლად აღიქმება – აგურის შვერილები, შეუბათქაშებელი კედლები, დასასრულებელი იატაკი – ამ სტილის პიკანტური მარცვალია.
ლოფტის სტილი შესაფერისია მათთვის, ვისაც ფინანსური საკითხი ძალიან მწვავედ დგას. მინიმალური დანახარჯები და სისადავე ყველაფერში – სტილის ძირითადი კრედოა.
ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 7 ეშმაკობა, რომლებიც დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ბინის მოდურ ლოფტის სტილში გადაკეთებაში. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ გამომივიდოდა.
1. აგურის კედელი
როცა საქმე რემონტთან გვაქვს, გადაკეთების ერთ-ერთი ძირითადი სტილის თანახმად, უნდა დამალოთ ნაკლები და ხაზი გაუსვათ ღირსებებს. ჩემი მომავალი საცხოვრებელი აგურის სახლშია, რაც დიდი დადებითი მხარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა სახლის ჩონჩხის გაშიშვლება და ერთ-ერთ კედელზე აგურის საფარის გამოჩენა.
აგურის საფარი უხდება სამზარეულოს ან სასადილოს კედლებს. შეგიძლიათ, აგურის ქვეშ ერთი ან რამდენიმე კედელი მოაქციოთ. ასევე, შეგიძლიათ, აგურით მოაპირკეთოთ ჭერი და შემოზღუდოთ დამცავი პანელებით, სამზარეულოს სკინალით.
საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება აგურისსაფრიანი კედელი, რომელიც სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკითაა გარშემორტყმული. სასადილო ზონა, როგორც სამზარეულოში, ისე სასადილოში, შეიძლება მსუბუქად და ეფექტურად გამოყოთ აგურის გამოყენებით.
2. საღებავი კედლებისთვი
ნუ დაიხარჯებით ძვირადღირებულ ავეჯზე. ამ სტილისთვის კედლების შეღებვაც საკმარისია. აირჩიეთ ფერები მინერალური საღებავების პალიტრიდან: ნაცრისფერ-ვარდისფერი, მელნისფერ-ლურჯი, რუხი, მწვანე და, რაღა თქმა უნდა, თეთრი და სპილოსძვლისფერი. ეს ფერები იდეალურია ლოფტისთვის.
ასევე, შეგიძლიათ უხეში ტექსტურების ელემენტების დამატებაც. ეს შეიძლება იყოს ხის ძელები, ბეტონი, შიშველი აგური, შიშველი მილები, დაუსრულებელი იატაკი. საერთო ჯამში, ყველაფერი ის, რასაც საწარმოო შენობებში, მაგალითად, ძველ საწყობში ნახავთ.
3. შიშველი ნათურები
ყველაზე მარტივი საშუალება, დეკორის დახმარებით, ლოფტის სტილზე მისათითებლად – ესაა ინტერიერში შიშველი ნათურების დამატება (რომელთა ფერიც ისე განსხვავდება, რომ მარტივად შეარჩევთ შესაფერისს).
ლოფტის სტილის სივრცის შესაქმნელად, არამხოლოდ გიროსკოპიანი ნათურა, არამედ ედისონის სანათიც გამოგადგებათ.
4. ავეჯის არჩევა
ლოფტს ვინტაჟი შეეფერება. რამდენადაც დეკორირების დროს გამოყენებული ფაქტურები მოძველებული ჩანს, ასეთივე ავეჯი მოუხდება. სიახლით მოელვარე თანამედროვე ნივთები, მკვეთრი ხაზებით, ძალიან ამოვარდნილად გამოჩნდება.
ხოლო, თუ ახალი ავეჯის შეძენა გადაწყვიტეთ, აირჩიეთ ის, რომელიც საწარმოო შენობებს შეგახსენებთ: ტყვიისფერი სკამები, ხის მაგიდები მილების ფეხებით, უცნაური სანათები….
5. რეტროგაყვანილობა
ჩემს შემთხვევაში – ეს შესანიშნავია, რადგან გაყვანილობის შეცვლა არ დამჭირდება. თუმცა, თუ თქვენს სახლში ნამდვილი ლოფტის შექმნა გსურთ, იზრუნეთ ნამდვილი რეტროგაყვანილობის შექმნაზე.
6. სტელაჟი მილებიანი საყრდენებით
ადამიანს, რომელმაც სახლისთვის ლოფტის სტილი აირჩია, შეუძლებელია, არ ჰქონდეს წიგნებისა და ლამაზი სამხატვრო ალბომების ნაკრები, ამიტომ მისთვის აუცილებელია სტელაჟი. თანაც, საუკეთესო ვარიანტია, თუ იგი მილებისგანაა დამზადებული, ხოლო თაროები – უხეში ხით.
7. დეკორი ლოფიტისთვის
ეცადეთ, მინიმალური რაოდენობის ნივთი აიღოთ. ლოფტი ცუდად იტანს მყუდრო დეკორაციების სიჭარბეს. შეარჩიეთ ნეიტრალური ფერები, არაუმეტეს 1 მკვეთრი აქცენტით. უხეში ტექსტურები ხომ თავისთავად გამოხატულია.
აუცილებელი არაა ნამდვილ ლოფტში ცხოვრება, საკმარისია, ინტერიერი სტილის ელემენტებით გააფორმოთ. და არ იფიქროთ, რომ საჭიროა იდების განხორციელება ბოლომდე მიიყვანოთ – შეგიძლიათ შეჩერდეთ ერთ-ორ შერჩეულ დეტალზე.
გისურვებთ მოდურ და მყუდრო ატმოსფეროსა და ლამაზ გადაკეთებას, თუ რემონტისთვის ემზადებით. თქვენ როგორ მოგწონთ ლოფტის სტილი? გაუზიარეთ მეგობრებს და ჰკითხეთ აზრი მათაც.