როგორ იქცა ხრუშოვკის პატარა სამზარეულო მყუდრო ოთახად

რემონტის საკითხი ნებისმიერ ოჯახს ეხება, იქნება ეს კერძო სახლი თუ ბინა ახალაშენებულ კორპუსში, თუმცა, ყველაზე რთული მაინც ხრუშოვკის გარემონტებაა. ამ ტიპის ბინის, როგორც ნებისმიერი სხვის, გარემონტება საკმაოდ ძვირი ჯდება, მასალებზე ეკონომიის გაკეთება კი ნიშნავს, დახარჯოთ ორჯერ მეტი გადაკეთებაზე, ამიტომ, გიჯობთ, პირდაპირ ხარისხიანი მასალები შეიძინოთ.

ყოველთვის შეიძლება ეკონომიის გაკეთება სამუშაო ძალებზე, თუ რემონტს საკუთარი ხელებით გააკეთებთ. ბინის დამოუკიდებელ რემონტში განსაკუთრებული აზრი დევს: თქვენ საკუთარი სულის ნაწილს დებთ და ქმნით სახლის სიმყუდროვეს, რემონტის დასაწყისიდანვე. როგორი სასიამოვნო იქნება ბოლოს ლამაზი რემონტით ტკბობა და სიამაყის შეგრძნება, რომ ეს თქვენი ნამუშევარია!

სამზარეულოს რემონტი

პატარა სამზარეულოს რემონტი ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან ყველაფერი წვრილმანებამდე უნდა იყოს გათვლილი: სად დადგამთ ქურას, როგორ მოაწყობთ სამუშაო სივრცეს, სად წაიღებთ რამდენიმე წლის მანძილზე დაგროვილ ჭურჭელს, რომელ კუთხეში დადგამთ სასადილო მაგიდას ისე, რომ გასასვლელიც მოიტოვოთ.

ყველა კარადის, ტუმბოსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზომა სანტიმეტრებში უნდა იყოს გაზომილი, თორემ არსებობს რისკი, რომ დილაობით მარჯვენა ფეხის ნეკა თითს მაგიდის ან კარადის ფეხს მიარტყამთ. საქმე სუსტი ნერვების მქონეებისთვის ნამდვილად არაა, თუმცა, მასთან გამკლავება დამოუკიდებლადაც შეიძლება, ამიტომ მოთმინება იქონიეთ.

პატარა სამზარეულოში მთავარ როლს ასრულებს კომპაქტურობა, აქ შეიძლება უფრო პატარა ქურის დადგმაც, ადგილი რომ არ წაგვართვას. სამაგიეროდ, იგი უჩვეულოდ და ღირსეულად გამოიყურება.

თუ სამზარეულო თითქმის მზადაა, თუმცა ღუმელისთვის ფული არ გყოფნით, ნუ დატოვებთ ცარიელ ხვრელს ლამაზ ფასადებს შორის. დროებით დამალეთ სიცარიელე ორიგინალური, გამძლე ფარდით, რომელიც თითქოს სამუდამოდ ეკიდება აქ. სტუმრები მაშინვე ვერ გაარჩევენ და არც თვალებში გაეჩხირებათ – მშვენიერია!

ქურის უკან დამცავი წინსაფარი – ცალკე სასაუბრო თემაა. არსებობს იაფი წინსაფრის რამდენიმე სახეობა: მისი გაკეთება შეიძლება ნახატებიანი შუშით, ზოგი კი მას პლასტმასის პანელებისგან აკეთებს. თუმცა, ყველაზე რთულია – წინსაფარზე ფილების დამოუკიდებლად მიმაგრება. საინტერესო იდეა: თუ ფილები არ გეყოთ, გააზავეთ ისინი სხვა ფერებით ან, როგორც ამ შემთხვევაშია, აირჩიეთ ნახატებიანი ფილები. იგი საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურება და ყურადღებასაც არ იქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში იმდენად მრავალფეროვანი საქონელია, რომ თვალებიც აგიჭრელდებათ, როცა საკუთარ სამზარეულოს ყველა წვრილმანში წარმოიდგენთ, შეიძლება ვერ იპოვოთ საჭირო ფერის ფარდები, მაგიდა ან შპალერი. საბედნიეროდ, შპალერთან ყველაფერი მარტივადაა: არსებობს თეთრი შპალერები, რომლებიც შეღებვისთვისაა განკუთვნილი, რომლებზეც მარტივი ფიგურების დახატვა შგიძლიათ და, ამასთან, ხატვის ნიჭი საჭირო არაა.

უბრალოდ ნახეთ, რა სილამაზეა! ერთი შეხედვით ვერ იტყვით, რომ შპალერი ხელნაკეთია. ხოლო, როცა გეუბნებიან, რომ ეს ხელნაკეთია, შეფასება ორმაგად გაგიჭირდებათ.

შოპინგის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია ახალი ჭურჭლის შეძენა. ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ იგი იმას დაახარჯოთ, რაც არ მოგწონთ, ამიტომ, მიეცით თავს უფლება თუნდაც საყვარელი თეფშების ნაკრების შეძენისა, რომელიც ასე მოუხდება ამ შესანიშნავ სამზარეულოს. სწორედ ასე მოიქცა ჩვენი გმირი.

ეს სამზარეულო ნამდვილი სასწაულია – ასეთი ნათელი და ვრცელი, მიუხედავად ფართის სიმცირისა. ძალიან კარგად ერწყმის მას სამზარეულოს ზედაპირი, რომელიც ხეს ჰგავს, მწვანე შპალერითა და თეთრი კარადებით.

აი, როგორ უნდა გააკეთოთ რემონტი სამზარეულოში, პროფესიონალის მომსახურებაზე ფულის დაზოგვით. არც კი მჯერა, რომ ვიწრო, ულამაზო ოთახი ასეთ ლამაზ სამზარეულოდ იქცა. კუშტი კედლები გამკვეთრდება, სივრცე ვიზუალურად გაიზრდება და შესახედავადაც გესიამოვნებათ.