
ბრისტოლის უნივერსიტეტის ბრიტანელმა სტუდენტებმა დაიწყეს საერთო საცხოვრებლებიდან მასობრივი გამოსახლება, იმ მოტივით, რომ “იქ ადამიანების ცხოვრება შეუძლებელია”. როგორც ჩანს, საუბარია უახლეს სტუდიო-ოთახებზე, რომლებიც ერთი ადამიანისთვისაა გათვლილი. რამ შეაძრწუნა პირველკურსელები, და როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას?
ბრისტოლის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ (University of Britol) ყველა ღონე იხმარა პირველკურსელების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, ამ მიზნით კი ექსპერიმენტზე წავიდა. ძველი პარკინგის ადგილას, უმოკლეს ვადაში აშენდა პატარა საერთო საცხოვრებელი Purbeck Court-ი, რომელიც ახლა 21 სტუდიო-ოთახისგან შედგება, რომელთაგან თითოეულიც ერთ ადამიანზეა გათვლილი.
ჩასწორება: ბრისტოლის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ბრისტოლში, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთით. სასწავლო დაწეებულება ჯგუფ “წითელი აგურის უნივერსიტეტების” წევრია, რომელიც თავიდანვე პოლიტექნიკური კოლეჯი იყო. უნივერსიტეტი სრულუფლებიან სბრიტანულ ასწავლებლად იქცა 1902 წელს, თუმცა, ჯერ კიდევ 1876 წელს დაარსდა. University of Bristol შედის დიდი ბრიტანეთის 10 საუკეთესო უნივერსიტეტებსა და უნივერსიტეტების საყოველთაო ქსელში. ბრისტოლის უნივერსიტეტში დაახლოებით 18 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ოთახის სივრცე მართლაც პატარაა – 7.5 კვ.მ., მასში მოთავსდა ერთადგილიანი საწოლი, სამუშაო მაგიდა, კარადა, ჩაშენებული მიკროტალღური ღუმლით, დასაკიდი წიგნის თაროები, გაერთიანებული მაგიდა და სრულყოფილი საშხაპე და სან.კვანძი. ამ საერთო საცხოვრებელში, რომელიც უნივერსიტეტის პილოტური პროგრამაა, დაასახლეს სხვა ქალაქიდან ჩამოსული პირველკურსელები, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ საცხოვრებელი და ცალკეული კეთილმოწყობილი ბინის დაქირავების საშუალება არ ჰქონდათ.
თუმცა, მიუხედავად რთული ცხოვრებისეული გარემოებებისა, სტუდენტებმა ახალ საცხოვრებელში მხოლოდ 3-4 კვირა დაჰყეს და დაიწყეს მასობრივი გამოსახლება იმ მიზეზით, რომ “ასეთ საშინელ პირობებში ადამიანი ვერ იცხოვრებს”. ყველაზე მეტად, უკმაყოფილებას იწვევდა გადასახადი “არაადამიანურ პირობებში” საცხოვრებლისთვის, მათ ხომ ყოველკვირეულად 195 დოლარის გადახდა უხდებოდათ მაშინ, როცა კამპუსში მაცხოვრებელი სტუდენტები 145-238 დოლარს იხდიდნენ.
ასეთი უსამართლობით შეძრწუნებულებმა განაცხადი არამხოლოდ გამოსახლების, არამედ ზედმეტი თანხის გადახდის შესახებაც დაწერეს, რადგან ასეთ გადასახადს ძალიან ძვირად მიიჩნევდნენ. თუმცა, ეს კიდევ არაა ყველა ის უსიამოვნება, რომელთა გადატანაც “საცოდავ” სტუდენტებს მოუხდათ. როგორც აღმოჩნდა, მათ საცხოვრებელ ადგილს მუდმივად დასცინოდნენ თანატოლები, რომლებიც ბრისტოლის უნივერსიტეტის სხვა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, ამ ოთახებს კი “არარეალურ საცხოვრებლად” მოიხსენიებდნენ.
ასეთ პრეტენზიებს ხელმძღვანელობამ უპასუხა დაპირებით, რომ კიდევ ერთხელ გადახედავდა “ფასისა და ხარისხის” ურთიერთქმედებას და დაამატებდა საცხოვრებელ სივრცეს საერთო ტერიტორიას, სტუდენტების შეკრების მიზნით. ბოლო გადაწყვეტილება ერთ-ერთი სტუდენტის საჩივარზე პასუხი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ “ჩაკეტილ, პატარა სივრცეში ცხოვრება საშიში და საშინელია, რადგან ამ უცნაურ ადგილში მთელი თავისუფალი დროის გატარება უხდებათ, წასასვლელი ხომ არსად აქვთ.”
ასევე, სასწავლებლის წარმომადგენლები ეცდებიან, ყველა სურვილი მომავალი სასწავლო წლისთვის გაითვალისწინონ, ახალი 200 ოთახის აშენების დროს, თავის გადაწყვეტილებას კი იმით “ამართლებენ”, რომ მსგავსი სტუდიები წარმატებით გამოიყენება ქვეყნისა და მსოფლიოს სხვა სასწავლებლებში.
რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორებას ექვემდებარება, და ჩვენს სტუდენტებს (და არამხოლოდ) რომ შესთავაზონ 7.5 კვ.მ. ფართი, თავისი სან.კვანძითა და საშხაპით, მხოლოდ თავისთვის, და 18-20 კვ.მ. ოთხ ადამიანზე, აირჩევენ პირველ ვარიანტს. ამაში დასარწმუნებლად, ჩვენმა რედაქციამ მოაგროვა რამდენიმე ფოტო დედამიწის სხვადასხვა ქვეყნის საერთო საცხოვრებლებიდან.
უნივერსიტეტში სწავლისას, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სიამოვნება სწორედ საცხოვრებლის შოვნაა სამიზნე ქალაქში. საბედნიეროდ, არსებობენ კრეატიული სტუდენტები, რომლებიც თავად აშენებენ სახლებს, თანაც იმაზე იაფად, ვიდრე საცხოვრებლის დაქირავებისას მოუხდებოდათ გადახდა.