
თავიდან, ქრისტიანული ეკლესია “კათოლიკური” – საყოველთაო იყო. კათოლიკურ და მართლმადიდებლურ მიმდინარეობად ქრისტიანობა მხოლოდ მე-11 საუკუნეში, 1054 წელს გაიხლიჩა, როცა კონსტანტინოპოსა და ვატიკანს შორის არსებულმა განხეთქილებამ თავის აპოთეოზს მიაღწია. ამ მოვლენის შედეგად, გაჩნდა ორი ახალი ეკლესია, რომლებიც საკმაოდ ძლიერად განსხვავდება ერთმანეთისგან, ისეთ რამეებშიც კი, რომლებიც თანამედროვეებს “წვრილმანებად” მიაჩნიათ.
კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საკმაოდ ბევრი განსხვავებაა, განსაკუთრებით, აღმსარებლური რიტუალების საკითხში. მაგალითად, კათოლიკები და მართლმადიდებლები პირჯვარსაც განსხვავებულად იწერენ. განსხვავებაა წმინდა წერილთან დაკავშირებულ საკითხებშიც. დასავლეთში სჯერათ განსაწმენდლის (სალხინებლის, მოსანანიებლის) არსებობისა, სადაც ცოდვილების სულს წმენდენ, მაშინ, როცა აღმოსავლეთში სჯერათ, რომ ცოდვილები ჯოჯოხეთში დაუსრულებლად დაიწვებიან. დაბოლოს, სხვადასხვაგვარად უყურებენ ეკლესიის მთავრებს. პატრიარქი, თავისი არსით, მხოლოდ მთავარი მღვდელია, ხოლო პაპი – მიწაზე ღმერთის შუამავალი.
ყველაზე საინტერესო “წვრილმანი” კი ეკლესიაში აღმსარებლობის დროს ქცევებია. კერძოდ: კათოლიკეები სხედან, ხოლო მართლმადიდებლები – დგანან. რითია ეს განპირობებული? აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მე-6 აუკუნეში, კათოლიკური ეკლესიების დროს, ტაძრებში დასაჯდომი დახლები იყო მოწყობილი. მართლმადიდებლური ეკლესია, ამ კუთხით, გამკაცრდა. ითვლება, რომ ადამიანი, რომელიც მსახურების დროს დგას, ღვთისკენ მიიწევს. გარდა ამისა, საკუთარი თავისთვის კომფორტის წართმევა ერთგვარი “წინსვლაა”, რადგან კომფორტი მხოლოდ სიხარბისა და მრუშობისკენ მიმავალი გზაა.
კათოლიკეები, ამ მხრივ, უახლოვდებიან პირვანდელ ეკლესიას და თვლიად, რომ არაფერია იმაში ცუდი, რომ ღვთისმსახურების დროს ისხდნენ. სხვათა შორის, არც აქაა ყველაფერი ისე მარტივად, როგორც გეჩვენებათ. მაგალითად, ევანგელეას კითხვის დროს, კათოლიკები ფეხზე უნდა წამოდგნენ და ასე ერთგვარი პატივისცემა და მორჩილება გამოხატონ.