რატომ აიძულებენ ზონა 51-ის ვიზიტორებს მხედველობის შემზღუდველი სათვალეების ტარებას

ყველა სახელმწიფოს თავისი საიდუმლო აქვს და მათ კარგადაც ინახავენ. ახლბათ, ყველაზე იდუმალი და, ამავდროულად, მსოფლიოში ცნობილი ადგილი აშშ-ში არის ზონა 51, რომლის საქმიანობაც დიდი ხანია, ჭორების, ზღაპრებისა და კონსპირაციული თეორიების საფუძვლადაც იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საიდუმლოს დამალვა გაცილებით რთულია, ტექნოლოგიების განვითარების დონის გათვალისწინებით, თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს ეს როგორღაც მაინც გამოსდით. ისინიც კი, ვინც საიდუმლო ობიექტის ტერიტორიაზე მოხვედრის შესაძლებლობას იღებენ, ბევრს ვერაფერს ხედავენ.

როგორც გამოცემა The Drive წერს, ყველა სამოქალაქო პირი, რომელსაც ამერიკულ საიდუმლო ობიექტ “ზონა 51”-ზე აქვს წვდომა, ვალდებულია, მაში მოხვედრის დროს, ატაროს სპეციალური სათვალე Foggles, რომელიც ზღუდავს ხილვადობას. მეტიც, ამავე პრინციპითაა შემინული აქ მოძრავი ავტობუსებიც – მას არ აქვს გამჭვირვალე ფანჯრები. შენობის ზოგიერთი ნაწილი კი, საიდუმლოს დამალვის მიზნით, საერთოდ უფანჯროა.

გასაიდუმლოებული ობიექტების ფიზიკური დანახვის შეზღუდვის იდეა შედარებით ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ზონა 51-ის ტერიტორიაზე გადაწყდა სათვალე Foggles-ის გამოყენება, რომელსაც პილოტები იყენებენ, როგორც ცუდი ხილვადობის პირობების იმიტაციის საშუალებას. ასევე, ამ სათვალეებში პილოტი მხოლოდ მოწყობილობის პანელს იყენებს, რაც ეხმარება მას ხელსაწყოების ჩვენებებზე კონცენტრირებაში.

ზონა 51-ში ხილვადობის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება პირდაპირი შედეგია ამ ობიექტის გასაიდუმლოების მცდელობისა. ამიტომ, პრაქტიკაში შემდეგი რამ შემოდის: ზონის სტუმარი, რომელსაც შემზღუდველი სათვალე უკეთია, ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახვაც გასაიდუმლოებულის სტატუსის დარღვევის გარეშეა დაშვებული.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხილვადობის შეზღუდვის აღნიშნულ პრაქტიკას საიდუმლო ობიექტებზე არამხოლოდ ამერიკელები იყენებენ. მაგალითად, სამხრეთი კორეის დემილიტარული ზონის დამთვალიერებლები, დამონტაჟებულ დურბინდში გახედვისას, ხედავენ მხოლოდ იმ ობიექტებს, რომლებიც მოშორებითაა, თავად ზონა კი უბრალოდ არ ჩანს მასში.

საიდუმლო მხოლოდ ქვეყნებს როდი აქვთ: ისტორია იმდენ რამეს გვიმალავს, რომ მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან ამ 12 ნივთის წარმოშობასა და დანიშნულებას.