გერმანული ნაგაზის 3 ნაკლი, რომლებიც ძაღლის ჯიშის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია – ეს ფრაზა ყველა ჩვენგანმა ბავშვობიდან იცის. ჩვენი თანამემამულეებისთვის გერმანული ნაგაზი იყო და არის იდეალური ძაღლის ხორცშესხმა: ძლიერი, ერთგული, დამყოლი. თუმცა, ამასთან, ბევრს ავიწყდება ისიც, რომ ოთფეხა მეგობრის არჩევისას გასათვალისწინებელია ჯიშის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინება. აი, გერმანულ ნაგაზს კი სამი “მინუსი” აქვს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ცხოველთა პასუხისმგებლიანმა მოყვარულებმა.

1. ზედმეტი აქტიურობა

ნაგაზი – ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოძრავი სახეობაა. თუ ამ ჯიშის ძაღლს საკმაო დროს არ დაუთმობთ ქუჩაში, იგი ფიზიკურად და ფსიქიკურად დაავადდება. ამიტომ, ნაგაზის ყოლა რთულია ქალაქურ პირობებში, განსაკუთრებით, თუ ახლოს არაა შესაფერისი ადგილი გასასეირნებლად და სათამაშოდ. აღნიშნულ ჯიშს, როგორც არავის სხვას, სჭირდება ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლი ერთ გასეირნებაზე 1 საათით მაინც უნდა იყოს გარეთ.

2. დისციპლინა

ნაგაზებს ძალიან მძლავრი მონადირული ინსტინქტი აქვთ. ძაღლი საჭიროებს თავისი აგრესიის, აქტიურობისა და ინტერესის რეგულარულ კანალიზაციას. ამისთვის, იგი მუდმივად უნდა მოძრაობდეს. ამიტომ, ახალგაზრდა ნაგაზისთვის აუცილებელია მკაცრად გაწვრთნა. ეს 8 თვის ასაკში უნდა დაიწყოთ. თუ აღნიშნულ პერიოდს ხელიდან გაუშვებთ, ძაღლს შეიძლება ჩამოუყალიბდეს არასწორი ფსიქიკა, იგი იქნება თავმოყვარე, აგრესიული და მოუთვინიერებელი. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ პროფესიონალური წვრთნა – ხანგრძლივი და საკმაოდ ხარჯიანი პროცედურაა. ეს ნიუანსები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პოტენციურმა პატრონმა.

3. ცხოვრების ადგილი

გერმანული ნაგაზი – ეს ის ჯიში არაა, რომელსაც მუხლებზე დაისვამთ და მოეფერებით. ძაღლი გიჟდება თავისუფლებაზე. ამავე მიზეზით, ნაგაზი ძალიან ცუდად გრძნობს თავს ჩაკეტილ სივრცეებში. უმჯობესია, იგი აიყვანოთ იმ შემთხვევაში, თუ კერძო სახლი და მიწის დიდი ნაკვეთი გაქვთ. ბინაში (განსაკუთრებით, პატარაში) იგი თავს არაკომფორტულად იგრძნობს. სხვათა შორის, საკმარისი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში, ძაღლი მასაც მიეჩვევა. ამ შემთხვევაში, დიდი დადებითი მხარე იმაში გამოიხატება, რომ ძაღლს რეგულარული კონტაქტი აქვს ადამიან მეგობართან და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ცხოვრობს.

ჯერ კიდევ არ გყავთ ოთხფეხა მეგობარი? თუ მის მოყვანას თქვენი ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებიან, მაინც მიიყვანეთ სახლში და ნახავთ, როგორ შეუყვარდება პატარა, ფუმფულა არსება, რომელსაც მხოლოდ თქვენი სიყვარული სჭირდება.

თუ ბინაში ცხოვრობთ და არ იცით, რა ჯიშის ძაღლის ყოლაა რეკომენდებული ამ ტიპის საცხოვრებელში, იხილეთ ეს 7 ჯიში.

თუ თქვენს კორპუსთან მშიერი ძაღლების ხროვა დათარეშობს და მათი თავდასხმის საშიშროებაა, გაეცანით ჩვენს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ძაღლების მოსაგერიებლად.