16 თანამედროვე ნივთი, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს

ყოველდღე ჩნდება ათობით განსხვავებული მოწყობილობა, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად გამოიგონეს. მოწყობილობების ასეთ სიმრავლეს შორის კი ჩნდება ნამდვილად ღირებული ნიმუშები, რომლებსაც დღეს Novate.ge-ს რედაქცია გაგაცნობთ.

1. ცვლადი CVV-კოდი

ამ საკრედიტო ბარათს უკან მინიატურული ეკრანი აქვს. მასზე აისახება სივივი-კოდი, რომელიც ყოველ სამ საათში იცვლება და მფლობელის ფინანსებს იცავს.

2. მოწყობილობა ბოსტნეულის საფცქვნელად

ესაა სპეციალური სინი, რომელიც ბოსტნეულის სათლელად ძალიან მოსახერხებელია. მას სპეციალური ჩაღრმავება აქვს, რომლის დახმარებითაც მოსახერხებლად ფიქსირდება მუხლებზე, გვაძლევს კარტოფილის, თხილისა და მარცვლეულის გაფცქვნის შესაძლებლობას, მისაღებში, ტელევიზორთან ან ნებისმიერ სხვა ოთახში ყოფნისას.

3. ტელევიზორიანი საწოლი

თანამედროვე საწოლი მეტალის მაღალი ჩონჩხით, ერთგვარი თაღითა და ჩაშენებული ტელევიზორის ეკრანით. ჩვენი რედაქციის აზრით, ასეთი საძინებელი თანამედროვე საძინებლის ყველაზე მთავარი დეტალი გახდება.

4. ბოთლი აბების ქეისით

თან წასაღები ბოთლი, ჩაშენებული აბების ორგანაიზერით, რომელიც კვირის დღეების მიხედვითაა დაყოფილი, შესანიშნავი საჩუქარია მათთვის, ვისი ცხოვრებაც სამედიცინო პრეპარატებისა და ვიტამინების რეგულარულ მიღებას უკავშირდება.

5. უჩვეულო პრინტერი

ალბათ, ბევრს ჰქონია დასვრილი ხელების პრობლემა პრინტერის დატენვის დროს. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ამ პრობლემის გადაჭრაც მოხერხდა – ესაა პრინტერი, რომლის საღებავებიც კაფსულის სახით გამოდის.

6. მიკროტალღური შტეფსელით

თანამედროვე სამყაროში, ადამიანებს არასდროს ჰყოფნით  შტეფსელები, ხოლო, რამდენადაც მიკროტალღური ღუმელი ერთ-ერთ მათგანს იკავებს, მწარმოებლებმა ამის კომპენსირება გადაწყვიტეს და წინა პანელზე ორი შესაერთებელი მოათავსეს.

7. ფეხსაცმლის საშრობი

ფეხსაცმლის მძლავრი ელექტროსაშრობი აღჭურვილია ოთხი მილით, რომლებიც სველ ფეხსაცმელში უნდა მოათავსოთ, სწრაფი და ეფექტური გაშრობისთვის.

8. უნიკალური ჩასადები ტელეფონისთვის

სმარტფონის ჩასადებზე ინტეგრირებულია კონტეინერი უსადენო ყურსასმენებისთვის – მოსახერხებელი, თანამედროვე და გემოვნებიანია.

9. სასწავლო ჭადრაკი

ჭადრაკის თამაში ინტელექტუალთა გასართობია, თავად შესწავლის პროცესი კი ყველასათვის მარტივი არაა. თუ თქვენ მოინდომებთ აღნიშნული თამაშის შესწავლას, შეიძინეთ სასწავლო ჭადრაკის ნაკრები, რომელიც თვალსაჩინოდ გიჩვენებთ, თუ საით მიდის ესა თუ ის ფიგურა.

10. სანათი

ესაა ორიგინალური მოდულური სანათი, რომელიც შედგება ვიწრო სწორკუთხედი სექციებისგან, თითოეული მათგანი კი ავტონომიურად მუშაობს. ამის ხარჯზე, შეგიძლიათ დაარეგულიროთ განათების სიმკვეთრე – დაწყებული ძალიან მკრთალი შუქით, დასრულებული სრულყოფილი შუქით კითხვისთვის.

11. ყავარჯენი-სკამი 

თანამეროვე ყავარჯენი, რომელიც კომპაქტურ სკამად იქცევა – შესანიშნავი ნივთია შშმ პირებისთვის.

12. საშხაპე კაბინა ჭკვიანი შუშებით

ჭკვიანშუშებიანი საშხაპე კაბინა მკრთალ თეთრ ფერს იძენს, როცა მის შიგნით ტემპერატურა იზრდება.

13. კარაქი-ფანქარი

უჩვეულო, თუმცა ძალიან პატარა საკარაქე, რომელიც ფანქრის პრინციპით მუშაობს და მარტივად და თანაბრად გვასმევინებს კარაქს ტოსტსა და ტაფაზე.

14. სამძებრო სამშვენისი

ჩვენი რედაქციის აზრით, თითოეული თანამედროვე ადამიანი ერთხელ მაინც კარგავს რაღაცას თავის ბინაში: ტელევიზორის ან კონდიციონერის პულტს, მანქანის ან ბინის გასაღებსა და სხვა წვრილმანებს. რა სამწუხაროა, რომ ამ ნივთებს ვერ ვურეკავთ… თუმცა, მოიცადეთ, რატომ არ შეიძლება? უბრალოდ შეიარაღდით სამშვენისების სპეციალური კომპლექტით, რომელიც, საჭიროების დროს, ხმოვან სიგნალს გამოსცემს და დაკარგულ ნივთს გაპოვნინებთ.

15. ინტელექტუალური კლავიატურა

ინტელექტუალური კომპიუტერული კლავიატურა Customizable E-Ink Keyboard. თქვენ არ მოგიხდებათ ღილაკებისა და სიმბოლოების განლაგების დამახსოვრება, კლავიატურა მოგერგებათ და შეცვლის განლაგებას თქვენი ჩვევებისა და უპირატესობების მიხედვით.

16. თანამედროვე სააბაზანო

თანამედროვე სააბაზანო, რომელშიც არამხოლოდ ჰიდრომასაჟის უამრავი რეჟიმი და ვარიანტი, არამედ ჩაშენებული ეკრანიცაა, რომელზეც საყვარელი ფილმების ცქერა შეიძლება წყლის პროცედურების დროს.