როგორ აქციეს ფარდული მყუდრო სახლად

ძველი ბეღელი, რა თქმა უნდა, არასდროს იქცევა გლამურულ და მდიდრულ სასახლედ. მიუხედავად ამისა, დიზაინერებმა მოახერხეს წარმოუდგენელი გარდაქმნები და მიტოვებული შენობები კომფორტულ საცხოვრებელ კორპუსებად აქციეს.

წარმოუდგენელი პროექტი

ძველი ბეღელისნან სტუდია SHED-ის სპეციალისტებმა შეძლეს საოცარი სახლი შეექნათ, რომელიც თავის მაცხოვრებლებს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. საცხოვრებელი ფართის, აბაზანის გარდა, არსებობს სამუშაო ოთახი, რომელიც ასევე გამოიყენება როგორც სამზარეულო. რეკონსტრუქციისას გამოიყენეს მარტივი მასალები და მშვიდი ფერები.

ინტერიერის დიზაინის სტუდია Shed House

ვინ იფიქრებდა, რომ ჩეხური სახლი ოდესღაც ძველი ბეღელი იყო. საოცარი გარდაქმნა შესაძლებელი გახადა Josephine Interior Design-მა. დიზაინი მარტივი და მიმზიდველია. სახლის მახასიათებელია ბეტონის იატაკები და ხის სვეტები, რაც მას საკუთარ სტილს ანიჭებს. შედეგად მიიღეს თავისებური ეკლექტიკური დიზაინი, რასაც ჰარმონიულად ერწყმის  თანამედროვე ელემენტები.

რეკონსტრუქცია Maxwan Architects Studio-სგან

Maxwan Architects-ის სპეციალისტებმა ძველი, დანგრეული 120 კვადრატული მეტრის ბეღელი გადააკეთეს ულამაზეს და კომფორტულ სახლად.

მრავალფუნქციური შენობა Carl Turner Architects-სგან

სახლი ნორფოლკში (დიდი ბრიტანეთი) მდებარეობდა. ძველმა ბეღელმა დიდი ცვლილებები განიცადა, იგი უფრო ფართო და მსუბუქი გახდა, ხოლო მისი ზოგიერთი დამახასიათებელი თვისება შეინარჩუნა, მაგალითად, ხის სვეტები. ბეტონის იატაკები ჰარმონიულად ერწყმის პლაივუდის ავეჯს.

ორიგინალი სახლი სტუდია Kwint–ის არქიტექტორისგან

სინამდვილეში, ეს არის თანამედროვე ნაგებობა, რომლის საფუძველად არქიტექტორებმა ჩვეულებრივი ბეღელი აიღეს. ამის მიზეზი ჰოლანდიელი არქიტექტორების სურვილია, შენობა ჰარმონიულად მოაწყო, რომელიც მიმდებარე ლანდშაფტს ლამაზად ერწყვმის. თავის მხრივ, ეს უნდა იყოს თანამედროვე სახლი.

მიტოვებული სახლი

დიდი ხნის განმავლობაში ესპანეთში, კასრესის პროვინციაში, მიტოვებული ბეღელი იდგა, სანამ მისი ახალი მფლობელები დახმარებისთვის სხვას მიმართავდნენ. მათ სურდათ ბეღელის რეკონსტრუქცია საცხოვრებელ სახლად გადაექციათ. დავალება არ იყო მარტივი, მაგრამ იყო საკმაოდ საინტერესო. ბეღელის კედლები ქვებით იყო დაფარული და ამან სახლს ინდივიდუალობა მიანიჭა. გრძელი ისტორიის მქონე კედლების უკან აბსოლუტურად თანამედროვე ინტერიერი იმალება.

თანამედროვე სახლი აუზით

ძველმა ბეღელმა დიდი ცვლილებები განიცადა, მაშინ როდესაც მაკლინ კვინლანის არქიტექტორები ცდილობდნენ მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ მისი ექსტერიერი. შედეგად, თანამედროვე ინტერიერსა და ტრადიციულ ექსტერიერს შორის განსხვავება განსაცვიფრებელია. სახლს ორი ფრთა და აუზი დაემატა.

ეკოჰაუსი ძველი ბეღლისგან

დონ ფროფჰემის სტუდიის მიერ ჩატარდა რეკონსტრუქცია სიეტლიშ მდებარე სახლზე. იმის ნაცვლად, რომ ახალი სახლი აშენებულიყო, არქიტექტორები ცდილობდნენ ძველი შენობის მაქსიმალურად შენარჩუნებას. სახლი გადაიქცა მომხიბლელ ეკო-სახლად.

ბეღელის რეკონსტრუქცია Blackburn Architects-სგან

ლისბურგში, მდინარე პოტომაკის ნაპირებზე, ძველი ბეღელის მეპატრონეებს არ სურდათ მისი განადგურება და გადაწყვიტეს იგი საცხოვრებელ შენობად გადაეკეთებინათ. მათ სპეციალისტები Blackburn Architects Studios-ში იპოვეს, რომლებიც დასთანხმდნენ 1800-იანი წლების ბეღელის თანამედროვე საცხოვრებელ სახლად გადაქცევას.

საოცარი ტრანსფორმაცია ზუტფენში (ჰოლანდია)

ბეღელი საცხოვრებელ სახლად 2004 წელს გადაიქცა, SEARCH-ის არქიტექტორების ძალისხმევის წყალობით. სინამდვილეში ამისათვის მათ უბრალოდ დაანგრიეს ის და ააშენეს ახალი თანამედროვე სახლი ისე, რომ მასში განთავსებულიყო უზარმაზარი სამზარეულო, სახელოსნო და სტუმრების ადგილი.