როგორ გამოვიყენოთ ღვინის უვარგისი კასრები ინტერიერის გასაფორმებლად

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ღვინის კასრები არც თუ ისე შესაფერისია სახლის დეკორაციისთვის, თუმცა მათი გამოყენება შესაძლებელია სახლის გასაფორმებლად. ჩვენ გთავაზობთ მაგალითებს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ღვინის კასრების გამოყენებას სახლის ინტერიერის გასალამაზებლად.

თუ მოგწონთ ყოველდღიური გამოყენების, მაგრამ ორიგინალური საგნები, მაშინ ეს ისაა, რაც გჭირდებათ! მაგიდის დასადგამი ორი კასრით. თითოეულ მათგანს, ინტერიერში თანამედროვეობა შემოაქვს. ასეთი დიზაინი იდეალურია სოფლის სახლებისთვის.

მსგავსი, მაგრამ სრულიად განსხვავებული იდეა. სამზარეულოს მაგიდა, სადაც ღვინის კასრები დასადგამადაა გამოყენებული. მაგრამ, პირველი პროექტისგან განსხვავებით, აქ კასრი ხის მაგიდაზეა მიმაგრებული და იგივე მასალისგანაა დამზადებული.

შეგიძლიათ კიდევ უფრო კრეატიული იდეა მოიფიქროთ. ღვინის კასრები გამოიყენოთ ნივთების დასადგამად. ისინი კარგი იქნება საძინებლის, მისაღების ან ბიბლიოთეკის ინტერიერისთვის.

კასრის დახმარებით შეგიძლიათ გააშენოთ ორიგინალური პატარა ბაღი. ეს იდეა შესანიშნავი იქნება სახლის ან აივნის ინტერიერში.

ძველი კასრის გამოყენების კიდევ ერთი ორიგინალური იდეაა სარკისთვის ჩარჩოს გაკეთება. კასრისგან გააკეთეთ მრგვალი ფორმა და მოათავსეთ შიგნით სარკე.

პირველი, რის ასოციაციასაც ღვინის კასრი იწვევს არის  ღვინის მარანი. ასე რომ, გადააქციეთ კასრი ღვინის ბოთლების შესანახ ადგილად.

პატარა კასრს აქვს ძალიან ელეგანტური ვიზუალი, და მისი კომპაქტური დიზაინის წყალობით, მისი გამოყენება მრავალფეროვან პროექტში შეიძლება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ნათურის დასადგამი საძინებელში.

დიდი კასრების შემთხვევაში, სიტუაცია ცოტათი რთულია, რადგან დღეს არ არის ბევრი პროექტი, სადაც მათი გამოყენება შეიძლება. მაგრამ თუ ასეთი პროექტები არსებობს, ძალიან უჩვეულო იდეების მოფიქრებაა შესაძლებელი. უზარმაზარი კასრი შეიძლება გადაიქცეს საწოლად. დაამატეთ კიბე, რომლის საშუალებითაც ახვალთ უზარმაზარ საწოლზე – იზოლირებული ბუდე მზად არის!

ასეთი იდეა იდეალურია ვერანდასა ან ტერასისთვის. ძველი კასრი, რომელიც აღარ იყო შესაფერისი ღვინის შესანახად, გადაკეთდა შინაური ცხოველების სახლად.

ძველი კასრის გამოყენების ერთ-ერთი გზაა ყინულის შესანახის შექმნა. გაჭერით ის სასურველ ზომაზე და გაუკეთეთ დასაკეცი სახურავი, რომელიც კასრში სიცივეს შეინარჩუნებს. შეგიძლიათ მასში სასმელები მოათავსოთ.

უდავოა, ბაღში ღვინის კასრი ჰარმონიულად გამოიყურება. არსებობს უამრავი პროექტი და იდეა. ეს იდეა შეიძლება ცოტათი გიჟური ჩანდეს, მაგრამ ქორწილების დროს კასრი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მაგიდა, რომელზეც ტორტს მოათავსებთ.

ის შეგიძლიათ გამოიყენოთ წვეულებების დროს. საკმაოდ საინტერესოა და უამრავი სტუმრის მოწონებას დაიმსახურებს.

წვეულებაზე ან განსაკუთრებული მოვლენის დროს, სტუმრებს შეუძლიათ დაწერონ სურვილები ან შთაბეჭდილებები. ამრიგად, ღვინის კასრი კარგი მოგონებებით იქნება სავსე.

ბაღისთვის კასრი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ყვავილების სადგამი. შეგიძლიათ მასზე მცენარე ან პატარა ხეები მოათავსოთ. ეს იდეა ყველას მოწონებას დაიმსახურებს.