ობმოდებულ ბინაში დიზაინერები შეუშვეს. აი, რა მიიღეს 1 თვეში

ეს ბინა 1985 წელს აშენდა. მას შემდეგ, საცხოვრებელი საშინელ მდგომარეობამდე მივიდა, ახალ მფლობელებს კი ხანგრძლივი რემონტი ელოდათ. მათ ბევრი რამის გაღება მოუხდათ, თუმცა შედეგი ნამდვილად იმსახურებს ქებას.

ამ სახლის ზღურბლს იმდენად ხშირად აბიჯებდა ადამიანის ფეხი, რომ ლოჯიდან ობის მოშორება და დამპალი კედლების ხელახლა აშენება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ სახლში თავდაპირველად მდიდრული პარკეტი ეგო, დრომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ყველაფრის დაწყება თავიდან მოუხდათ.

აი, ასე გამოიყურებოდა სახლი რემონტამდე: მოსაწყენი ფერები, არავითარი ინდივიდუალობა სან.კვანძი კი თვალსა და ხელშუა დაინგრა! დიზაინერები მიხვდნენ, რომ აქ არანაკლებ ერთთვიანი მუშაობა მოუხდებოდათ.

ცუდი განათებისა და სახლის წარუმატებელი დაგეგმარების გამო, იგი ძალიან პატარა ჩანდა.

ძირითად ფერებად დიზაინერებმა რძისფერ-თეთრი აირჩიეს. ასე, ავეჯი საერთო სივრცეს შეერწყა, ოთახი ვიზუალურად გააფართოვა. სახლში ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადდა, შპალერის ჩათვლით.

სან.კვანძზე მუშაობა ნულიდან დაიწყო. უზარმაზარი და მოუხერხებელი აბაზანის ნაცვლად, დამონტაჟდა საშხაპე კაბინა, ნიჟრის ქვეშ კი სარეცხი მანქანისთვისაც მოინახა ადგილი.

ცალკე უნდა ვისაუბროთ სამზარეულოზე. მეტი ადგილის გამოსაჩენად, იგი მისაღებ ოთახთან გააერთიანეს. ვრცელი ფანჯრები ოთახს ამარაგებს დღის შუქით, რომელიც ჰარმონიულად იშლება ინტერიერში.

ასეთი სახლი კაბინეტის გარეშე ვერ იქნებოდა სრულყოფილი. აქ ბინის მფლობელი მშვიდად მუშაობს, ხოლო, როცა მასთან თავისი ვაჟი მიდის, იგი მარტივად აქცევს ოთახს სასტუმროდ.

საერთო ჯამში, ძალიან ლამაზი და ელეგანტური ბინა გამოვიდა. ძველი ნანგრევების კვალიც აღარ დარჩა, ახლა კი დიასახლისი ასეთივე რემონტს აგარაკზეც გეგმავს.