ხრუშოვკის სამზარეულოს რემონტი: ერთწლიანი მუშაობა ნანგრევების ასაღორძინებლად

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რემონტს აქვს დროში გაწელვის თვისება. როცა დერეფნის განახლებას გადაწყვეტთ, რთულია, გვერდი აუაროთ სააბაზანოს, სამზარეულოს, აქ კი საცხოვრებელი ოთახების რიგიც დგება. უარეს შემთხვევაში, რემონტი ისევე დამთავრდება, როგორც დაიწყო: ერთ მომენტში.

თანაც, იგი იმიტომ ჩერდება, რომ საცხოვრებლის მფლობელებს ამოეწურათ ფულადი მარაგი, ახლა კი მათ უხდებათ ნახევრად გარემონტებულ ბინაში მუშაობა. საბედნიეროდ, ჩვენს სტატიაში საქმე სხვაგვარადაა.

მეუღლეებმა გადაწყვიტეს, საცხოვრებელი პირობები შეექმნათ უკვე დალპობილ ერთოთახიან ბინაში. სიმართლე რომ ვთქვათ, იგი თავიდან უსახლკაროების ზამთრის თავშესაფარს ჰგავდა, და არა თანამედროვე ბინას. თუმცა, სტატიის მთავარ გმირებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამზარეულოს დაგეგმარებას. მისი ფართობი მხოლორ 4.7 კვ.მ.-ს შეადგენდა, იქ კი ბევრი რამის მოთავსება იყო საჭირო: მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სრულყოფილი სასადილო ზონა – უტოპიური გეგმები.

უნდა აღინიშნოს, რომ მეუღლეებისთვის ეს ცხოვრებაში პირველი რემონტი იყო, ამიტომ ისინი მაქსიმალურ ყურადღებას უთმობდნენ ბინას და ყველანაირად ცდილობდნენ, არაფერი შეშლოდათ. შესაბამისად, მათ ეს გამოუვიდათ.

შედეგად, თითქმის 5 კვ.მ.-ში მოხერხებულად მოთავსდა მაცივარი, კარადა, გამწოვი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა – და ეს ყველაფერი სამზარეულოს სხვა სტანდარტულ ავეჯთან ერთად.

თეთრი ფერი ტყუილად არ შეურჩევიათ: ასეთ ფერში ოთახი გაცილებით უფრო დიდი ჩანს, ვიდრე რეალურადაა.

გამწოვის მილი წარმატებით დაიმალა, სამზარეულოს სამუშაო ზონა კი სწორედ რომ საკმარისია საკვების მომზადებისთვის.

კარს ზედა ყუთი იხსნება დერეფნის მხრიდან, იქ ანტრესოლია: როგორც უკვე ვთქვით, ხრუშოვკაში ადგილი ცოტაა და მასში მუდმივად აწყობდნენ ანტრესოლებს. აი, როგორ და რატომ უნდა განაახლოთ იგი.

ჩემი აზრით, საკმაოდ საყვარელი სამზარეულო გამოვიდა. უბრალოდ სასიამოვნოა მისი ცქერა. წარმომიდგენია, როგორ უხაროდათ ბინის მფლობელებს.