ძველი სამყაროს 10 არქიტექტურული სასწაული, რომლებიც დღემდე სუნთქვას გვიკრავს

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანის გაოცება რთულია, სამყაროში ისეთი რამეებიც არსებობს, რომლებიც პირველივე წუთებიდან იწვევს დაუოკებელ ინტერესსა და, რაღა თქმა უნდა, აღტაცებას. საუბარია უძველეს და დიდებულ არქიტექტურულ ძეგლებზე, რომელთა ცქერისას სუნთქვა გვეკვრის.

1. ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთი

ცნობილი კედელი ჯამში ოცზე მეტ ათას კილომეტრს ითვლის სიგრძეში. იგი ნაწილ-ნაწილ აშენდა და არასასურველი “სტუმრებისგან” დაცვის ფუნქციას ასრულებდა. იმ მომენტისთვის, ჩინეთის იმპერია, როგორც სხვა სახელმწიფოების უმრავლესობა, საჭიროებდა დაცვას, ამიტომ აღნიშნული აღჭურვილობა შესანიშნავი ფარი იყო ევროპელი მომთაბარეებისგან, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე იჭრებოდნენ და მოსახლეობას აწიოკებდნენ.

2. მალტის მეგალითური ტაძრები, მალტა

ეს ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთ ძეგლადაა აღიარებული. არქეოლოგები თვლიან, რომ კომპლექსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3150 წელს აშენდა, მშენებლობის სამ ეტაპად: Gangantija-ს ფაზა (ძვ.წ. 3600-3200), Saflieni-ის ფაზა (ძვ.წ. 3300-3000) და Tarxien-ის ფაზა (ძვ.წ. 3150-2500).

3. გიზის დიდი პირამიდა, ეგვიპტე

ითვლება, რომ იგი დაახლოებით ძვ.წ. 2580-2560 წლებში (მე-4 დინასტია) აშენდა. გასაკვირი არაა, რომ დღესაც კი ვერავინ ხსნის, თუ როგორ შეძლეს უბრალო მოკვდავებმა ასეთი დიდებული პირამიდის აშენება, რამდენიმეტონიანი ქვებისგან. გასაკვირი ისაა, რომ გიზის დიდი პირამიდა წარმოადგენს რამდენიმე პირამიდის სრულ კომპლექსს, მათ შორის კი მენკაურის, ხეფრენისა (ხაფრის) და ხეოფსის პირამიდებია.

4. პიზის დახრილი კოშკი, იტალია 

კოშკის სიმარლე 55.86 მეტრს შეადგენს დაბალი მხარიდან, ხოლო მაღლიდან – 56.67-ს. ადრე იგი 5.5-გრადუსიან კუთხეს ეყრდნობოდა, თუმცა, აღდგენისა და კოშკისთვის საყრდენის დამაგრების შემდეგ, კუთხე 3.99 გრადუსამდე შემცირდა, რაც მუდმივი დაცემის ეფექტს ქმნის.

5. ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი, აგრა, ინდოეთი

ტაჯ-მაჰალი სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც “სასახლის გვირგვინი”. თავიდან, მეჩეთი-მავზოლეუმი ფადიშაჰის ბრძანებით აიგო, მისი საყვარელი ცოლის სახსოვრად, რომელიც სიცოცხლეს მშობიარობის დროს გამოესალმა. ამ ყველაფერთან ერთად, იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და აღნიშნულია, როგორც “ისლამური ხელოვნების მარგალიტი”.

6. სულთან აჰმედის მეჩეთი, სტამბოლი, თურქეთი

სულთან აჰმედის მეჩეთი ხალხში ცნობილია, როგორც ცისფერი მეჩეთი. ეს დიადი შენობა, როგორც თვლიან, 1609-1616 წლებში აშენდა.

7. ალგამბრის სასახლე, ესპანეთი

ალგამბრის სასახლი ნამდვილად იმსახურებს ძველი სამყაროს არქიტექტურულ სასწაულებს შორის მოხსენიებას. ამ მდიდრულ კომპლექსს არამხოლოდ დიდი შენობა აქვს გარედან, არამედ ინტერიერის გასაოცარი დიზაინითაც შეუძლია დაიტრაბახოს.

8. სტოუნჰენჯი, სოლსბერი, ინგლისი

ითვლება, რომ სტოუნჰენჯი რაღაც საძვლისმაგვარია, რადგან არქეოლოგებმა იქ ადამიანის ძვლების ნარჩენები იპოვეს. რადიოწყალბადური ანალიზის წყალობით, დაადგინეს დაკრძალვის პერიოდებიც, რომლებიც მერყეობს ძვ.წ. 3000 და ჩვ.წ. 500 წლებს შორის.

9. ბორობუდური, ცენტრალური იავა, ინდონეზია

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი რესტავრაციის შემდეგ ბორობუდურის ფასადი წმინდა წყლის ბუდიზმია, ითვლება, რომ თავიდან ტაძრების ეს კომპლექსი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა, რამდენადაც ექსპერტებმა საძირკველში იპოვეს იავანური და არა ინდური კულტურის ნიშნები.

10. ჩანდ ბაორი, ინდოეთი

ესაა საფეხურებიანი ჭა, რომელსაც თავიდან აბჰა ნაგრი ეწოდებოდა, რაც სიმკვეთრის ქალაქს ნიშნავდა. თუმცა, არასწორი წარმოთქმის გამო, მას უფრო მარტივი და დღეისათვის ჩვეული სახელი დაარქვეს.

თქვენ რომელი შედევრის ნახვას ისურვებდით?