ნებისმიერ სახლში შესვლისას, მაშინვე შეიძლება იმის მიხვედრა, თუ როგორი დიასახლისები ცხოვრობენ იქ. ჩვეულებრივ, ამას შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ. სისუფთავე, წესრიგი და სიმყუდროვე კარგი, პასუხისმგებლიანი დიასახლისის მთავარი ნიშნებია.

ძველი პირსახოცები

საცხოვრებელზე საერთო წარმოდგენას სწორედ ის წვრილმანები ქმნის, რომლებსაც თქვენ, ალბათ, საერთოდ არ ანიჭებთ მნიშვნელობას. თუმცა, ხანდახან, ძველი მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა რაღაც ახალსა და კარგს შეხვდეთ.

სამწუხაროდ, ადამიანთა ფსიქოლოგია ასეთია, რომ ნებისმიერი ცვლილების გადატანა გვიჭირს, ხოლო თავად საერთოდ არაფრის შეცვლა არ გვსურს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ როგორც კი წარსულს გაუშვებთ, რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობა გვეძლევა. ნუ შეგეშინდებათ საშინაო ატმოსფერის შეცვლისა, რადგან ეს ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც საკუთარი სახლისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის შეგიძლიათ. 

დღეს ჩვენი რედაქცია მოგცემთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას იმ ნივთებთან მიმართებით, რომლებიც ნამდვილად უნდა გადაყაროთ ან აღარ გამოიყენოთ ისე, როგორც აქამდე იყენებდით.

რომელი ნივთები გასცემს ძუნწ დიასახლისს?

1. სამზარეულოს პირსახოცები

სამზარეულოს ძველი პირსახოცები – მარადიული პრობლემაა ბინებისა და მათი ზედმეტად წუწურაქი დიასახლისებისთვის. სამწუხაროდ, ამ ნივთების ექსპლუატაციის ვადა ძალიან ხანმოკლეა. ცხიმი და ჭუჭყი ძალიან ღრმად ჯდება და ვერც ერთი სარეცხი მანქანა ვერ დაგეხმარებათ მათ ამორეცხვაში.

უბრალოდ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ძველი პირსახოცები 6 თვეში ერთხელ უნდა შეცვალოთ ახლით. ნუ მოწმენდთ იატაკს ძველი პირსახოცებით ან ნუ გადადებთ ასეთ ნივთებს მუდმივად მზარდ დასტებად “შავი დღისთვის”.

ისწავლეთ ნივთებთან გამომშვიდობება. რა თქმა უნდა, თქვენ, როგორც ბევრ სხვას, სულ სხვაგვარად გასწავლიდნენ – რომ თითოეულ ნივთს უნდა გაუფრთხილდეთ და ბოლომდე შეინახოთ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ადგილი აღარაფრისთვის გეყოფათ. რატომ უნდა გაავსოთ მყუდრო სახლი უვარგისი ხარახურით?

2. ტუალეტის იაფფასიანი ქაღალდი

ეს პუნქტი ბევრისთვის სადავოა, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: ტუალეტის ძვირფასი ქაღალდი სტუმრების თვალში კარგ და მზრუნველ დიასახლისად გამოგაჩენთ, რომელსაც არ ენანება ოდნავ მეტის დახარჯვა ასეთ წვრილმანზე.

ეცადეთ, ასეთი ნივთები აქციების დროს შეიძინოთ, ამიტომ თვალი ადევნეთ ფასდაკლებებისა და ამოყიდვების პერიოდებს. შეგიძლიათ, აგრეთვე, ჩვეულებრივი ქაღალდიც შეიძინოთ, სტუმრების მოსვლამდე კი შეცვალოთ უკეთესით.

3. გაბზარული და გატეხილი ჭურჭელი

ეს ძალიან მნიშვნელოვანია! აუცილებლად მოიშორეთ მსგავსი ნივთები. ეს არამხოლოდ ცუდად გამოგაჩენთ მეგობრებისა და ნაცნობების თვალში, არამედ სრულიად უარყოფით შედეგებამდეც მიგიყვანთ.

ასეთი ჭურჭლით ხელის გაჭრა ძალიან მარტივია. ლამაზად გაშლილი სუფრა კი ამ ჭურჭელთან ერთად ძალიან ულამაზო და იაფფასიანი გამოჩნდება. ნუ შეგეშინდებათ ყველაზე ლამაზი ნაკრებების გამოყენების. ნუ მოუფრთხილდებით ამ ნივთებს საუკეთესო დროისთვის, რადგან იგი ან დადგება, ან – არა.

4. საწოლის თეთრეული სხვადასხვა ნაკრებიდან

დამეთანხმებით, რომ ერთი კომპლექტის თეთრეული უკეთ გამოიყურება. ასეთზე წოლაც სასიამოვნოა.

და, რაღა თქმა უნდა, ნუ დაზოგავთ ფულს თეთრეულის შეძენისას. გადაყარეთ ძველი ნაკრებები და შეიძინეთ ახლები, დროგამოშვებით. გახსოვდეთ, რომ გარეცხილი ზეწარი და სუფთა, თუმცა მოყვითალო გადასაფარებელი არავის მოეწონება.

იდეალური არავინაა, თუმცა არსებობს ისეთი რამეები, რომელთა შეცვლაც საკმაოდ მარტივად და სწრაფად შეგვიძლია. ყველაფერი თქვენს ხელშია!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი