ჩვენ მუდმივად სადღაც გვეჩქარება: ხან სამსახურში, ხან წვეულებაზე, ხან პაემანზე, ხანაც მშობლებთან… ამ სიჩქარეში კი ყოფაცხოვრებას საკმარის დროს ვეღარ ვუთმობთ.

ყოველდღე დალაგება რთულია – ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. თუმცა, არსებობს ნივთები, რომელთა არ გარეცხვა დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გადაყრა მოგიწევთ, გაფუჭების გამო.

© Depositphotos

დალაგების წესები

1. ყავის მადუღარა ან აპარატი

ყავის მადუღარა შესანიშნავი პირობაა ბაქტერიების გაჩენისთვის: მაღალი ტემპერატურა, მომატებული ტენიანობა და ყავის ზეთის ნარჩენები. იგი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ, დეტალებად დაშლილი.

© Depositphotos

2. მაკიაჟის ფუნჯები

ღრუბლებსა და ფუნჯებზე რჩება ჩრდილები, პუდრი და მაკიაჟის სხვა საშუალებები. თუ კოსმეტიკას იმ ნივთებზე ტოვებთ, რომლებსაც სახესთან აქვთ კონტაქტი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, განსაკუთრებით, თუ კოსმეტიკა არც ისე ძვირფასი და ხარისხიანია. იგი ფუჭდება და ხელმეორედ გამოყენებისას იწვევს კანის გაღიზიანებას.

ჰიგიენის დაცვის მიზნით, მაკიაჟის ფუნჯები გარეცხეთ ან გაწმინდეთ მიცელარული წყლით.

© Depositphotos

3. წყლიანი ჭურჭელი

ჭურჭლის ნიჟარაში გაჩერება შეიძლება არაუმეტეს 1 საათით. ამ დროისთვის, იგი აყროლებას ვერა, თუმცა ბაქტერიებით დაბინძურებას ნამდვილად მოასწრებს.

© Depositphotos

4. გასაღები

ჩვენ მმუდმივად ვიყენებთ მათ, ვიღებთ ბინძური თუ სუფთა ხელებით, ვყრით სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა არასდროს ვრეცხავთ. პერიოდულად, აუცილებელია გასაღების დეზინფიცირება.

© Depositphotos

5. ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები

ჭურჭლის რეცხვის შემდეგ, აუცილებელია ღრუბლის გარეცხვაც. სასურველია, დღეში ერთხელ მას მდუღარე წყალი მოასხათ. ორ კვირაში ერთხელ კი საერთოდ გამოცვალოთ.

© Depositphotos

6. აბაზანის კედლები

კაფელი და მეტლახი ყოველდღე უნდა გაამშრალოთ. სააბაზანოში მუდმივად მომატებული ტენიანობაა, რაც იდეალური პირობაა ობისთვის.

© Depositphotos

7. სამზარეულოს ხელსახოცები

თუ ხელსახოცები არაა ერთჯერადი, ისინი კვირაში ერთხელ უნდა შეცვალოთ. გაქონილი ხელსახოცი – ეს არც ლამაზი და არც ჰიგიენურია.

© Depositphotos

8. საჭრელი დაფები

დროთა განმავლობაში, დაფებზე ჩნდება ჭრილები, ნაკაწრები და ნახეთქები, რომლებშიც პროდუქტის ნარჩენები გროვდება. გამოყენების შემდეგ, ისინი უნდა გაირეცხოს სოდით, გაივლოს მდუღარე წყლით და გაშრეს. პერიოდულად, დაფები ძმრითაც უნდა დაამუშავოთ.

სამზარეულოში ცალკე უნდა გქონდეთ ხორცისა და თევზის, ხოლო ცალკე – პურის საჭრელი დაფები.

© Depositphotos

9. სააბაზანოსა და სამზარეულოს ნიჟარები

საპნიანი წყალი, ნამცეცები, რომლებიც ბინძურ ჭურჭელს მოჰყვება, ბინძური შხეფები მაშინვე უფრო მარტივად ირეცხება და არც ბაქტერიების ბუდედ იქცევა, თუ დროულად ჩამორეცხავთ.

© Depositphotos

არსებობს მისტიკური კანონი: ნივთების გაწმენდა ჩვენს ცხოვრებას წმენდს. სახლის ყოველდღიური დალაგება – ესაა ყოფაცხოვრებისა და ცხოვრების ხარისხის სრულყოფაში შეტანილი წვლილი, რადგან, ჭუჭყთან ერთად, ნეგატივიც ქრება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი