რისთვის გვჭირდება სერვიზები სამზარეულოში

ჭურჭლის ნაკრებები, ე.წ. “სერვიზები”, დღეს ბევრს წარსულის გადმონაშთად მიაჩნია. განსაკუთრებით საბჭოთა დროინდელი წარსულისა, როცა ჩვენი ბებიები ამ ჭურჭელს შუშის მიღმა ინახავდნენ და მხოლოდ დღესასწაულებზე იღებდნენ.

ჩემმა თანატოლებმა უკვე დიდი ხნის წინ მოიშორეს სახლიდან ასეთი ჭურჭელი. მე, ალბათ, ასევე მოვიქცეოდი, ოღონდ არა ამ სერვიზის შემთხვევაში.

“მადონას” სერვიზი

“მადონა” – ეს უბრალოდ სერვიზი კი არა, ინტერიერის უმაღლესი ხარისხის ვინტაჟური ელემენტია. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ საინტერესო ისტორიას “მადონას” ლეგენდარული სერვიზის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, მას თავისი განსაკუთრებული საიდუმლო აქვს!

სსრკ-ს დროს, სერვიზი (ყავის, ჩაისა და სადილის ჭურჭლის სრული ნაკრები) პოპულარული საჩუქარი გახლდათ, რომელსაც იუბილეზე, ქორწილსა და სხვა აღსანიშნავ მოვლენებზე ჩუქნიდნენ ერთმანეთს. ასეთი ჭურჭლის სამშობლოდ ითვლება აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორია (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მას გდრ ეწოდა).

გერმანიაში ფაიფურის მწარმოებელი ქარხნები მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი მუშაობდა, ხოლო მათი ნაკეთობები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჰქონდათ.

ლამაზი და ძვირფასი სერვიზი არამხოლოდ სახლის დეკორად, არამედ შეძლებულობის ნიშნადაც ითვლებოდა. ასეთ ჭურჭელზე ნებისმიერი საბჭოთა დიასახლისი ოცნებობდა. ხოლო ისინი, ვისაც სერვიზის ქონის ბედნიერება მიენიჭა, ამაყობდნენ შენაძენით და სერვანტში საპატიო ადგილს უჩენდნენ.

რითაა ეს სერვიზი უნიკალური და რატომ იქცა ასეთ ლეგენდარულად?

“მადონას” სერვიზის განსაკუთრებულობად შეიძლება მივიჩნიოთ მოხატულობა, რომელიც რეტროსტილშია შესრულებული. ნაკრებში შემავალ ყველა ნივთზე გამოსახულია ნახევრადშიშველი გოგონები.

ბაროკოს სტილის დეკოი ჭურჭელს მართლაც დახვეწილად აქცევს. მოხატულობის კონტურები ოქროს ვარყითაა შესრულებული. თავად ფაიფორი კი საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო, როგორც, სხვათა შორის, გდრ-ს მიერ გამოშვებული ნებისმიერი ჭურჭელი.

გერმანული ჭურჭლის მაღალი ხარისხი ჯერ კიდევ XVIII-იდანაა ცნობილი, როცა პირველად შეძლეს ხარისხით ჩინურის მსგავსი ფაიფურის მიღება. გერმანიისთვის ფაიფური დიდი ხნის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელი გახლდათ, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო სხვა ქვეყნებში.

“მადონას” პირველი სერვიზები საბჭოთა კავშირის სივრცეში პირველად გერმანიიდან დაბრუნებულმა ოფიცრებმა შემოიტანეს.

ყველაზე მეტად, გერმანული ფაიფურის ჭურჭელს გენერლების ცოლები აფასებდნენ. სწორედ მაღალჩინოსანი სამხედრო პირების ცოლების დამსახურებით გავრცელდა ხმები სერვიზების შესახებ. საბჭოთა ნაღები საზოგადოების წევრობის დამტკიცების მიზნით, სხვა დიასახლისებიც ცდილობდნენ იმ ცნობილი გერმანული სუფრის სერვიზის მოპოვებას.

დღეისათვის, ამ სერვიზის ნებისმიერი ელემენტი, იქნება ეს სასალათე თუ ლამბქაი და ფინჯანი (რომ აღარაფერი ვთქვათ სრულ სერვიზზე), დიდი პოპულარობით სარგებლობს ანტიკვარიატის კოლექციონერებს შორის.

სერვიზები, რომლებიც გდრ-ს ფაიფურის ქარხნებში დამზადდა, ძვირად ფასობს ანტიკვარულ ბაზარზე. მაგალითად, 70-იანი წლების სერვიზში, რომელიც 94 ნაჭრისგან შედგება (ნაკრები 12 პერსონაზეა გათვლილი), 270-700 აშშ დოლარს შემოგთავაზებენ. ფასზე გავლენას ახდენს ჭურჭელი და გამოშვების წელი: რაც უფრო ძველია ნივთი, მით უფრო ძვირად გაიყიდება იგი.

ამ მომენტისთვის, “მადონას” სერვიზს გერმანიის ტერიტორიაზე აღარ აწარმოებენ. მათი წარმოება ახლა ჩეხეთსა და პოლონეთში მიმდინარეობს. თუმცა, დღევანდელი პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმას, რაც გასული საუკუნის 50-იან წლებში იწარმოებოდა.

ხოლო ნამდვილი სერვიზის შესაძენად, ყურადღება უნდა მიაქციოთ სტიკერს, რომელიც სერვიზის ყველა ნაჭერს აქვს.

“მადონას” სერვიზი მარტივად ამოცნობადია, პერლამუტრისა და ოქროს ვარყის ფონზე გამოსახული ორი ნახევრადჩაცმული ნიმფის დამსახურებით. ასეთი ჭურჭელი, სიძველის ეფექტით, თავისი მეპატრონის სიმდიდრეს უსვამს ხაზს.

სწორედ ასეთი სერვიზის ფინჯნებიდან ვსვამდი ბავშვობაში ჩაის, ხოლო ახლა იგი მეც მაქვს!

და, ალბათ, მას არც გადავაგდებ და შევინახავ იმის სახსოვრად, რაც ჩემი ახლობლებისთვის იყო ძვირფასი. ვინ იცის, იქნებ რაღაც დროის შემდეგ, ჩემს შვილიშვილებსაც ხვდებათ ამ ფინჯნების გამოყენების ბედნიერება წილად.