პირადად ჩემთვის, სახლში კომფორტი აუცილებელია. როდესაც ყოველდღე დაღლილი დღის შემდეგ ბინაში ბრუნდებით, გსურთ მხოლოდ კომფორტი და დასვენება. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ბინა ძალიან პატარაა? შესაძლებელია კი, ის იყოს მყუდრო და ამავე დროს კომფორტული? რა თქმა უნდა შესაძლებელია. დღეს ჩვენ გეტყვით როგორ უნდა გაზარდოთ სივრცე პატარა საპირფარეშოში.

1. მეტი სივრცის მისაღებად, შეღებეთ კედლები

კაფელი, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზად გამოიყურება, შეგიძლიათ ექსპერიმენტიც კი ჩაატაროთ, მაგრამ მას აქვს საკუთარი სისქე, რომელიც სივრცეს თითქოს ,,ჭამს”. თუმცა ეს არ მოხდება, თუ კედლებს საღებავით შეღებავთ.

2. მსუბუქი ფერები

სივრცის ვიზუალურად გაზრდისთვის, უმჯობესია დიზაინში გამოიყენოთ მსუბუქი ფერები. თეთრი შესანიშნავი გამოსავალია!

3. რაციონალური და კომბინირებული

საპირფარეშოს უფრო კომფორტული გაფორმებისთვის, დაამატეთ ფუნქციური თაროები, თუ სივრცე ამის საშუალებას იძლევა.

4. შპალერი

ისევ და ისევ, ის ნაკლებ ადგილს იკავებს ვიდრე კაფელი, და მისი წყალობით შეგიძლიათ შექმნათ უჩვეულოდ ნათელი დიზაინი.

5. პერსპექტივის შექმნა

ეს ხრიკი ყოველთვის მუშაობს. ფოტოშპალერი – სურათები, ნახატები, სარკეები – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სივრცის ვიზუალურად გაზრდას.

6. დაამატეთ სიკაშკაშე

ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს. შეარჩიეთ უჩვეულო ფერები ან შპალერი გიჟური დეკორაციებით. ეს ყველაფერი ნამდვილად ორიგინალური იქნება.

7. ბუნებრივი მასალა

გამოიყენეთ ბუნებრივი მასალა, ის იდეალურად ჩაჯდება ინტერიერში. მაგალითად, ერთი კედელი მთლიანად ხით დაფარეთ, ეს განაახლებს დიზაინს.

8. არასტანდარტული გადაწყვეტილებები

შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები და არასტანდარტული გადაწყვეტილბებებიც კი მიიღოთ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხავსი. ეს შექმნის დიდი სივრცის შეგრძნებას და აბაზანა მაქსიმალურად კომფორტული გახდება.

9. ცოცხალი მცენარეები

ასეთი გადაწყვეტილება არაჩვეულებრივი და ძალიან გამართლებულია. ცოცხალი მცენარეები სასიამოვნოდ იმოქმედებენ თქვენზე. მთავარია აირჩიოთ სწორი მცენარე, რომელიც კომფორტულად იგრძნობს თავს ოთახში, რადგან იქ მაღალი ტენიანობა და მინიმალური განათებაა.

ეს მარტივი იდეები შექმნის კომფორტს თუნდაც ყველაზე პატარა სივრცეში. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, ეს არასტანდარტული გადაწყვეტილებები საბოლოოდ საუკეთესო იდეები აღმოჩნდება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი