როგორ გამოვიყენოთ ფანჯრის რაფა ფუნქციურად

პატარა ბინაში საკმაოდ რთულია სივრცის გამოყენება ისე, რომ იყოს როგორც კომფორტული, ასევე ფუნქციონალური. გამოსავალი მხოლოდ ერთია – ყველა სასარგებლო სანტიმეტრს გონივრულად და კრეატიულად უნდა მიუდგეთ.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ფანჯრის რაფის მოწყობის 10 სუპერ იდეას.

როგორ გავალამაზოთ ფანჯრის რაფა:

1. თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, უმჯობესია ფანჯრის რაფა სამუშაო ზედაპირად გამოიყენოთ. ჩვეულებრივ სახლებში, ფანჯრის რაფა და სამზარეულოს მოწყობილობა თითქმის ერთ სიმაღლეზეა, ამიტომ რაფა სამზარეულოს ზედაპირის გაგრძელება იქნება, რაც ერთ მთლიანობას შექმნის.

2. თუ ბინაში ბარის დაყენება გსურთ, მაგრამ პატარა სივრცის გამო ეს შეუძლებელია, ფანჯრის რაფა იდეალურად შეასრულებს ბარის როლს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაფის ზედაპირზე მარტივადაა შესაძლებელი ნაკაწრების გაჩენა. უმჯობესია შეუკვეთოთ ვიწრო სამუშაო მაგიდა, რომელიც შეესაბამება თქვენი სამზარეულოს კომპლექტის ფერს.

3. თუ დასვენებისთვის დამატებითი სივრცე გჭირდებათ, ფანჯრის ქვეშ დადგით დივანი. რაფის ზედაპირი ეზოს სკამის დიზაინს წააგავს, რომელზეც მეტი კომფორტისთვის ბალიშებსაც მოათავსებთ.

4. თუ ძალიან მცირე ზომის სამზარეულო გაქვთ, სადაც მაგიდის ადგილი არ არის, გამოიყენეთ ფანჯრის რაფა სასადილო მაგიდად.

5. ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ დაამაგროთ ონკანი, რომლის მილებიც მის ქვეშ მოთავსდება. ეს იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სამზარეულოში ბევრი დროის გატარება სურს.

6. თუ გიყვართ წიგნის კითხვა, ფანჯრის რაფა ამისთვის შესანიშნავი ადგილია.

7. თუ კედლის სიგანე 50 სანტიმეტრზე მეტია, ფანჯრის რაფა შესაძლებელია ოფისის მაგიდად გადაკეთდეს. მის ქვეშ არსებული სივრცე შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭირო კარადებისა და უჯრებისთვის.

8. საძინებელში არსებული ფანჯრის რაფა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მაკიაჟის გასაკეთებელი მაგიდა. ეს იდეალური ვარიანტი იქნება, თუ თქვენი საძინებელი არც ისე დიდია.

9. ზამთრის ცივ დღეებში იდეალური ადგილი იქნება დასვენებისთვის.

10. ფანჯრის რაფის გადაკეთება ყოველთვის არ არის შესაძლებელი განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ მასზე სხვადასხვა აქსესუარები ან ის წიგნები მოათავსოთ, რომლის წაკითხვასაც 2020 წელს გეგმავთ.

თქვენ როგორ იყენებთ ფანჯრის რაფებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.