დროთა განმავლობაში, ნებისმიერ ბინას სჭირდება კაპიტალური რემონტი. ბევრი ჩვენგანი ამჯობინებს, ამაზე არ იფიქრონ, რადგან მილიონობით ადამიანისთვის, რემონტი ნამდვილი წამებაა, რომელზე ფიქრის დროსაც, მთელ ოჯახს კანკალით ახსენდება გასული თვეები და წლებიც კი. თუმცა, ჩვენი სტატიის მთავარი გმირი ასეთი არ აღმოჩნდა.

ამ გოგონამ დამოუკიდებლად გაარემონტა საკუთარი ერთოთახიანი ბინა, სპეციალისტების დახმარების გარეშე. ამიტომ, როცა დედამისს სამზარეულოში კაპიტალური რემონტის ჩატარება დასჭირდა, მოხერხებულ გოგონას არც კი უყოყმანია, ისე მოჰკიდა ხელი ამ საქმეს.

მანამდე

უცხო თვალისთვის, საწყისი სამზარეულო მთლად საშინელება არ ყოფილა. თუმცა, მოხუცმა დიასახლისმა შესანიშნავად იცოდა, რომ ბოლოს აქ რემონტი 20 წლის წინ ჩატარდა, და მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელო იყო. ქალიშვილის დახმარება მას მართლაც სჭირდებოდა.

პირველი ნაბიჯები

პირველ რიგში, გოგონა ძველ შპალერებს გაუსწორდა. შემდეგ, კედლებიდან ფილები ჩამოყარა. ბათქაშისა და საგლესის დროც მოვიდა. წინასწარ შედგენილი გეგმების მიხედვით, მომავალ კარადებს შორის უნდა გაკეთებულიყო “წინსაფარი”. ხოლო იმ ადგილას, სადაც მაგიდის მოთავსება დაგეგმეს, ქალებმა პანელების აკვრა გადაწყვიტეს.

თეთრი, ლამაზი ფილები და ასეთივე პანელები სამზარეულოს ძალიან მოუხდა. დიასახლისმა პანელები პრაქტიკულობის გამო აირჩია: იგი მარტივად მაგრდება თხევადი ლურსმნებით და უპრობლემოდ ირეცხება იმ შემთხვევაში, თუ მასზე რამე ლაქა ჩნდება.

სამზარეულოს ხელნაკეთი ავეჯი

შემდეგ ავეჯის აწყობის დრო მოვიდა. მზა კარადების შეძენაზე გოგონამ უარი თქვა. ამის ნაცვლად, მოხერხებულმა ლამაზმანმა შეიძინა საჭირო ზომის კედლის პანელები და მათგან სამზარეულოს ავეჯი ააწყო, თანაც უნაკლოდ. ხელნაკეთი ავეჯი კი სულ  330 ლარი დაუჯდათ!

ბატარეები შეღებეს თეთრი მინანქრით. რეცხვადი ყვავილებიანი შპალერი სურათს ავსებდა. გამოვიდა ერთგვარი პროვანსული სამზარეულო.

იატაკი, კარადები, სანტექნიკა

ხის დაფების აყრა და იატაკზე ბეტონის დასხმა დიასახლისმა არ მოინდომა. ზემოდან უბრალოდ დააგეს საფენი, ხოლო მასზე – ლინოლეუმი.  გოგონას ეშინოდა, რომ იატაკი არ გამოუვიდა. საბედნიეროდ, 1 წლის შემდეგ ყველაფერი ისევ რიგზეა.

ზედა კარადებზე უარი ითქვა. ჭურჭლისთვის საკმარისი ადგილი იყო ქვედა კარადებშიც, ხოლო ზედები ვიზუალურად ჭამდა სივრცეს.

ყველა მილი, მთელი სანტექნიკა, გოგონამ დედასთან ერთად დააყენა და ჩართო. მხოლოდ ძველი ქურა მოახსნევინეს ხელოსანს. დადგეს ახალი, ჩასაშენებელი ქურა, ღუმლის გარეშე: მოხუც დედას არ უყვარს საკვების ცხობა.

შედეგი შესანიშნავია: ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, სამზარეულო სრულად გარდაისახა.

კარგია, როცა შვილები აფასებენ მშობლებს. ასე, მაგალითად, ოთხმა ქალიშვილმა მშობლებს სახლში რემონტი მანამ გაუკეთა, სანამ ისინი შვებულებაში, დასასვენებლად იყვნენ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი