“რემონტის სკოლამ” ძვირფასი სამზარეულო გააფუჭა, სახლის პატრონებმა კი ვერაფერი შნიშნეს

რუსულ ტელეგადაცემა “რემონტის სკოლაში”, რომელიც ტელეარხ THT-ზე გადის, კომპანია IKEA-ს სპონსორობით, აჩვენებენ, თუ როგორ უმკლავდებიან იქაური ოსტატები ნებისმიერი სახის პრობლემას. ერთი შეხედვით, მათ შეუძლიათ ძველი საწყობის კოსმიური სადგურის სამართავ ცენტრად ქცევა.

თუმცა, ასეთი ექსპერტებიც ხვდებიან ხოლმე სასაცილო სიტუაციებში. ერთ-ერთ გადაცემაში, მშენებლები სამზარეულოს გადაკეთებას შეუდგნენ და საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვეს.

ძველი პრობლემები

სამზარეულოში, რომლის გადაკეთებასაც ტელეპროგრამის სპეციალისტები შეუდგნენ, უამრავი პრობლემა იყო. ფასადები განადგურებული იყო, ავეჯი – მოძველებული.

ჭერი დიდი ხნის წინ უნდა შეეღებათ: ძველი საღებავი ოჯახის წევრებს თავზე ეყრებოდათ. ფილები ცალკე სახსნებელია: ზოგიერთ ადგილას კედელი ამოიბერა, ზოგგან კი საერთოდ გულისამრევი ხვრელები გაჩნდა.

“რემონტის სკოლის” ოსტატებმა გაიცინეს, როცა ბინის მფლობელების ბოლო ჩივილები მოისმინეს: როგორც აღმოჩნდა, სამზარეულოში ვენტილაციასთან დაკავშირებით უდიდესი შეცდომა დაუშვეს: იქედან სუნი პირდაპირ მიშენებაში გამოდიოდა. ადამიანებმა ასე გადაწყვიტეს ჰაერის სპრეიზე ფულის დაზოგვა.

ახალი იერი

რემონტის შემდგომი სამზარეულო ძალიან თავისებურად გამოიყურებოდა. ტელეპროგრამის ექსპერტებმა შეძლეს მისი მყუდრო და თანამედროვე ოთახად ქცევა. თეთრ-მწვანე გამა, მიმზიდველი აბაჟური, შესანიშნავად დაგეგმილი სასადილო ზონა: თითქოს, არაფერი დაეწუნებოდა.

ჭერზე დამონტაჟებული განათება ყველას მოეწონა. ასეთ სამზარეულოში ოჯახის მყუდრო შეკრებებს ხელს ვერაფერი შეუშლიდა.

ავეჯი – კარგია!

IKEA-ს ახალი ავეჯი, ნებისმიერ შემთხვევაში, მარტივად გამოიცვლება. პატრონებს მოეწონათ კარადაც, რომელშიც სუფრის ყველა ნივთისთვის მოიძებნება ადგილი.

სერიოზული აცდენა

სამწუხაროდ, უშეცდომოდ არაფერი ხდება. დაკვირვებულმა მაყურებლებმა მაშინვე შენიშნეს ტელეპროგრამის ოსტატთა შეცდომა. მაგიდა ერთ კუთხეში, ონკანი – მეორეში, ჩაშენებული ღუმელი – მესამეში: ამ სამზარეულოში კერძების მომზადება დიდ მარათონს დაემსგავსება.

მაყურებლები ყველაფერს ხედავენ!

მშენებლებმა არც ძველი კალორიფერის გამოცვლისთვის შეიწუხეს თავები. ძველი მოწყობილობა კარგად შენიღბეს, განახლებული რომ გამოჩენილიყო. კარგი ლინოლეუმიც დაენანათ. ძალიან თხელი დააგეს, რომელიც მალე გაიხევა.

ფილებთან დაკავშირებული შეცდომა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – დააკვირდით ნაკერებს.

ტელეგადაცემმის მთელ ჩანაწერს ქვემოთ იხილავთ.