მამაკაცმა 32 მ² ბინაში ისეთი რემონტი გააკეთა, რომ სახლს ვეღარ იცნობთ

ამ ბინის პატრონი დიდხანს ფიქრობდა რემონტზე, თუმცა კრიზისი და ფინანსური პრობლემა ყოველ ჯერზე უშლიდა ხელს გეგმების განხორციელებაში. 32 მ² ბინა სიძველის, უგემოვნობისა და სიღარიბის ატმოსფეროს ქმნიდა.

ერთი შეხედვით, ეს სახლი შეცვლას აღარ ექვემდებარებოდა, და უფრო ჭკვიანური იქნებოდა ფულის შეგროვება სახლის გამოსაცვლელად, თუმცა ბინის მფლობელი სხვაგვარად ფიქრობდა. მამაკაცმა დაგეგმა სახლის სრული გარდასახვა, ხოლო მანამდე შპალერის ჩამოხსნა და ავეჯის გატანა იყო საჭირო.

ჰოო… საქმე საკმაოდ ბევრი იყო. ინტერიერთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ საუკეთესო დიზაინერებს თუ შეეძლოთ.

ესეც ფოტოები რემონტის შემდეგ. შპალერი რელიეფურს ჰგავს, ხოლო ჭერზე გაკეთდა ქვეგანათება, შეიცვალა კარი და კორიდორი სრულიად გარდაისახა.

მთელი კედლის სარკე ვიზუალურად აფართოვებს სივრცეს, რაც აუცილებელია პატარა ბინებში. სამზარეულოსთვის იყიდეს ახალი ავეჯი და სხვა ყველაფერი გაათეთრეს.

სასტუმროში ადგილი დაიკავა კომპაქტურმა და მყუდრო 16-თაროიანმა სტელაჟმა, მყუდრო დივანმა და ჟურნალის მაგიდამ. კედლები ლამაზი, ტრაფარეტული ფერით შეიღება.

სააბაზანოში საკმარისია რამდენიმე სანთლის დადგმა, რომ სარკეები რომანტიკული ცეცხლით ათამაშდეს. ანარეკლი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ოთახი კილომეტრებზეა გადაჭიმული. სახლის მაცხოვრებლებმა განაახლეს სანტექნიკაც: დადგეს ახალი შხაპი და ნიჟარა.

ახლა ყველა მეზობელს უყვარს ამ შრომისმოყვარე მამაკაცთან შესვლა. ძველი ინტერიერისგან კვალიც კი აღარ დარჩა, თითქოს ბინა მთლიანად შეცვალეს. რემონტმა დახარჯული ძალისხმევა და ფული ნამდვილად გაამართლა.