როგორ გავარემონტოთ საპირფარეშო დამოუკიდებლად

ნებისყოფის მოკრება და ძველ ბინაში კაპიტალური რემონტის ჩატარება არასდროსაა მარტივი. ოჯახურმა წყვილმა, ჩვენი სტატიის მთავარმა გმირებმა, 8 წელი დაჰყეს ურემონტო ბინაში.

თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარმა ხელი მოჰკიდა რემონტს. მეუღლეებმა ყველაფერი საპირფარეშოთი დაიწყეს, სადაც ბოლო წლებში ჭეშმარიტმა სავალალო მდგომარეობამ დაისადგურა. სამაგიეროდ, ახლა წყვილის სან.კვანძი შესანიშნავად გამოიყურება.

საპირფარეშოს მდგომარეობა

აქაური ფილები დიდი ხნის წინ უნდა შეცვლილიყო. შპალერი ბევრ ადგილას ძვრებოდა და კედლებს მწუხარებას მატებდა. ხოლო ოთახი ჭერიდან ოჯახის წევრებს თავზე უხვად აყრიდა ძველ ბათქაშს.

სააბაზანოს მდგომარეობა

საქმე არც სააბაზანოში იყო უკეთ. მეუღლეები თავს აქნევდნენ: კედლებზე აკრული პლასტმასი საშინელ გადაწყვეტილებად მოეჩვენათ. ხოლო, როცა საფარი დრომ გააყვითლა, მთლად იაფფასიან ოთახად აქცია მათი სააბაზანო.

როცა ქმართან ერთად კედლის გაცვეთილი საფარი ჩამოხსნა, დიასახლისის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ბინის მფლობელები საქმეს მონდომებით შეუდგნენ: გადაწყვიტეს, აღმოეფხვრათ ყველა პრობლემა, სან.კვანძში ადგილის მუდმივი უმარისობის ჩათვლით.

ახალი სან.კვანძი

საბოლოო ჯამში, მეუღლეებმა ჩამოანგრიეს სააბაზანოსა და საპირფარეშოს გამყოფი კედელი. დარჩენილი კედლები, იატაკი და ჭერი საგულდაგულოდ გაათანაბრეს.

სან.კვანძის იაფფასიანი პლასტმასის კედლები დაფარეს დეკორატიული ფილებით. მეუღლეებს სჯერათ, რომ მას დრო ნამდვილად ვერ გააყვითლებს.

შესანიშნავი შედეგი

იატაკზე და ნიშაში გააკრეს კაფელი ელეგანტური, სამფერა ნახატით.

ბინის მფლობელებმა შეამოწმეს: რემონტის ასეთი დასაწყისის შემდეგ, მისაღებ ოთახსა და დერეფანში ყველაფერი გამარტივდება! ასეთ სახლში ცხოვრება ახლა გაცილებით მყუდრო და კომფორტული იქნება.

შესანიშნავი ნამუშევარია! საკუთარი ხელებით სან.კვანძის ასე გადაკეთება საკმაოდ რთული რამაა, ამიტომ შედეგი ნამდვილად მისაღები იყო.