ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი გახლავთ მამაკაცი, რომელმაც, შვებულების აღებისთანავე მშობელი დედის მონახულება გადაწყვიტა. როდესაც მისი ბინის სააბაზანო ოთახში შევიდა, გაშეშდა: სააბაზანო ფაქტობრივად მის თვალწინ ინგრეოდა! მან მაშინვე გადაწყვიტა, საყვარელი დედის ბინაში კაპიტალური რემონტი ჩაეტარებინა, თანაც, საკუთარი ხელებით!

ბიჭმა აბაზანის გასარემონტებლად ყველა საჭირო მასალაში ჯამში 60 ათასი რუბლი გადაიხადა. მან საკმაოდ დიდი თანხა დაზოგა. მხოლოდ ერთხელ დასჭირდა სანტექნიკის დახმარება, რათა პოლიპროპილენის პირსახოცის საშრობი დაემონტაჟებინა.

მან პოლიპროპილენის ზედმეტი მილების დასაფარად ნესტგამძლე გიფსოკარდონი გამოიყენა. შემდეგ კი კედელზე კაფელის აკვრას შეუდგა.

კაფელ-მეტლახის ფერები დედამ შეარჩია, ვაჟმა კი იდეალურად დააგო ფილები. მან ასევე შეცვალა აზანის მილების გაყვანილობაც: ამისთვის მას მრჩილავი და წინასწარ შეძენილი ნაწილები დასჭირდა.

გაყვანილობის შეცვლის შემდეგ, კაცმა კაფელი ჭერამდე გააკრა. თავად ჭერი ელეგანტური ტკეჩით დაფარა და აქამდე საშინელ ოთახს ლამაზი ინტერიერი შესძინა.

საყვარელმა შვილმა კანალიზაციასაც მიაქცია ყურადღება: ძველი ჟანგიანი მილები ახლით შეცვალა. გარდა ამისა, მან მთლიანად შეცვალა სანტექნიკა: იყიდა ახალი ონკანები, მიქსერები და შლანგები.

თავად ნახეთ, რა გამოვიდა საბოლოო ჯამში. ვაჟის ძალისხმევით, დედის სააბაზანო პატარა უვარგისი ოთახიდან ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად გარდაიქმნა. ნეტავ ყველა ოჯახს ჰყავდეს ასეთი ყოჩაღი ახალგაზრდა!

იმისდა მიუხედავად, რომ ვაჟმა დასვენების ნაცვლად ოფლი დაღვარა და საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ყველაზე ახლობელი ადამიანისთვის – დედისთვის გააკეთა. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ სამყაროში არსებობენ ასეთი კეთილი და უანგარო ადამიანები.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი