ბევრი ოჯახური ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში უნდა დაიტოვოთ ადგილი პირადი სივრცისთვის. ამიტომ, თუ მამაკაცი პერიოდულად იკარგება ფარეხში, ეს ნორმალურია და ხელი არ უნდა შეუშალოთ!

ამ სტატიის მთავარ გმირს, შეიძლება ითქვას, საწინააღმდეგო ისტორია აქვს. იგი შეყვარებულს დაშორდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისმა ყოფილმა ფარეხი ხარახურით გაავსო (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მარტო არ გაუკეთებია). თავიდან, ბიჭმა უბრალოდ დალაგება გადაწყვიტა, საბოლოო ჯამში კი დალაგება რემონტში გადაიზარდა, ხოლო ფარეხი მამაკაცის ნამდვილ ოცნებად იქცა.

აი, როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი თავიდან. ავტორი აღიარებს, რომ ამ ნივთების 99% გადაყარა.

მომავალი რემონტის პირველ ბიძგად იქცა ის, რომ ბიჭს მოუნდა კედელზე არსებული სადენების დამალვა. თაბაშირმუყაოზე ფულის ხარჯვის სურვილი არ ჰქონია, ამიტომ საქმეში ჩართო დაფები, რომლებიც ძველი ღობისგან მორჩა.

წყალგამათბობლის დაფარვაც გახდა საჭირო. ამისთვის გამოიყენა მეტალის პანელები, რომლებიც ჩვენს გმირს მისი მეგობრის რანჩოდან შეხვდა.

ბიჭმა მოპირდაპირე კედლის მოხატვა გადაწყვიტა. თუმცა, ამაზე წვალება არავის სურდა. ამიტომ საქმეში ისევ და ისევ დაფები ჩაერთო.

ჭერზე შავი ქსოვილი გაჭიმეს. ამასთან, ეს ისე გააკეთეს, რომ ჭერის საცავთანაც დაიტოვეს წვდომა.

იატაკის შეცვლაც გადაწყდა. ადგილობრივ მაღაზიაში დაიქირავეს საპრიალებელი მანქანა. 12-საათიანი ბინძური სამუშაოს შემდეგ, შედეგი სავსებით დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, იატაკზე ეპოქსიდური პრაიმერი წაუსვეს.

ხოლო ზემოდან ეპოქსიდური საფრით დაიფარა.

ბეტონის ნახეთქები ბიჭს ორი მიზეზით არ ადარდებდა: მას ეზარებოდა ნახეთქების გამოსწორება, თანაც ოთახს ისინი დამატებით სტილს მატებდა (პატრონის აზრით).

ასევე, აქ გაჩნდა წითელი ხის მაგიდა მეტალის ზედაპირით: სხვათაშორის, პოსტის ავტორმა ისიც თავისი ხელით გააკეთა.

ფარეხის ჭიშკართან საქმე ცოტა რთულად იყო. საწყისი იდეა: მოეპირკეთებინათ იგი ფოლადის პანელებით, ჟანგისებრი ეფექტით.

ჭიშკარი შეიღება და პანელებიც დაყენდა…

ჟანგის ეფექტის მიღება სხვადასხვა საშუალებით სცადეს, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს.

ბიჭმა დაწერა, რომ იგი ისევ მიუბრუნდებოდა ჭიშკარს, როცა ახლანდელი მდგომარეობა თავს აატკიებდა.

ხოლო ამ დაფებისგან თაროები გააკეთა.

მზა შედეგი ასე გამოიყურება.

დამეთანხმებით, ასეთ ფარეხზე ნებისმიერი მამაკაცი იოცნებებს.

როგორ მოგწონთ ფარეხის ასეთი გადაკეთება?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი