8 იდეა სახლის იაფად განახლებისთვის

დროთა განმავლობაში ნებისმიერი ინტერიერი მოსაწყენი ხდება. ის დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ახლა ლამაზად გეჩვენებათ, მალე თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. თუ ასეთი აზრები უკვე გაწუხებთ, დროა რამე შეცვალოთ. მაგარამ რა ხდება მაშინ, თუ ამისთვის საკმარისი თანხა არ გაქვთ? ჩვენ შევარჩიეთ 8 ეფექტური იდეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მთლიანად განაახლოთ თქვენი სახლი ისე, რომ ზედმეტი ხარჯი აიცოლოთ თავიდან.

1. გასცდით ჩარჩოებს

სპეციალური ჟურნალებისა და ბლოგების წყალობით, ადამიანები უკეთ გაერკვივნენ ახალ სტილსა და ტენდენციებში. ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ ინფორმაციის საშუალებით, ადამიანები საკუთარ სივრცეს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევენ. ამის გამო, შენობა მთლიანად კარგავს თავის ინდივიდუალობას. ყველაზე ხშირად ეს ხდება მაშინ, თუ ინტერიერი გადაწყვეტილია მინიმალიზმის სტილში. ეს ძალიან მიმზიდველია ჟურნალის ფოტოებში, მაგრამ ცხოვრებაში საკმაოდ ცივი და არასასიამოვნოა.

შეცდომების თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური დიზაინერები გირჩევენ, რომ არ ავირჩიოთ ერთი კონკრეტული სტილი, არამედ შევურიოთ რამდენიმე, ავირჩიოთ საკუთარი ფორმულა იდეალური სახლისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფერები, კედლებზე ჩამოკიდოთ ნახატები და გამოიყენოთ მრავალფეროვანი აქსესუარები.

2. მიაქციეთ ყურადღება ჭერს

ოთახის ვიზუალზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კედლები, არამედ ჭერი. მართალია, რემონტის დროს ამ ნაწილს ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვინაიდან ის საკმაოდ მარტივად გასაკეთებელია. დროთა განმავლობაში, როდესაც ოთახის დიზაინი მოსაწყენი გახდება, შეგიძლიათ ჭერს ყურადღება დაუთმოთ. შეცვალეთ მისი ფერი და დიზაინი. ეს არ მოითხოვს ძალიან დიდ დროს და მოსაწყენი ინტერიერი უფრო სასიამოვნო გახდება.

3. შთაბერეთ ახალი სიცოცხლე ძველ ნივთებს

მიუხედავად ლამაზი თანამედროვე ავეჯის მრავალფეროვნებისა, დიზაინერები გირჩევენ, რომ არ გადაყაროთ ძველი ნივთები. ისინი ირწმუნებიან, რომ ყველა სახლში არის საგანძური, რომელიც ისტორიას ინახავს და სახლს მყუდროს და უნიკალურს ხდის. შეინახეთ ისეთი ნივთები, რომლებიც საყვარელ მოგონებებს ინახავს, და რომ ისინი თანამედროვე ინტერიერს მოარგეთ, დაუთმეთ ცოტა ყურადღება მათ ვიზუალს. ახალი ფერი, აქსესუარი ან თუნდაც ახალი დანიშნულება დაგეხმარებათ შექმნათ თანამედროვე ავეჯი, რომელიც არავის არ ექნება.

4. ნათელი აქცენტები

ნათელი აქცენტები – ეს ზუსტად ისაა, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად შეცვალოთ თქვენი სივრცის “განწყობა”. ასეთი აქცენტები შეიძლება გაკეთდეს კედელზე, კარზე, ბატარეაზე, ჭერზე ან საწოლის თავზე. ან გამოიყენეთ ალტერნატიული მეთოდი: აქსესუარები ან ქსოვილები. შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე ნათელი მაგიდა, სხვადასხვა ფერის ფარდები, ხალიჩები.

5. ინდივიდუალურობა

იმისათვის, რომ ოთახი უფრო კომფორტული გახდეს, ინტერიერში დაამატეთ ინდივიდუალურობა. ყველაზე მარტივი გზა კედლებისა და თაროების გაფორმებაა თქვენი საყვარელი ფოტოებით. თუ ფოტოები არ მოგეწონებათ, მარტივად შეძლებთ მათ შეცვლას. ეს არა მხოლოდ განაახლებს ინტერიერს, არამედ გახდის მას განსაკუთრებულს.

6. განათება

ადრე, ბინის განათებას, ყურადღებას არავინ აქცევდა: ჭაღები და მაგიდის ნათურა – მხოლოდ ეს იყო საჭირო. თანამედროვე დიზაინერებმა დაგვიმტკიცეს, რომ კარგი განათების დახმარებით, შეგიძლიათ განაახლოთ და გააუმჯობესოთ საცხოვრებელი სახლი. ამიტომ, როცა მოგეჩვენებათ, რომ სახლს რაღაც აკლია, შეეცადეთ განათება დაამატოთ. ახალი განათებები დაგეხმარებათ სახლი სრულიად ახალი პერსპექტივიდან დაინახოთ.

7. აქსესუარები

აქსესუარები და დეკორაცია – ეს ისაა, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მუდმივად შეცვალოთ და გააუმჯობესოთ თქვენი სივრცე. სხვადასხვა ფერის ფოტოჩარჩოები, ფერწერის ნიმუშები, სხვადასხვა ფიგურები – ეს არ არის აქსესუარების სრული ჩამონათვალი, რომლის გამოყენება შეგიძლიათ სახლის განახლებისთვის. გარდა ამისა, დიზაინერები ირწმუნებიან, რომ დეკორის საშუალებით შეგიძლიათ არა მხოლოდ ინტერიერის განახლება, არამედ სხვადასხვა სტილის ობიექტების ჰარმონიზაცია.

8. კომფორტი

უმეტესობა თქვენგანი იმდენ ყურადღებას უთმობს სახლის ინტერიერს, რომ სულ ავიწყდება კომფროტი. ეს არ არის სახლის განახლება, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი საწოლი გჭირდებათ საძინებელში, რომელი მაგიდა იქნება სამუშაოდ მოსახერხებელი, რამდენი განათებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სახლი იქნება ლამაზი, მაგრამ კომფორტული ცხოვრებისთვის სრულიად შეუსაბამო.