როცა რემონტია გასაკეთებელი, მაგრამ ფული არ არის – ბინის იაფი განახლება

იმ ოთახის მფლობელი, რომლებზეც დღეს ამ სტატიაში ვისაუბრებთ, ახალგაზრდა წყვილია. მეუღლეები დიდხანს აგროვებდნენ ფულს საკუთარი საცხოვრებლის შესაძენად, დღესასწაულებამდე ცოტა ხნით ადრე კი შეძლეს ბინის იაფად შეძენა.

თუმცა, იქ რემონტი ბოლოს ალბათ 50 წლის წინ გაკეთდა. ცოლ-ქმარს ძალიან უნდოდა თუნდაც ერთი ოთახის მოწესრიგება, ახალ წლამდე. არჩევანი მისაღებზე შეჩერდა: მეგობრებთან ერთად ახალმოსახლეობასაც იზეიმებდნენ.

მეუღლეებს საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდათ. გაცვეთილი შპალერი კედლებიდან დიდ ნაჭრებად ცვიოდა, აშიშვლებდა დრომოჭმულ ბეტონს. იატაკის საფარი დიდი ხნის წინ უნდა შეცვლილიყო. ხის ფანჯარა გახმა, ზამთრის ცივი ქარი კი დაუნდობლად, გამჭოლად უბერავდა მთელ სახლში.

პირველ რიგში, წყვილმა გაწმინდა კედლები, შემდეგ სათნადოდ გაათანაბრა და შემდგომი შეღებვისთვის მოამზადა. პროცესში ელექტროგაყვანილობის თავიდან ბოლომდე შეცვლაც მოუხდათ. ძველი უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ხანძრის საშიშროება კი უცვლელად იზრდებოდა.

მოგვიანებით, მეუღლეებმა შეღებვა გადაიფიქრეს. საბედნიეროდ, იაფი, თუმცა ხარისხიანი შპალერის პოვნა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. გადაწყდა ფანჯარასთან დაკავშირებული საკითხიც – ხის ჩარჩოები თანამედროვე პლასტმასით შეიცვალა.

საბოლოოდ, ჭერის შეღებვაც გადაიფიქრეს. დროთა განმავლობაში, წყვილს ოთახის დიზაინის საერთო ხედვა განუვითარდათ, და საღებავის ადგილი მასში არ იყო.

იაფი პარკეტი, მოკრძალებული, თუმცა ელეგანტური ჭაღი, აკურატული ავეჯი ზედმეტი მორთულობის გარეშე: მისაღებმა სწრაფად მიიღო მყუდრო, თანამედროვე საცხოვრებლის იერი. საბოლოო შტრიხად იქცა დანარჩენი ოთახის ტონში შერჩეული ფარდები.

თანხა ავეჯისთვის ძალიან ცოტა დარჩათ. ამიტომ, ტელევიზორიანი კარადის გარდა, ოთახში მხოლოდ გასაშლელი დივანი დგას, რომელიც წყვილის სარეცლად იქცა. ყველაფერ დანარჩენს მეუღლეები ბინის საბოლოოდ გარემონტების შემდეგ შეიძენენ.

წყვილი შთაბეჭდილბებს გვიზიარებს: როგორც აღმოჩნდა, რემონტის გაკეთება იმაზე მარტივი ყოფილა, ვიდრე თავიდან ვფიქრობდით.

ისღა დაგვრჩენია, ახალგაზრდა წყვილს ახალ ბინაში ბედნიერი თანაცხოვრება ვუსურვოთ!