10 შემთხვევა, როცა სხვის სახლში უცნობი ადამიანები ცხოვრობდნენ

იმის შესახებ გაფიქრებაც კი გვზარავს, რომ ჩვენს სახლში შეიძლება ცხოვრობდეს უცნობი ადამიანი – საშიში ფილმების სიუჟეტს ჰგავს. მიუხედავად აისა, ზოგიერთი ადამიანი პოულობს დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც მის სახლში ცხოვრობენ. ასეთი “პარაზიტების” უმეტესობა ცხოვრობს სხვენსა და სარდაფში, კარადებში ან უბრალოდ სახლის ქვეშაც.

ზოგიერთმა მათგანმა სხვის სახლში წელიწადზე მეტხანს იცხოვრა. ვიღაცამ გაქცევა თავისი პიროვნების დადგენამდე მოახერხა. ქვემოთ მოყვანილი ისტორიები შეგახსენებთ იმას, რომ არასდროს იქნება ზედმეტი კარებისა და ფანჯრების შემოწმება ძილის წინ თუ სახლიდან გასვლამდე.

1. უსახელო მამაკაცი

2012 წელს, ტრეისი ფიქრობდა, რომ სამხრეთ კაროლინაში არსებული მისი სახლის ერთადერთი მაცხოვრებლები იყვნენ თავად და მისი 5 შვილი, სანამ არ აღმოაჩინა, რომ სახლში კიდევ ერთი ადამიანია: მისი ყოფილი შეყვარებული, რომელსაც იგი 12 წლით ადრე დაშორდა. ერთი დღით ადრე, სანამ ტრეისი თავის ექს-ბოიფრენდს საკუთარ სახლში იპოვიდა, მან უცნაური ხმები გაიგონა სხვენიდან. ორ ვაჟთან ერთად, მან სხვენი შეამოწმა და იქ ვერაფერი იპოვა.

უჩვეულო ხმები მთელი ღამე გაგრძელდა. გარდა ამისა, ტრეისის საწოლზე ჭერიდან ბათქაში და ლურსმნები ჩამოცვივცა. მეორე დღეს, ტრეისიმ დაურეკა ნათესავს, რათა მას სხვენი შეემოწმებინა. ნათესავმა ჯერ ვერაფერი იპოვა, თუმცა, როცა შორეულ კუთხეში მიიხედა, დაინახა მძინარე მამაკაცი. როცა მან გაიღვიძა, სწრაფად, ღიმილით დატოვა სახლი. მოგვიანებით, ტრეისიმ გაიგო, რომ მისი საძინებლის ცქერა სავენტილაციო ხვრელის გავლით შეიძლებოდა.

ტრეისი ვერ ხვდებოდა, როგორ მოხვდა მისი შეყვარებული სახლში ან რამდენ ხანს ცხოვრობდა იქ. 1 წლით ადრე, იგი მას ახალი კარის დაყენებაში დაეხმარა, მანამდე ცოტა ხნით ადრე კი 90-დღიანი თავისუფლების აღკვეთა გამოიარა, ტრეისის ავტომობილის მოპარვისთვის. მან სხვენში თავისი ნივთები დაალაგა, მათ შორის ფოტოები, სათამაშოები, კასეტები და რამდენიმე ჭურჭელი, სავსე შარდითა და განავლით.

2. ენტონი ჯონსი

2017 წელს, ქალი შოკში ჩავარდა, როცა არლინგტონში, ვირჯინიის შტატში ნაქირავები ბინის სხვენში მამაკაცი იპოვა. იმ ღამეს ქალი სახლში მარტო იყო, როცა უცებ გაიგონა რამდენიმე ნაბიჯის ხმა სხვენიდან. მან მფლობელს მიმართა, თუმცა იგი უარყოფდა, რომ ღამით სხვენში იმყოფებოდა. მფლობელმა გამოიძახა პოლიცია, რომელიც სახლში მოვიდა.

ოფიცრები სხვენში ავიდნენ და უბრძანეს გამოსვლა მას, ვინც იქ იმალებოდა. სხვენში აღმოჩნდა 60 წლის ენტონი ჯონსი, რომელიც გამოვიდა და პოლიციას ჩაბარდა. სხვენზე მისი ტანსაცმელი და საწოლის თეთრეული იპოვეს. პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, თუ რამდენი ხანი ცხოვრობდა ჯონსი სხვის სახლში. ეჭვი აქვთ, რომ იგი ღია კარიდან შეიპარა.

3. ამოუცნობი პიროვნება

1997 წლის იმავე ღამეს, როცა ამბერ დოუნი თავის ახალ ბინაში, ენუმკლავში, ვაშინგტონის შტატში გადავიდა, მან გაიგონა ნაბიჯების ხმა სახლის სხვენიდან. ამბერმა შეამოწმა იმ ლუქის კარი, რომელიც სხვენისკენ მიდიოდა. თუმცა, ეს ყველაფერი საეჭვოდ გამოიყურებოდა, ამბერს არ უფიქრია, რომ იქ ვიღაც მართლა შეიძლებოდა ყოფილიყო. მან ხმების შესახებ სახლის მეპატრონეს უამბო, რაზეც მან უბრალოდ დასცინა.

მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, დოუნი სახლში უცნაურ რაღაცებს ამჩნევდა. ნივთები უკვალოდ ქრებოდა ან სხვა ადგილებზე ჩნდებოდა. ერთხელ, მისი 9 კვირის ლეკვი როგორღაც მისი სააბაზანო ოთახის ნიჟარაში აღმოჩნდა დატბორვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ლეკვს იქ დამოუკიდებლად ასვლა არ შეეძლო. დოუნი ეჭვობდა, რომ ყველაფერში მისი ძმა იყო დამნაშავე, რომელსაც ბინის გასაღები ჰქონდა. სიმართლე გადასვლიდან მხოლოდ 6 თვეში გაიგო.

ერთხელ, საღამოდ, იგი სააბაზანოსკენ მიდიოდა, როცა მისი მზერა მოხვდა სხვენისკენ მიმავალ ლუქს. კარი ღია იყო. ამბერმა სწრაფად აიღო ხელში ჩაქუჩი, აიყვანა ძაღლი და სახლიდან გავარდა. გარედან მან თავის რძალს დაურეკა, რომელმაც იგი წაიყვანა. მოგვიანებით, ქალმა პოლიციას მიმართა. პოლიციელებმა დოუნის ბინა გაჩხრიკეს და ვერავინ იპოვეს, თუმცა მათ ამოიღეს საკვები, წიგნი და საძილე ტომარა სხვენში.

4. უცნობი ქალი

სიეტლში, 2016 წელს დევის უოლმანმა თავისი სახლის სხვენიდან უჩვეულო ხმები გაიგონა. იგი ზემოთ ავიდა შესამოწმებლად და აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ ოთახში შუქი ჩართული იყო. ეს უჩეულო იყო, რადგან დევისს კარგად ახსოვდა, როგორ გამორთო ცოტა ხნის წინ იგი. ოთახში შესვლა სცადა, თუმცა კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მან დააკაკუნა, ქალის ხმამ კი შიგნიდან უპასუხა: “ჯიმი, ეს შენ ხარ?”

უოლმანმა ქალს უთხრა, რომ იგი ჯიმი არ იყო, და სანამ პოლიციაში დარეკავდა, იკითხა, თუ რას აკეთებდა ეს ქალი მის სახლში. ქალმა კარი გააღო. მას უოლმანისთვის არ უპასუხია, თუმცა თქვა, რომ სახლში უკვე 3 დღე ცხოვრობდა და რომ მამაკაცმა, სახელად ჯიმი, მას უთხრა, რომ მას აქ დარჩენა შეეძლო. თუმცა, იგი გაიქცა პოლიციის მოსვლამდე.

უოლმანმა თავისი სხვენი შეამოწმა და ნახა, რომ ქალმა იქ თავისი ნივთები დატოვა. იმ საღამოს, როცა მან ქალი იპოვა, დევისმა სხვა უცნაური რამეებიც შენიშნა. ვიღაცამ ჩართო იმ ნათურების ნაწილი, რომლებიც მან გამორთო, გახსნა ფანჯარა მის სააბაზანოში და გახსნა სახანძრო კიბე. ინციდენტის შემდეგ, მან თავის სახლში ყველა კარის საკეტი გამოცვალა.

5. ჯერემი

2013 წელს, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ ისინი კამპუსის გარეთ, საკუთარ სახლში მარტო არ იყვნენ. ვიღაც მათი სარდაფის სახლში ცხოვრობდა. ამ აღმოჩენამდე, სტუდენტები ხშირად პოულობდნენ ღია კარადასა და მიკროტალღურ ღუმელს და სარდაფიდან ხმაურიც კი ესმოდათ.

ისინი დიდად არასდროს დაფიქრებულან ამ ყველაფრის შესახებ და ხშირად ხუმრობდნენ, რომ უცნაურ მოვლენებს მოჩვენებები იწვევდნენ. სტუდენტებმა გაიგეს, რომ მოჩვენება მათი იდუმალი მეზობელი იყო, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სარდაფის კარი შეამტვრიეს. უცნობიც სტუდენტი იყო, რომლის შესახებაც მხოლოდ მისი სახელი, ჯერემია ცნობილი. სტუდენტებმა მას მისცეს თავისი ნივთების წაღების საშუალება მანამ, სანამ სახლიდან გაასახლებდნენ.

არავინ იცოდა, თუ როგორ მოხვდა ჯერემი სახლში და რამდენ ხანს ცხოვრობდა იქ. ითვლება, რომ იგი სახლში ჯერ კიდევ მანამდე შევიდა, სანამ მასში სტუდენტები დასხლდებოდნენ, რამდენადაც მეპატრონეს საკეტები არასდროს გამოუცვლია. საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა სტუდენტმა ჯერემი მანამდეც ნახა, თუმცა იფიქრა, რომ სტუმარი იყო.

6. ხოსე რაფაელ ლეივა-კარავეო და ვერონიკა ფერნანდეს-ბელეტა

2012 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში, ტროი და დეინა დონოვანი და მათი ორი შვილი საკუთარ სახლში, ლიტლტონში, კოლორადოს შტატში, ვერ ბრუნდებოდნენ იმიტომ, რომ მასში ორი ლტოლვილი: ხოსე რაფაელ ლეივა-კარავეო და ვერონიკა ფერნანდეს-ბელეტა შესახლდა. დონოვანები ამ სახლში ცხოვრობდნენ, სანამ ინდიანაში წავიდოდნენ, სადაც ტროიმ დროებითი სამსახური იშოვა. მათ სახლი ჩაკეტეს, თუმცა ხოსემ და ვერონიკამ შიგნით შესვლა მაინც შეძლეს.

ხოსე და ვერონიკა ამტკიცებდნენ, რომ მათ სახლი მოწმეთა ჩვენებების მონაცემების საფუძველზე მიიღეს, რომ სახლი მიტოვებული იყო და, რომ მათ შესახლებისთვის 5 000 დოლარი გადაიხადეს. ეს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ კოლორადოს შტატის კანონი მოითხოვს, რომ სახლის ახალი მფლობელისთვის გადაცემამდე არანაკლებ 18 (ზოგ შემთხვევაში, 7) წელი უნდა იყოს გასული. დონოვანებმა თავიანთი სახლი მხოლოდ რამდენიმე თვით დატოვეს.

ოჯახი ჩიხში აღმოჩნდა. პოლიცია უარს ამბობდა ჩარევაზე, რადგან ეს სამოქალაქო და არა სისხლის სამართლის საქმედ ითვლებოდა, ხოლო ლტოლვილებს გამოსახლება არ სურდათ. ხოსემ და ვერონიკამ მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი, რომელიც დონოვანებს მათ სახლთან მიახლოებას უკრძალავდა. მოგვიანებით, დონოვანების ოჯახმა მოიგო სასამართლო პროცესი, ხოსესა და ვერონიკას კი აიძულეს სახლის დატოვება 48 საათის განმავლობაში.

თუმცა, ეს მარტივი არ იყო, რადგან ვერონიკამ უკვე შეიტანა განაცხადი გაკოტრების შესახებ. კოლორადოს შტატის კანონის თანახმად, ლტოლვილის დაუყოვნებლივ გამოსახლება არ შეიძლება, თუ მან გაკოტრების შესახებ განაცხადა. ამავდროულად, დონოვანებმა მათ შესთავაზეს თავიანთი ნათესავის სარდაფში ცხოვრება სხვა ქალაქში, იმ იმედით, რომ ამ ადამიანებს სახლიდან გაისტუმრებდნენ. დონოვანებმა სახლი მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნეს, რაც გაირკვა, რომ ხოსესა და ვერონიკას ბრალი რამდენიმე სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ედებოდათ.

7. ამოუცნობი პიროვნება

2013 წელს, 73 წლის მოხუცმა ველმა კელენმა შენიშნა, რომ მისი ელმში, ვაშინგტონის შტატში, მისი სახლის წინა ნაწილში უფრო ციოდა, ვიდრე სახლის სხვა ნაწილებში. მან იფიქრა, რომ გათბობა ცუდად მუშაობდა და სხვა გამათბობელი შეიძინა. თუმცა, პრობლემა არ გადაიჭრა, ამიტომ დიასახლისმა გამათბობლის შესამოწმებლად ხელოსანი გამოიძახა.

ხელოსანმა აღმოაჩინა, რომ პრობლემა გამათბობელში კი არა, იმაში მდგომარეობდა, რომ სახლის ქვეშ ვიღაც ცხოვრობდა. დაუპატიჟებელმა სტუმარმა გადაჭრა მილი, რათა თბილი ჰაერის ნაკადისთვის მიმართულება შეეცვალა. ქალმა შენიშნა, რომ მის სახლში უცნაურობები ხდებოდა. ერთხელ აღმოაჩინა, რომ სახლის ჭიშკარი იყო ღია, სახლში ხშირად იყო “სიგარეტზე უარესი სუნი”. ხელოსანმა სახლის ქვეშ ნარკოტიკები ვერა, თუმცა ლუდი ნამდვილად იპოვა.

8. ტიგრა შიფერდი

მცირეოდენი რამ თაღლითობის შესახებ. ერთხელ, 2018 წელს, სამხრეთი კაროლინის მაცხოვრებელმა თავის სახლში უცნობები აღმოაჩინა. კეტრინ ლანგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შვებულებიდან და გადაწყვიტა, თავისი ახალი სახლის მილები შეემოწმებინა. მან სახლის გარეთ კატა და ძაღლი დაინახა, რაც უჩვეულოდ მოეჩვენა. კეტრინი სახლში შევიდა და ორი ქალი დაინახა.

ერთ-ერთი ქალი, ტიგრა შიფერდი, სახლში მას შემდეგ გადავიდა, რაც Facebook-ში გამოქვეყნებულ რეკლამას გამოეხმაურა. მან 1150 დოლარი გადაუხადა თაღლითებს, რომლებიც მეპატრონეებად ასაღებდნენ თავს. თაღლითებმა ქალს უთხრეს, რომ სახლში იგი უკანა შესასვლელიდან უნდა შესულიყო, რადგან ადამიანი, რომელსაც გასაღები უნდა მოეტანა, პოლიციამ დააკავა. თავად ლინგს ამ სახლში არასდროს უცხოვრია. იგი ჯერ კიდევ თავის ძველ სახლში ცხოვრობდა და მის გაყიდვას ცდილობდა, სანამ ახალში გადავიდოდა.

9. ცეენი

2014 წელს კუნშანში, ცზიანსუს პროვინციაში, ჩინეთში მამაკაცმა, რომლის შესახებაც მხოლოდ მისი სახელი, ვანია ცნობილი, საკუთარი სახლის სხვენში იპოვა ქალი სახელად ცეენი, რომელიც იქ 2012 წლიდან ცხოვრობდა. ვანი ვერასდროს გაიგებდა ცეენის შესახებ, ქალს კარი შიგნიდან რომ არ ჩაეკეტა. ვანმა პოლიციას დაურეკა, მან კი სამზარეულოს ჭერში იპოვა სხვენში გამავალი ხვრელი. სხვენში პოლიციელებმა ცეენი იპოვეს.

მანამდე ვანი ამჩნევდა, რომ სახლიდან ფული და საკვები ქრებოდა. პოლიციამ დაადგინა, რომ ცეენმა სახლიდან დაახლოებით 2000 იუანი მოიპარა. იგი, ასევე, საკვებსაც იმზადებდა, სანამ ვანი სახლში არ იყო. ცეენმა სხვენში სახლის უკანა მხრიდან შეაღწია. მან აღიარა, რომ ვანისა და მისი მეზობლის სახლებში მონაცვლეობით ცხოვრობდა.

10. ტაცუკო ხორიკავა

2008 წელს, უცნობმა 57 წლის იაპონელმა მოულოდნელად გაიგო, რომ მის სახლში უცნობი ადამიანი ცხოვრობდა. მანამდე ამჩნევდა, რომ მაცივრიდან საკვები ქრებოდა. მამაკაცმა იეჭვა, რომ სახლში მძარცველი შედიოდა, ამიტომ კამერები დააყენა, რომლებიც გამოსახულებებს პირდაპირ მის სმარტფონს გადასცემდა.

ერთ მშვენიერ დღეს, მან მიიღო უცნობი ქალის ვიდეოგამოსახულება, რომელშიც ჩანდა, როგორ აღებდა იგი მაცივრის კარს. მან პოლიციაში დარეკა. ოფიცრები სწრაფად მივიდნენ მის სახლში, მძარცველის დაჭრის იმედით. პოლიციის გასაკვირად, ყველა კარი და ფანჯარა დაკეტილი იყო და სახლში შეჭრის ერთი ნიშანიც კი არ ეტყობოდა. მიუხედავად ამისა, პოლიციელები სახლში შევიდნენ იმ იმედით, რომ დამნაშავე ჯერ კიდევ სახლში იქნებოდა.

ქალის კვალი პოლიციამ ვერ იპოვა, სანამ კარადის ზემოთ არსებული ანტრესოლი არ შეაოწმა. მასში პოლიციელებმა იპოვეს 58 წლის ტაცუკო ხორიკავა. გამოძიების მიხედვით, სანამ ამ სახლში დასახლდებოდა, ტაცუკო ამ რაიონის კიდევ რამდენიმე სახლში ცხოვრობდა. მან სახლში 1 წელი დაჰყო, სანამ დაიჭერდნენ.