დახვეწილი შარფის მოქსოვის დეტალური, მარტივი ინსტრუქცია

ზამთრის მკაცრ სიცივეში ქუჩაში გასვლისას, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი სითბოთი და კომფორტით უზრუნველყოთ. ამ დავალებას თავს შესანიშნავად გაართმევს კარგად ნაქსოვი შარფი. ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია, და არა მარტო ზამთარში! შარფების უამრავი ტიპი არსებობს: სწორი ხაზები, ბადისებრები და ტრანსფორმერები, მჭიდრო და აჟურული ნაქსოვი. მათი მოქსოვა შეგიძლიათ როგორც ყაისნაღით, ასევე საქსოვი ჩხირებით.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოქსოვოთ შარფი საქსოვი ჩხირებით. შარფი “ილუზია” გახდება მოდური და საიმედო დაცვა ცივი ამინდებისგან! ამ აქსესუარმა ეს სახელი მიიღო მისი მოდელის გამო, რომელიც სხვადასხვაგვარად გამოიყურება, მაგრამ ორივე მხრიდან ძალიან ლამაზად და საუცხოოდ გამოიყურება.

როგორ მოვქსოვოთ შარფი საქსოვი ჩხირებით

ასეთი შარფის მოსაქსოვად, თქვენ საქსოვი ძაფები და ჩხირები დაგჭირდებათ. მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა 6 ნომერი ჩხირები და ძაფები, რომლებშიც  50% პოლიესტერი, 35% ანგორის მატყლის მორგვი და 15% ბისერები.

შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა ზომის ჩხირები და ძაფების ტიპები. არჩეული ინსტრუმენტებიდან და მასალებიდან გამომდინარე, თქვენ სხვადასხვა შედეგს მიიღებთ. ქვემოთ მოცემულია გამოყენებული ძაფებისა და საქსოვი ჩხირების შედარება.

ახლა კი გირჩევთ გაეცნოთ ქსოვის ინსტრუქციებს. მისი ხელმძღვანელობით, თვით დამწყები მქსოველიც კი შეძლებს მდიდრული შარფის შექმნას!

1. თავდაპირველად, ვაგროვებთ მარყუჟებს, ერთ ან ორ ჩხირზე. ამის ერთ ჩხირზე გაკეთება მევრად მარტივი იქნება. მთავარიაა, დაგროვებული მარყუჟების რაოდენობა ლუწი იყოს (ორზე იყოფოდეს).

ჩვენ ვაგროვებთ 36 მარყუჟს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გააკეთოთ, თუ უფრო ფართო შარფის მოქსოვა გსურთ. აი, ასეთი უნდა გამოვიდეს პირველი მარყუჟები: თავისუფალი და ჰაეროვანი.

2. პირველი რიგი ინსტალაციაა, ამიტომ კიდეების მარყუჟებს წინა მხარეს ვქსოვთ, შემდეგ კი წინა მხარეს ყველა სხვა მარყუჟს ვქსოვთ. აი, ასე გამოიყურება საქსოვ ჩხირებზე მზა პირველი რიგი. შემდეგ მონაცვლეობით ვაგრძლებეთ ქსოვას მეორე და მესამე რიგებში.

3. დაიმახსოვრეთ, რომ მოდელში ჩვენ ამოვიღებთ პირველ კიდეების მარყუჟს, და მეორე კიდეებზე მოვქსოვთ. წინა მხარეს – წინა მარყუჟს, უკანა მხარეს კი – უკანას.

წინა მხარის მეორე რიგი. ვქსოვთ შემდეგნაირად: ვიღებთ კუთხის მარყუჟს მარჯვენა საქსოვ ჩხირზე, ვაკეთებთ ნართავს მარჯვენა მხარეს და ვქსოვთ ერთად 2 მარყუჟს წინა მხარეს. აი, რატომ უნდა იყოს მარყუჟების რაოდენობა ლუწი. ვიმეორებთ მოქმედებების იგივე რიგს დანარჩენი მარყუჟებით. ჩვენ ასევე ვქსოვთ ქსოვილის დაბოლოებას წინა მხარეს.

4. მესამე რიგი უკუღმა მხარე. მოხსენით კუთხის მარყუჟი მარჯვენა ჩხირით და გააკეთეთ ნართი მარცხენა მხარეს. შემდეგ ორი მარყუჟი ნაკერთან ერთად არასწორ მხარეს მოქსოვეთ.

5. მოდელი საკმაოდ რთულია, ზოგჯერ შეიძლება შეგეშალოთ და ნართი არასწორ მხარეს გააკეთოთ, რადგან იგი თითოეულ რიგში მონაცვლეობითია. ნაწიბურიან მხარეს ნართს მარცხენა მხარეს ვაკეთებთ, წინა მხარეს კი – მარჯვნივ. ყურადღებით იყავით და ყველაფერი გამოვა!

5. ვუბრუნდებით წინა მხარეს. ნაქსოვის მეოთხე რიგს ზუსტად ისევე ვქსოვთ, როგორც მეორეს. მაგრამ აქ ჩვენ ვიყენებთ არა მხოლოდ წინა მხარის მარყუჟებს, აქ ცოტა განსხვავებული ნაქსოვი გვექნება.

ამოიღეთ კუთხის მარყუჟი, ნართი გააკეთეთ მარჯვენა მხარეს და მოქსოვეთ წინა მხარე ნართთან ერთად, უკანა მხარის უკან. ამ მეთოდით ვქსოვთ მთელი მე-4 რიგის დასრულებამდე.

6. მეხუთე რიგს ისევე ვქსოვთ, როგორც მესამეს. ნართს ვაკეთებთ მარცხენა მხარეს და ვქსოვთ ორ უკუღმა მარყუჟს ნართთან ერთად. აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ყველა უკანა რიგი კენტია. თუ გრძელი შარფის მოქსოვა გსურთ, ის სიგრძეში ზუსტად თქვენი სიმაღლის ოდენობის უნდა იყოს ან მინიმუმ მხრიდან იატაკამდე.

7. როდესაც შარფი საჭირო სიგრძის იქნება, მხოლოდ მარყუჟების დახურვა გახდება საჭირო. ამისთვის, ნაქსოვის წინა მხარეს ვიღებთ კუთხის მარყუჟს, ვაქსოვთ წინა მხარეს, მარცხენა საქსოვი ჩხირით შევდივართ მარჯვენა ჩხირის კუთხის მარყუჟში და ვჭიმავთ მას. და ასე ვაკეთებთ ბოლომდე. ეს ჩვეულებრივი ჩაკეტვაა. მთავარია, რომ მარყუჟებს ზედმეტად მჭიდროდ არ მოქაჩოთ.

ჩვენს ინსტრუქციას თან ვურთავთ ვიდეოს, რათა უფრო ნათლად და დეტალურად გაიგოთ, როგორ უნდა მოქსოვოთ ფართო შარფი საქსოვი ჩხირებით.