რაში გამოვიყენოთ ძველი ხელთათმანები

ალბათ, ერთხელ მაინც, გიპოვიათ რამდენიმე უვარგისი ნივთი კარადის სიღრმეში. მაგალითად, იქ შეიძლება აღმოვაჩინოთ უჩვეულოდ გაუჩინარებული, დახეული კოლგოტები, რამდენიმე წინდა ან ლხელთათმანი, რომელიც დიდი ხნის წინ გაცვთა.

ჩვეულებრივ, ჩვენ ზედმეტი დაფიქრების გარეშე ვყრით მსგავს მონაპოვრებს პირდაპირ ნაგვის ურნაში. თუმცა, ზოგიერთი ასეთი ნივთი შეიძლება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სხვა დანარჩენი.

იგივე ხელთათმანი, შეიძლება გვახსენებდეს შორეულ ბავშვობას, თოვლში გატარებულ მხიარულ დროსა და უდარდელობის შესანიშნავ გრძნობას. ან, ცალი წინდა, რომელზეც ირემია გამოსახული, შეიძლება ახლობელი ადამიანისგან საახალწლო საჩუქრის ნაწილი იყოს. ამიტომ, ხანდახან, ამ ნივთებთან განშორება უფრო რთულია მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ისინი აღარასდროს გამოგადგებათ.

ჩვენი რედაქცია ამ სიტუაციას კარგად იცნობს. ამიტომ, ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე გზა ძველი ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის მისანიჭებლად. როგორც ცნობილია, ვინც ეძებს, ის პოულობს!

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ ვაქციოთ გაცვეთილი ხელთათმანები, წინდები თუ კაპრონის კოლგოტები ასეთ საყვარელ რბილ სათამაშოდ.

როგორ დავამზადოთ პატარა სათამაშოები

როგორც არ უნდა იყოს, საკუთარი ხელით დამზადებული რბილი სათამაშოები ურო ძვირფასია, ვიდრე მაღაზიაში შეძენილისა. ასეთ ხელნაკეთ ნივთს უფრო დიდხანს და გულმოდგინედ გაუფრთხილდება როგორც ბავშვი, ისე ზრდასრული ადამიანიც, რადგან მის დასამზადებლად ვიღაცამ დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა.

სათამაშოების შეკერვა მართლაც საკმაოდ რთული პროცესია. რა თქმა უნდა, ქარხნულ ნაკეთობებს რომ დაამსგავსოთ, სპეციალური უნარები უნდა გქონდეთ. თუმცა, ძველი ხელთათმნისგან ჩვეულებრივი, პატარა რბილი სათამაშოს დამზადებას ყველა გაუმკლავდება, მთავარია, სურვილი და მინიმალური მასალა ჰქონდეს.

ძველი ხელთათმანები, მაგალითად, შეგიძლიათ ასეთ ბაჭიებად აქციოთ.

მათ დასამზადებლად, ხელთათმანების გარდა, დაგჭირდებათ ძაფები, შემავსებელი (ესეც გამოყენება დახეული კოლგოტებისთვის), ნემსები, მაკრატელი და რამდენიმე ფერადი ლენტი დეკორისთვის. თვალები შეგიძლიათ მუყაოსგან დაამზადოთ ან მაღაზიაში უკვე მზა შეიძინოთ.

როგორ შევკეროთ სათამაშო ბაჭია

1. დაიდეთ ხელთათმანი ისე, რომ მისი თითები ხემოთ, ნეკა თითებით გარეთ იყურებოდეს. მოჭერით შუა და არათითები ორივე ხელთათმანს.

2. დარჩენილი ქსოვილი გაჭერით შუაზე ისე, რომ ერთ ნაწილზე დიდი, საჩვენებელი თითი და მაჯამდე ქსოვილის ნაწილი დარჩეს, ხოლო მეორეზე – ნეკა თითი და მაჯამდე ქსოვილის ნაწილი. შემდეგ მოჭერით ზედმეტი ქსოვილი და მიაკერეთ ნეკა თითების საწყისები ერთმანეთს.

3. ახლა შეკერეთ დეტალები დიდი და საჩვენებელი თითებით, მჭიდროდ გაავსეთ სათამაშოს ორივე ნაწილი შემავსებლით და ერთმანეთს მიაკერეთ დეტალები.

ახლა შეგიძლიათ სათამაშო მორთოთ.

თუ ბაჭიები დიდად არ მოგეწონათ, იქნებ ეს ფისო იყოს თქვენთვის შესაფერისი?

თუ ნაცრისფერი ან ზოლიანი ხელთათმანები იპოვეთ, იგი იდეალური იქნება ასეთი პერსონაჟისთვის.

როგორ შევკეროთ სათამაშო კატა

1. უბრალოდ მოჭერით ხელთათმანს შუა და ნეკა თითები. მოკერეთ ხვრელი, თავად დიდი თითი კი მიაკერეთ ნეკას ადგილას.

2. შემდეგ ვერტიკალურად გაჭერით, კუდის მიერთების ადგილას, და ნეკა იქ მიაკერეთ. კარგად შეავსეთ სათამაშოს მუცელი და კარგად მოუჭირეთ ძაფი კისრის ადგილას.

3. ნაწილი, რომელიც ფისუნიას თავად უნდა ვაქციოთ, გაავსეთ შემავსებლით მხოლოდ სანახევროდ, შემდეგ კი მოკერეთ ხელთათმანის კიდეები ისე, რომ ყურები მიიღოთ.

ხოლო ნარინჯისფერი ან ყვითელი ხელთათმანი შეგიძლიათ საყვარელ მელაკუდად აქციოთ.

როგორ შევკეროთ სათამაშო მელია

1. მელიის ტორსი იმავე პრინციპით მზადდება, რომლითაც ფისუნია. მოჭერით ხელთათმნის მანჟეტი და შეკერეთ მისი ზედა ნაწილი ისე, როგორც კატის შემთხვევაში.

2. შემდეგ გაავსეთ მელიის თავი შემავსებლით ნახევრამდე და ძაფზე მოაგროვეთ დარჩენილი ხვრელი ისე, რომ წვეტიანი ცხვირი გამოვიდეს.

3. ამის შემდეგ, უბრალოდ მიაკერეთ თავი ტორსს.

ხოლო, თუ პატარას ან თქვენ მოგწონთ ზღვის ბინადრები, გთავაზობთ, ხელთათმნისგან მხიარული რვაფეხა შეკეროთ.

აღნიშნული სათამაშო უფრო მარტივად მზადდება, ვიდრე სხვები.

როგორ შევკეროთ სათამაშო რვაფეხა

1. უბრალოდ გაავსეთ ხელთათმანი შემავსებლით და მოკერეთ სახელო.

2. რვაფეხის გასაცოცხლებლად, მორთეთ იგი ღილებით და შენიღბეთ ნაკერები ხელნაკეთი ქუდით, პარიკით ან თმისსამაგრებით.

აი, ასე, თავისუფალ დროს თუ ოჯახთან ერთად, მხიარულად გაატარებთ, ძველ ხელთათმანებს ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ.