სასარგებლო ინსტრუქცია – რას აღნიშნავს ტანსაცმლის ეტიკეტებზე დატანილი სიმბოლოები

თუ არ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გარეცხოთ ტანსაცმელი, დროდადრო უსიამოვნო ინციდენტები მოხდება: სვიტერი დაპატარავდება, თქვენი საყვარელი მაისური გაიწელევა და კაშკაშა ფერს დაკარგავს.

ჩვენ გეტყვით, რას ნიშნავს ტანსაცმლის ეტიკეტებზე დატანილი სიმბოლოები და მათთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ გაგიჩნდებათ.

1.ამ ტანსაცმლის გარეცხვა შეიძლება.

2. გარეცხვა არ შეიძლება.

3. მხოლოდ ხელით რეცხვაა ნებადართული. ყველაზე უფრო შესაფერისი ტემპერატურა – 30-40 °C.

4.  ხელით ან ავტომატით რეცხვა მითითებულ ტემპერატურაზე.

5.  ხელით ან ავტომატით რეცხვა  (დელიკატური პროგრამით) არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა.

6.  ძალიან დელიკატური რეცხვა მინიმალური ქიმიური დამუშავებით არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა.

7. შესაძლებელია ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალების გამოყენება მხოლოდ ცივ წყალში. მიაქციეთ ყურადღება, რომ სარეცხი საშუალება ბოლომდე იყოს გახსნილი (გაზავებული).

8. არ შეიძლება მათეთრებელი საშუალების გამოყენება.

9. შეიძლება გაუთოვება.

10. გამოიყენეთ რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე ჩართული უთო.

11. გამოიყენეთ საშუალო ტემპერატურაზე ჩართული უთო.

12. შესაძლებელია დანამვა და დაუთოვება მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართული უთოთი.

13. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება სუსტი წმენდა – მხოლოდ მშრალი დამუშავება).

14. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება მშრალი წმენდა ნებისმიერი გამხსნელი საშუალებით).

15. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით, ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეთანით- monoftortrihlormetanom).

16. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნაშირწყალბადებით და ტრიფთორტრიხლორმეთანით- triftortrihlormetana).

17. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა ნახშირწყალბადებით, ქლორით, ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეტანით- monoftortrihlormetanom. შესაძლებელია ცოტა რაოდენობის წყლის დამატება და ასევე საჭიროა მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლი).

18. მიმართეთ ქიმწმენდას (საჭიროებს მხოლოდ ნახშირწყალბადების და ტრიფტორტრიქლორმეტანომით-triftortrihlormetanom დამუშავებას. შესაძლებელია ცოტაოდენი წყლის დამატება, საჭიროებს მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლს და შეიძლება გაიწუროს და გაშრეს სარეცხ მანქანაში).

19. შეიძლება გაწუროთ და გააშროთ სარეცხ მანქანაში.

20. სარეცხ მანქანაში ან საშრობში გაშრობა აკრძალულია.

21. შეგიძლიათ გააშროთ საშრობში დაბალ ტემპერატურაზე.

22. შეგიძლიათ გააშროთ საშრობში მაღალ ტემპერატურაზე.

23. გაწურვის შემდეგ შეგიძლიათ ვერტიკალურად დაკიდოთ.

24. გააშრეთ გაწურვის გარეშე.

25. გააშრეთ ჰორიზონტლურ ზედაპირზე მოთავსებული.

კიდევ რამდენიმე რჩევა

გარეცხვის დაწყებამდე ნუ დაგავიწყდებათ დაალაგოთ ტანსაცმელი ფერების მიხდვით. მცირე ზომის ნივთები ყოველთვის მოათავსეთ სპეციალურ ტომარაში.

აბრეშუმის ნაწარმი მოითხოვს დელიკატურ რეცხვას ოდნავ თბილ წყალში. გააშრეთ შიგნით ან ჩრდილში, არ ჩამოკიდოთ მზეზე ან ბატარეაზე.

ვიმედოვნებთ, რომ ზოგიერთი სიახლში გარკვევაში დაგეხმარეთ, ახლა კი თითოეული რეცხვა ყველანაირი პრობლემის გარეშე ჩაივლის.