?????????????????????????????????????????????????????????

ემალის ქვაბი უამრავი დიასახლისის არსენალშია. ჭურჭელს უამრავი უპირატესობა აქვს. თუმცა, დროთა განმავლობაში, იგი ძალიან ჭუჭყიანდება. ემალის ჭურჭლის ზედაპირზე გროვდება მიმწვარი საკვები და ცხიმი. თუ ერთხელ მაინც მიუშვებთ სიტუაციას, ძალიან მალე, გაწმენდა შეუძლებელი იქნება. ეს იმიტომ, რომ წმენდის ტრადიციული მეთოდების უმრავლესობა იწვევს ემალის დაზიანებას.

არსებობს მარტივი და ძალიან ეფექტური გზა ძალიან დაბინძურებული ემალის ჭურჭლის გასაწმენდად. პირველ რიგში, გაეშურეთ უახლოეს საყოფაცხოვრებო მაღაზიაში და შეიძინეთ “პერსოლი”. ამის შემდეგ, ქვაბი ნახევარზე ზემოთ გაავსეთ ცივი წყლით და დაუმატეთ 2 ს.კ. შეძენილი საშუალება.

რჩევა: სახლში რამდენიმე ბინძური, ცხიმიანი პირსახოცია? პერსოლი მათაც გარეცხავს. რახან ემალის ქვაბს წმენდთ, შეგიძლიათ, ხარშვის დაწყებამდე მასში ჭუჭყიანი პირსახოცები მოათავსოთ. ასე ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავთ და დროსაც დაზოგავთ.

ახლა აადუღეთ წყალი. პროცესი 5-7 წუთს მოითხოვს. აუცილებლად გააკონტროლეთ მიმდინარე პროცესი, რამდენადაც მალე გაჩნდება ქაფი, რომელიც ემალის კიდეებიდან გადმოვა. იგი მუდმივად უნდა ამოიღოთ, რათა ქურა არ დაბინძურდეს. გააკეთეთ ეს კოვზით ან თასით.

დუღილის დასრულების შემდეგ, გადაღვარეთ წყალი ნიჟარაში. ქვაბში სიბინძურის ფრაგმენტები მაინც დარჩება. ისინი კბილის ჯაგრისით ან ჭურჭლის ღრუბლით უნდა გაწმინდოთ, დამატებითი საშუალებების გარეშე. სულ ბოლოს, ჭურჭელი კიდევ ერთხელ უნდა გარეცხოთ ჩვეულებრივად და გაავლეთ რამდენჯერმე, რათა პერსოოლის ნარჩენები სრულად ამოვიდეს.

ესეც ვიდეო-ინსტრუქცია.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი