ვირტუალური ტანსაცმელი – აბსურდი კი არა, ხორცშესხმული რეალობა

როცა ჩვენ გვესმის “ვირტუალური ტანსაცმელი”, ბუნებრივი რეაქციაა წარბების შეჭმუხნვა და კითხვა: “რა???” აი, სკეპტიკოსების იმედგაცრუების დროც მოვიდა, რადგან ვირტუალური ტანსაცმლის შეძენა ახლა სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას. აღნიშნული მოვლენის მიზანია, პლანეტა ნარჩენებისგან იხსნას. მოცემული სტატია დაწვრილებით მოგიყვებათ, თუ რაშია საქმე.

როგორ დაიწყო ყველაფერი…

ყველაფერი 2019 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა ნორვეგიულმა მოდის ბუტიკმა Carlings გამოუშვა ტანსაცმლის კოლექცია, რომელიც მხოლოდ ონლაინ არსებობს. სპეციალურად თქვენთვის, რობოტი-მშენებელი ტანსაცმელს საჭირო რაკურსში ატრიალებს და თქვენ მიერ შერჩეულ ვირტუალურ მოდელებს გაცმევთ გაგზავნილ ფოტოებზე. აღნიშნულ გამოგონებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ეკოლოგიურობა და სხვა არაფერი.

რისთვისაა ასეთი ტანსაცმელი საჭირო? სანამ ილონ მასკი ოზონის ხვრელის გაკერვას, მარსის დასახლებასა და ეკოლოგიურად სუფთა მფრინავი მანქანების გამოგონებას ცდილობს, რომლებიც სივრცეში ერთმანეთს არ შეეჯახება ჭკვიანი ნავიგატორების წყალობით, ასევე, ცდილობს მთელი მსოფლიოს უზრუნველყოფას მიწაზე დაბრუნებადი რაკეტებით, რომლებიც ატმოსფეროში, დედამიწის თავზე არ დაიწვება, ჩვენ ყველა დღემდე ვერ ვხვდებით, როგორ მოვახდინოთ ხელოვნური მასალით ნაწარმოები ტანსაცმლის უტილიზება დაღუპვის პირას მყოფი დედამიწის ვნების გარეშე.

ძვირადღირებული ბრენდები მუდმივად ეხვევიან სკანდალებში თავიანთი კოლექციების დაწვის გამო, შემდეგ კი ეკო-დამცველებს ბოდიშს უხდიან. ჩვენ მოგვიწოდებენ ბამბუკის ტანსაცმლის ტარებას, ხოლო მაღაზიაში მხოლოდ სიმინდის პაკეტებით სიარულს. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ახალი გარდერობის ნაწილი ასი პროცენტით ეკოლოგიურია, რადგან იგი უბრალოდ არ არსებობს რეალურ სამყაროში?

როგორ განვითარდა…

კაცობრიობის ისტორიაში ვირტუალური ტანსაცმლის პირველი აუქციონი გაიმართა ნიუ-იორკში, 2019 წლის 11 მაისს. ჯერ კიდევ დამწყებმა ბიზნესმა FavourUp წარმოადგინა პროექტი “ისტორიაში პირველი ვირტუალური ტანსაცმლის აუქციონი კუწურიეებისგან”. იგი ნიუ-იორკში შედგა. 11 მაისს, Ethereal Summit 2019-ის ფარგლებში, ლონდონურმა სტარტაპმა ფეივორაფმა წარმოადგინა ვირტუალური ტანსაცმელი, სახელად “იყავი ცისარტყელასებრი”. სწორედ ამ ტანსაცმელმა დაიპყრო ინსტაგრამი 2019 წლის მარტში. თავად ვირტუალური ნიმუში, 1 წლის წინ, 10 000 დოლარი ღირდა, თუმცა დღეისათვის, ვირტუალური ტანსაცმელი თითქმის ყველასათვისაა ხელმისაწვდომი, რადგან მისი ფასი მხოლოდ რამდენიმე ათეული დოლარია და უკვე საკმაოდ ბევრი ბრენდიც აწარმოებს. ტანსაცმლის ვირტუალური ელემენტები და აქსესუარები ევროპაში დღეისათვის თითქმის ყველა მოდის სახლში იყიდება 15-25 ევროდ.

ვის სჭირდება ეს?

დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი საკუთარ ცხოვრებას ვერ წარმოიდგენს სოციალური ქსელების გარეშე. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 5% იღებს შემოსავალს სოც.ქსელების ანგარიშების მონეტიზაციით. ზოგიერთი მოდური ადამიანი კი საერთოდ სოციალური ქსელების ხარჯზე ცხოვრობს. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მოდური, ვიდრე ვირტუალური ტანსაცმელია დღეს? გარდა ამისა, ეს იდეალური საშუალებაა ლუქის გასაახლებლად. დღეისათვის, ჰეშთეგი #addressthefuture აჩვენებს, რომ ათასობით მომხმარებელი სიამაყით წარუდგენს თავის მიმდევრებს ციფრულ ტანსაცმელს. ეს შეიძლება იყოს ეკონომიის კარგი საშუალება, რადგან, ხშირად, ასეთ ტრენდულ ტანსაცმელს მხოლოდ მოდური ფოტოსესიებისთვის ყიდულობენ. ციფრული ნივთები კი ნაწილობრივ გაათავისუფლებს პლანეტას ეფექტური ტანსაცმლის უტილიზებისგან, რომელიც მთლიანად ლატექსისა და სხვა მსგავსი, თითქმის არაუტილიზებადი მასალებისგანაა დამზადებული.

ვირტუალური ტანსაცმლის იდეა მეგაპოპულარული ვირტუალური ბლოგერის გამო გაჩნდა

რეალობასა და ვირტუალობას შორის საზღვრები უკვე ძლიერად მოიშალა. Instagram-ის 3 მლნ მომხმარებელი უყურებს მოდელ და მომღერალ LilMiquela-ს ცხოვრებას, რომელიც… დედამიწაზე არ არსებობს! ინფლუენსერს აცვია Prada და Supreme, ვახშმობს მეგობრებთან ერთად, ოფისში მუშაობის შემდეგ, ერთობა ფესტივალ Coachella-ზე და კოცნის ბელა ჰადიდს. მაშ, რატომ არ უნდა დადოს მოკვდავმა ბლოგერმა ერთი-ორი ფოტო ვირტუალური ტანსაცმლით?