9 ორგანაიზერი, რომლებიც თქვენს სახლში წესრიგს დაამყარებს

არც ერთ სახლში არ იქნება ზედმეტი რამდენიმე სასარგებლო ორგანაიზერი. კვლევები აჩვენებს, რომ მოწესრიგებულ და მყუდრო სახლში ცხოვრება სასარგებლოა კარგი განწყობისთვის. სასიამოვნო და კომფორტული წვრილმანები ამცირებს სტრესს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციასა და მუშაობისა და ცხოვრების ეფექტურობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანაიზერები პატარა ოთახებში, ადგილის ეკონომიისა და ფუნქციურობის გაუმჯობესებისთვის. რამდენიმე კარგი მაგალითი გამოგადგებათ თქვენს სახლში წესრიგის დასამყარებლად.

1. ყოველდღიური ორგანაიზერი

თუ ასეთ ორგანაიზერს შემოსასვლელ ოთახში დადგამთ, აღარასდროს გამოტოვებთ მნიშვნელოვან გადასახადს ან ვინმეს დაბადების დღეს. მასში 31 დანაყოფია ჩანაწერების, ბარათებისა და საგადასახადო დოკუმენტებისთვის. ქვემოთ სპეციალური უჯრაა კალმების, სავიზიტო ბარათების, ბლოკნოტებისა და სხვა მნიშვნელოვანი წვრილმანების შესანახავად. ეს ძალიან მოსახერხებელი ორგანაიზერია, რომლის წინასწარ, ერთი თვით გავსებაც დაგავიწყებთ უწესრიგობის შესახებ.

2. მრავალფუნქციური პუფი

რბილი პუფი, შიგნით ფუნქციური სივრცით – სტილისა და მოსახერხებლობის იდეალური შერწყმაა ნებისმიერი მისაღებისთვის. რბილი ზედაპირი მაგნიტივით გიზიდავთ დასაჯდომად ან ფეხების შემოსაწყობად. მის ქვეშ კი შეგიძლიათ დამალოთ ჟურნალები, ტელევიზორის პულტი, პლედი, ვიდეოთამაშების კონტროლერი ან სხვა პატარა ნივთები, რომლებიც არამხოლოდ აფუჭებს ოთახის ინტერიერს, არამედ მუდმივად იკარგება.

3. სამზარეულოს ორგანაიზერი

კომპაქტური გამოსაშლელი სადგამი იდეალურია საცხობი ფორმების, საჭრელი დაფებისა და დიდი თეფშების მოსაწესრიგებლად. მასში ყველაფერი წვრილმანებამდეა გათვალისწინებული: ზეგამძლე დამყოფები და მცურავი დეტალები, რომლებიც ამარტივებს სადგამის გამოშლას.

4. მოსახერხებელი ჩანთა ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის

ასეთი ზურგჩანთა კარგია სტუდენტების, სპორტსმენებისა და დიასახლისებისთვისაც. იგი მოსახერხებელი, ტევადი და გამძლე ქსოვილის ნაკეთობაა. მასში შეგიძლიათ ჩაალაგოთ სპორტული ფორმები, ყველა საჭირო ატრიბუტი პიკნიკის ან შეძენილი პროდუქტი.

5. ორიგინალური სათავსო პარკებისთვის

ბევრ ჩვენგანს აქვს სახლში პარკებით სავსე პარკი. როგორ გვინდა, რომ ისინი მუდმივად ხელთ გვქონდეს და სამზარეულოში ხელს არ გვიშლიდეს, არ ქმნიდეს უწესრიგობას და არც ოთახის ინტერიერს აფუჭებდეს. ბევრი პარკის მოსაწესრიგებლად, შეიძინეთ რკინის ორგანაიზერი, რომელსაც კედელზე, კარადაზე ან თაროს ქვეშ დაამაგრებთ. იგი მოდურად გამოიყურება და შესანიშნავად უმკლავდება შენახვის ფუნქციასაც.

6. კოშკი ბალიშებისთვის

დეკორატიული ბალიშები ფერებსა და ხალისს მატებს საწოლს, დივანსა თუ სავარძელს, ამიტომ, ისინი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სტილის ინტერიერში. თუმცა, როცა საქმე მიდის დასვენებამდე, ისინი შეიძლება ხელს გიშლიდეთ და პირდაპირ იატაკზე ულამაზო გროვას წარმოქმნიდეს. ასეთ უწესრიგობას რომ მოერიდოთ, შეიძინეთ სპეციალური დასადგამი, რომელიც დიდად არ შეავსებს სივრცეს, თუმცა, სურვილისამებრ, დაიტევს ყველა ბალიშსა და პლედს.

7. ყველაფერი ერთ ადგილას

დერეფანში ყოველთვის უნდა მოიძებნოს ადგილი, სადაც ქუდის, ქოლგის, რამდენიმე ქურთუკის, ჩანთისა და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმლის დაკიდება შეიძლება. ასეთი მრავალფუნქციური ავეჯი ყველაფერს დაიტევს. მასზე რამდენიმე სახის ტანსაცმლის საკიდი, ორი ფეხსაცმლის თარო და ხის წიგნების თაროცაა მცენარეების, ზურგჩანთების ან ძაღლის საბელის მოსათავსებლად.

8. მოსახერხებელი სარკე 


ფუნქციური ავეჯი ყოველთვის, ნებისმიერ სახლში გამოგადგებათ. თაროებიანი სარკე მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც შემოსასვლელ, ისე სააბაზანო ან საძინებელ ოთახებში. აქ შეიძლება საფულის, სათვალის, გასაღების, სავარცხლის, სუნამოსა და კოსმეტიკის შენახვა.

9. ელეგანტური ურიკა ნებისმიერი ოთახისთვის

ამ გასაოცარ ურიკას სახლის ნებისმიერ ოთახში დადგამთ და შესანიშნავ ეფექტსაც მიიღებთ. მისი გამოყენება შეიძლება ყველგან: მისაღებში იგი ბარის სადგამის ფუნქციას შეასრულებს, სამზარეულოში სანელებლების ბარად იქცევა, საძინებელში გვერდითა ტუმბოს როლს ითამაშებს, ხოლო სააბაზანოში კარგ წიგნსა და ღვინის ბოკალს დაიტევს.