რატომ უნდა ჩაასხათ სამზარეულოს ნიჟარაში მცენარეული ზეთი

ჯანდაბა, საიდან მოდის ეს უსიამოვნო სუნი ყოველ ჯერზე? სამსახურიდან ვბრუნდები და ყოველთვის ვგრძნობ მას. ნერვები მეშლება! ცოტა ხნის წინ ვიყიდე ბინა. ქმართან ერთად დიდხანს ვიწვალეთ, სანამ არ გავიგეთ, რომ ამ საშინელ არომატს ჩვენი სამზარეულოს ნიჟარა აფრქვევდა.

© Depositphotos

სამზარეულოს ნიჟარიდან ამომავალი სუნი ახალი პრობლემა არ გახლავთ. ხან იქ, ხან აქ, მუდმივად გვხვდება განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის დროს. ჩვენი რედაქცია, თქვენთან ერთად, ეცდება პრობლემის გარკვევაში. ასევე, გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მსგავსი გაურკვევბლობის თავიდან ასაცილებლად.

© Depositphotos

როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს ნიჟარა

გამწოვი მილის თვისებაა ძალიან სწრაფად დაბინძურება და ამისთვის რამდენიმე კვირაც არ სჭირდება ხოლმე. მიზეზი შეიძლება ბანალურად მარტივი იყოს: არასწორი მონტაჟი, ბავშვების თამაში და ნიჟარაში ყველაფრის ჩაყრა. იმისათვის, რომ წყლის მილი სუფთა იყოს, საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა.

1. დააკვირდით ნარჩენების ზომას

უმჯობესია, ნიჟარაში არ ჩაყაროთ მსხვილი ნარჩენები, ჩაის ფოთლები, ბოსტნეულის კანი. ასევე, დააკვირდით, რომ მასში არ მოხვდეს თმა, ძაფები და მსგავსი ნაგავი. დანაგვიანებულ მილებთან ბრძოლის საუკეთესო ხერხია მათი არ დანაგვიანება.

© Depositphotos

2. შეამოწმეთ სიფონი

უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს სიფონის არარსებობა. როგორც ცნობილია, ზოგიერთი მშენებელი ეკონომიუას აკეთებს და გამწოვ მილს პირდაპირ დიდ მილში უშვებს. ახალ ბინებში ეს საკმაოდ ხშირი შეთხევევაა. სიფონის კონსტრუქცია ითვალისწინებს, რომ მასში წყალი გაჩერდეს. ასეთი ბუნებრივი საცობი ხელს უშლის უსიამოვნო სუნის უკან ამოღწევას. მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილებაა.

© Depositphotos

3. დააყენეთ ნარჩენების მჭრელი

პოპულარული უცხორუი მოწყობილობა ჩვენს ბინებში ჯერ დიდი იშვიათობაა. იგი გლობალურად წყვეტს მსხვილი ნარჩენების პრობლემას, რომელიც მუდმივად გვაწუხებს, მილების გაჭედვის სახით. მოწყობილობა სპეციალისტმა უნდა დააყენოს, თავად ნივთი კი შეიძლება ძვირი ღირდეს, თუმცა მის შეძენას აზრი ნამდვილად აქვს.

© Depositphotos

4. ჩაყარეთ “კროტი”

თუ შეამჩნიეთ, რომ წყალს გადინება უჭირს, ესე იგი, მილი მალე გაიჭედება. ბევრი მირბის მაღაზიაში კაუსტიკური სოდისთვის, თუმცა ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის ხოლმე: თუ მილი უკვე გაიჭედა, სოდა არ ირეცხება და მყარდება, რაც სავსებით უკუშედეგს იძლევა. “კროტის” გამოყენება შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა წყალი ნორმალურად გაედინება. საშუალება ხსნის დაგროვილ ცხიმებსა და საშინელი სუნის მქონე ნადებს, ესე იგი, სუნსაც მოაშორებს.

© Depositphotos

5. გამოიძახეთ სანტექნიკოსი

პრობლემისადმი თქვენი არასერიოზული დამოკიდებულება – ესეც კატასტროფის ერთადერთი მიზეზი. წყალი უიმედოდ დგას ნიჟარაში, დგუში არ გეხმარებათ. ისღა დაგრჩენიათ, სანტექნიკოსს მიმართოთ. გაგიმართლათ, თუ მილები პლასტმასისაა – მათი დაშლა და გაწმენდა მარტივია. თუმცა, თუ მილები ძველი მეტალისაა, თანაც, აქამდე უამრავი სოდა გამოიყენეთ, მოემზადეთ იმისათვის, რომ მათი შეცვლა მოგიწევთ.

© Depositphotos

ერთი შეხედვით, ეს პრიმიტიული რჩევებია, თუმცა ჩვენ არასდროს ვითვალისწინებთ მათ. თუ სიტუაციის გამოსწორების განწყობაზე ხართ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ. ნუ მოგერიდებათ მათი გამოყენება, ამით ვერაფერს ავნებთ.

როგორ მოვაშოროთ სუნი ნიჟარიდან

1. პირველ რიგში, შეამოწმეთ სამზარეულოს სიფონი. იგი ყველაზე სწრაფად იჭედება. ეს კატასტროფა არაა, მას მარტივად გაწმენდთ. თუ სახლს დიდხანს დატოვებთ, შეგიძლიათ, მასში ცოტაოდენი მცენარეული ზეთი ჩაასხათ. იგი წარმოქმნის ფენას, რომელიც არ მისცემს წყალს სიფონში გაშრობის საშუალებას. სწორედ ეს ხდება ხოლმე უსიამოვნო სუნის მიზეზი.

© Depositphotos

2. საწმენდი საშუალებები პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებს და იმისთვისაა შექმნილი, რომ გაუმკლავდეს თმებს, ნამცეცებსა და ორგანულ ნადებს, რომლებიც უსიამოვნო სუნისა და მილების გაჭედვას იწვევს.

© Depositphotos

3. პრევენციის მიზნით: ჭურჭლის რეცხვის შემდეგ, ცხიმი რომ არ გამყარდეს და არ დაგროვდეს მილებში, ჩაასხით ნიჟარაში რამდენიმე ლ მდუღარე წყალი. ეს ნაცადი საშუალებაა, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ. რაც უფრო ნაკლებია სტოკში ნაგავი, მით უფრო ნაკლებია უსიამოვნო სუნი.

© Depositphotos

მაშ ასე, ახლა უკვე იცით, როგორ მოიშოროთ ნიჟარიდან უსიამოვნო სუნი. ახლა ისღა დაგრჩენიათ, პროფილაქტიკას მოჰკიდოთ ხელი.