როგორ აფუჭებს ტუტუცი ჩრჩილი ტანსაცმელს, თუ მას არც კი ჭამს

ბავშვობიდან ყველამ იცის, რომ ჩრჩილი ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერია. თუმცა, თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ნაკლებად გასაგები ხდება, თუ როგორ აფუჭებს იგი მას. ჩრჩილი ხომ საკმაოდ საყვარელი პეპელუკაა, რომელიც ტანსაცმელს არ ჭამს და, საერთოდ, ტანსაცმლის მიმართ არავითარ ინტერესს არ ავლენს. რა დგას იმ დამანგრეველი პროცესის უკან, რომელიც ტანსაცმელს აფუჭებს?

ხალხში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მავნე ჩრჩილი საყვარელ ქურქებსა და შალის ტანსაცმელს ჭამს. რეალურად, ასე არ არის. ნუ, ყოველ შემთხვევაში, მთლად ასე… საქმე ისაა, რომ ზრდასრული ჩრჩილი, რომელიც უკვე პეპლის ფორმაშია, არ იყენებს საყვარელ ტანსაცმელს კვების წყაროდ. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც უშუალო საფრთხეს წარმოადგენს გარდერობისთვის. ეს იმიტომ, რომ ტანსაცმელს აფუჭებენ ჩრჩილის ლარვები, პატარები, რომლებსაც დიდი რაოდენობით დებენ ზრდასრული პეპლები თქვენი ტანსაცმლის ბუსუსებში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩრჩილი მწერთა მთელი ჯგუფის განზოგადებული სახელწოდებაა. მეტიც, “ჩრჩილი” სამეცნიერო სახელწოდება არ გახლავთ. საშინაო მავნებლებს შორის გამოყოფენ ქურქის, კაბების, ავეჯის, ხორბლის და სხვ. ჩრჩილს. საერთო ჯამში, შეგვიძლიათ სახლისთვის საშიშ პეპელთა 40 ოჯახი გამოვყოთ.

მიუხედავად ამისა, ქურქის ჩრჩილი ტანსაცმელს ერთნაირად ვნებს. ჯერ, ზრდასრული პეპლები გარკვეული რაოდენობის კვერცხს დებს, რომლებიც მოგვიანებით ლარვებად იქცევა. ჩრჩილის ლარვები – ესაა ძალიან ბასრკბილებიანი ჭიები, რომლებიც ტანსაცმლის ბუსუსებს ჭამენ. მწერის შვილები თანდათან ღრღნიან მას, აქცევენ საკვებ ფაფად. ასე გრძელდება მანამ, სანამ ლარვა თავისი ცხოვრების შემდეგ ციკლში გადასვლისთვის – პეპლად ტრანსფორმაციისთვის არ იქნება მზად.

გარდა ამისა, ჩრჩილის ლარვები ტანსაცმელს არამხოლოდ საკვებად, არამედ მოძრაობის გასაგრძელებლადაც ღრღნიან. ბეწვეულის ნაწილი ჭიებს ხელს უშლის გადაადგილებაში, დიდი რაოდენობით ჭიას კი მდიდრული ნივთის ფაფად ქცევა შეუძლია. თავიდან, ტანსაცმელზე ჩნდება დამახასიათებელი ზოლები, ხოლო რაღაც დროის შემდეგ მთელი ხვრელები.