რატომ არ უნდა გარეცხოთ ჯინსები ხშირად და კიდევ 8 ჰიგიენური წესი

ტელევიზორის ეკრანებიდან მუდმივად გვაჩვენებენ, რომ სახლის დალაგება, რეცხვა და წმენდა შეუჩერებლადაა საჭირო. ამას ვერ შევედავებით, თუმცა, თითოეულ ნივთს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გადავწყვიტეთ, ამ საკითხში უფრო ღრმად გავერკვეთ.

1. როდის გავწმინდოთ მაცივარი?

რაც უფრო ჭუჭყიანია თქვენი მაცივარი, მით უფრო ცუდად მუშაობს იგი. ამიტომ, თუ თქვენი ტექნიკის ექსპლუატაციის ვადის გაზრდა გსურთ, გაწმინდეთ უფრო ხშირად. ეცადეთ, კვირაში ერთხელ გამონახოთ 15 წუთი, თაროებისა და კარის გასაწმენდად. რაც შეეხება სრულყოფილ წმენდას, იგი ექვს თვეში არანაკლებ ერთხელ უნდა ჩატარდეს.

2. რამდენად ხშირად გამოვცვალოთ საწოლის თეთრეული?

Novate.ge-ს რედაქციის ინფორმაციით, საწოლის თეთრეული კვირაში არანაკლებ ერთხელ უნდა გამოცვალოთ. ზოგიერთმა ადამიანმა კი ეს უფრო ხშირად უნდა გააკეთოს. თუ, მაგალითად, საწოლში ჭამის ჩვევა გაქვთ, იშვიათად მიმართავთ წყლის პროცედურებს, საწოლში ცხოველებსა და ბავშვებს უშვებთ… ყველა ზემოხსენებული იმის საბაბია, რომ თეთრეული მაქსიმალურად ხშირად გამოცვალოთ. დამიჯერეთ, ზეწრებზე იმდენი მიკრობი და მტვრის ტკიპაა, რომლებიც გამონაყარს, ალერგიას, კონიუქტივიტს, ეკზემას, სურდოსა და ხველას, რომ მათი გამრავლება საჭირო ნამდვილად აღარაა.

3. როგორ მოვუაროთ სამზარეულოს კარადებს?

თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად ხშირად გაწმენდთ სამზარეულოს კარადებს, თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, ეს კვირაში ერთხელ უნდა გაკეთდეს. განსაკუთრებით, ეს ეხება იმ კარადებს, რომლებიც გაზქურის გვერდით ან ზემოთ მდებარეობს. ამ კარადების ზედაპირებზე ყოველთვის ჩნდება ცხიმისა და ჭუჭყის ნადები. ჰოდა, ასეთი დაბინძურება “ცხელ კვალზე” უნდა მოაშოროთ, თორემ გახმება და ძლიერი ქიმიური საშუალებების გამოყენებას გაიძულებთ.

4. უნდა გავწმინდოთ თუ არა კედლები?

სახლის დალაგებისას, ადამიანთა უმრავლესობა კედლების შესახებ უბრალოდ ივიწყებს. არადა, მათზე, ისევე, როგორც ავეჯზე, დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება. ბუნებრივია, ბევრს არ შეუძლია კედლების წმენდა ორ კვირაში ერთხელ, თუმცა, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოუყოთ მათ საჭირო ყურადღება. მოპირკეთების ტიპის მიხედვით, შეგიძლიათ კედლები ტილოთი ან მტვერსასრუტით დაამუშავოთ.

5. რამდენად ხშირად უნდა ვრეცხოთ ჯინსები?

აი, ჯინსები კი, ჩვენი სიის სხვა ნივთებისგან განსხვავებით, მაქსიმალურად იშვიათად უნდა გარეცხოთ. მეტიც, ეს ცივ წყალში უნდა გააკეთოთ, გარეცხვამდე კი ტანსაცმელი უნდა გამოაბრუნოთ. რაც შეეხება ჰიგიენას, კვლევების მონაცემებით, ჯინსებზე, რომლებიც ორი დღე და ორი კვირა ზედიზეც ეცვათ, მიკრობების რაოდენობა თითქმის თანაბარი აღმოჩნდა. ჯინსის ტანსაცმლის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ დენიმის შარვლები მინიმუმ 7 ჩაცმის შემდეგ უნდა გაირეცხოს.

6. როდის უნდა გავრეცხოთ აბაზანის ფარდა?

სააბაზანო – მიკრობების, სოკოებისა და ობის ერთ-ერთი უსაყვარლესი საცხოვრებელი ადგილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რაც სააბაზანოშია, საგულდაგულოდ უნდა მოუაროთ. ეს განსაკუთრებულად ეხება ქსოვილის დეტალებს. მაგალითად, ქსოვილის ფარდა უნდა გაირეცხოს ორ კვირაში ერთხელ, ხოლო მუშამბისა კარგად უნდა გაიწმინდოს თვეში ერთხელ მაინც.

7. უნდა გავრეცხოთ თუ არა აზღუდები?

თუ პირადი ჰიგიენის წესებს იცავთ და რეგულარულად იღებთ შხაპს, აზღუდის ყოველდღე რეცხვა საჭირო არაა. ხშირი რეცხვა, თუნდაც დელიკატურ რეჟიმში, იწვევს საყვარელი ნივთის გაფუჭებას. ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, ლიფი 5-7 დღეში ერთხელ უნდა გარეცხოთ.

8. როგორ მოვუაროთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას?

მოწყობილობა, რომელიც დამოუკიდებლად რეცხავს თქვენს ჭურჭელს, დროგამოშვებით თავად ითხოვს რეცხვას. დროთა განმავლობაში, სპეციალური ფილტრი, რომლითაც მანქანაა აღჭურვილი, ბინძურდება და გაწმენდას საჭიროებს. ამის შემდეგ, ცარიელი მანქანა რეცხვის ციკლზე უნდა ჩართოთ და დაუმატოთ ცოტაოდენი სარეცხი საშუალება ან ჭიქა ძმარი.

9. როდის გავწმინდოთ ღუმელი?

ღუმელთან ყველაფერი მარტივადაა – იგი გამოყენებისამებრ უნდა გაწმინდოთ. ამიტომ, თუ არაფერს აცხოვთ, შეგიძლიათ ღუმელის კარის გაწმენდით შემოიფარგლოთ. თუ ღუმელს ხშირად იყენებთ, გაწმინდეთ მისი კედლები ყოველი მეორე გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს.