როგორ გავჭრათ ბოთლი საშინაო პირობებში

თუ თქვენ გაქვთ ლამაზი ბოთლები ეფექტური დიზაინით, ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას. არსებობს გზა, რომლითაც ჩვეულებრივ შუშის ბოთლებს ინტერიერის დეკორაციად ან ორიგინალურ ჭურჭლად გადააქცევთ.

მოგიყვებით და გაჩვენებთ, თუ როგორ გავჭერი ბოთლი სიგრძეზე ორ ნაწილად.

საჭირო ინსტრუმენტები:

  • ალმასის დისკი
  • იზოლენტა
  • გრავიორი
  • წვრილი ზუმფარის ქაღალდი

იზრუნეთ საკუთარ უსაფრთხოებაზე! გამოიყენეთ დამცავი სათვალე ან ნიღაბი. ჭრის პროცესის დასასრულს, ხელები და სახე კარგად უნდა დაიბანოთ, ტაანსაცმელი კი კარგად გაწმინდოთ და გარეცხოთ.

გავჭრათ ბოთლი სიგრძეზე ორ ნაწილად

ზოგიერთ ბოთლს გვერდზე ნაკერი აქვს.

ძალიან მოსახერხებელია ჭრილის გაკეთება სწორედ ამ ნაკერზე. იმისთვის, რომ ეს ნაკერი უფრო თვალსაჩინო გახდეს, მის გასწვრივ წითელი იზოლენტა უნდა დავაკვრათ.

ალმასის დისკი და ჭრის ადგილი ცივი წყლით უნდა გააგრილოთ. გამომდინარე იქიდან, რომ სახელოსნო არ მაქვს, მე ამის გაკეთება სამზარეულოში მომიწია. ცივი წლის მცირე ნაკადი მოვუშვი, ბოთლი მასში ნიჟარაში მოვათავსე და მისი გაჭრა დავიწყე. ჭრის პროცესში ძალიან ბევრი შხეფი იქნება, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სამზარეულოს და დაფარეთ იგი რაიმე სახის გადასაფარებელით.

ბოთლი თანდათან გაჭერით, ერთ მონაკვეთზე არ კონცენტრირდეთ. ჭრა იზოლენტის გასწვრივ განახორციელეთ.

ბოთლის ზედა და ქვედა ნაწილი ყველაზე რთული ადგილები გასაჭრელად. ამ ადგილებში შუშა მნიშვნელოვნად სქელდება.

მოთმინება იქონიეთ და ნუ იჩქარებთ. გრავიორთან მუშაობისას, ნუ დააჭერთ დისკს ძლიერად და არ ჩართოთ იგი ძალიან მაღალ სიჩქარეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოთლზე ნატეხები გაჩნდება. პერიოდულად გამორთეთ გრავიორი და მას გაგრილება აცადეთ.

მე 1 ბოთლის გასაჭრელად დაახლოებით 30 წუთი დამჭირდა.

ბოთლის კიდეები საკმარისად ბასრია, შეიძლება უცებ გაიჭრათ ხელი, ამიტომ ფრთხილად იყავით!

შემდეგ აიღეთ სალესი მოწყობილობა, დაამონტაჟეთ მასზე წვრილი ზუმფარას ქაღალდი და ზუმფარა წყალში ჩაალბეთ. ბოთლის გაჭრილი ნაწილების გაპრიალებას რამდენიმე წუთი დასჭირდება.

ახლა ბოთლის კიდეები უფრო გლუვი და უსაფრთხოა.

ბოთლის შენახვა მარტივია. შეაერთეთ ბოთლის ორივე ნახევარი, დაახურეთ თავსახური და ის ჩვეულებრივი ბოთლის მსგავსი გახდება.

პირადად მე, ასე გაყოფილ ბოთლს “სნექების” ჩასაყრელად ან სასანთლეებად ვიყენებ.

შუშის ბოთლებისგან შეგიძლიათ სხვადასხვა კრეატიული ნივთები დაამზადოთ თქვენი სახლის ინტერიერის შესავსებად. რასაკვირველია, სამუშაო პროცესი შრომატევადია, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. თქვენ მიიღებთ ორიგინალურ და უჩვეულო ნაკეთობას.

ნახეთ ვიდეო: