ბევრი ჩვენგანი იყენებს პლედებს. ზამთრის ცივ დღეებში არაფერი შეედრება პლედში გაგხვევას და ცხელი ჩაის დალევას. მათი დამზადება საკუთარი ხელით ძალიან მარტივია. განსაკუთრებით, თუ იგი მხოლოდ თქვენი თითებით უნდა მოქსოვოთ.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 12 მორგვი სქელი ძაფი

როგორ მოვქსოვოთ

შეაერთეთ ძაფის 3 მორგვი, გააკეთეთ მარყუჟები. ააგროვეთ 30 ჰაეროვანი მარყუჟი.

პირველ მარყუჟში ჩადეთ საჩვენებელი თითი, ძაფი მისი მეშვეობით გაატარეთ მომდევნო მარყუჟების გასაკეთებლად. თითზე ორი მარყუჟი უნდა გქონდეთ. ძაფი ორ მარყუჟში გაატარეთ. გაიმეორეთ იგივე მოქმედება მთელს რიგზე. ბოლოს გააკეთეთ ჰაეროვანი მარყუჟი.

გადააბრუნეთ თქვენი ნამუშევარი, გაიმეორეთ ქსოვა ზემოთ მოცემული სქემის მიხედვით. გაიმეორეთ, სანამ პლედი არ იქნება საჭირო ზომის.

ნართის დასამატებლად, როდესაც ძაფი ამოგეწურებათ, გაჭერით ძაფები ისე, რომ მათ იგივე სიგრძე ჰქონდეთ. შეაერთეთ ძაფის კიდევ სამი მორგვი და ორმაგი კვანძი გააკეთეთ. მოაშორეთ ზედმეტი ძაფები.

ქსოვის დასასრულებლად, ბოლო მარყუჟზე განასკვეთ ძაფი. მიღებული მარყუჟი განასკვეთ თითზე გაკეთებულ კვანძზე. მოჭერით ძაფი და გააკეთეთ კვანძი. ძაფის ნარჩენები მიმდებარე მარყუჟებზე გაკვანძეთ, რათა დაფაროთ წვერი.

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში:

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი