საყვარელი და მყუდრო სანათი, რომელიც ვალენტინობაზე შესანიშნავი საჩუქარი იქნება

ვალენტინობის დღე ახლოვდება. ამ დღეს ყველა არ აღნიშნავს, მაგრამ მათ, ვისაც საკუთარი მეორე ნახევრის გახარება სურს, დროა საჩუქრებზე იფიქრონ. ნუ იჩქარებთ მაღაზიაში წასვლას, რადგან საჩუქრის გაკეთება საკუთარი ხელით შეგიძლიათ. მაგალითად, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანისთვის დაამზადოთ გულის ფორმის სანათი.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მოდელი
  • მაკრატელი
  • LED-ნათურები
  • სადგისი
  • წებოს ლენტი
  • ფრჩხილის ქლიბი
  • მუყაო
  • პულველიზატორი
  • ფენი
  • ფოამირანი
  • ორმაგი წებოს ლენტი
  • ცხელი წებო
  • აკრილის პრაიმერი
  • ღრუბელი
  • PVA
  • ქაღალდის სახვრეტი
  • გამხმარი ყვავილები
  • მაქმანი

როგორ გავაკეთოთ

ქაღალდისგან გააკეთეთ მოდელი მომავალი ნათურისთვის, დახატეთ მასზე წრეები შერჩეული LED ნათურების ზომების შესაბამისად, ამოჭერით მოდელი და მუყაოზე მოათავსეთ.

მოდელი წებოს ლენტით დააფიქსირეთ, ქაღალდის სახვრეტით ხვრელები გააკეთეთ, მიიყვანეთ საჭირო დიამეტრამდე ხელთ არსებული საშუალებებით, მაგალითად, სუშის ჯოხით. მუყაოს უკანა მხარეს არსებული ნარჩენები მაკრატლით მოჭერით. მოხსენით მოდელი.

მუყაოსგან მოდელი გამოჭერით, კიდეები ბრჩხილის ქლიბით დაამუშავეთ. იგივე გაიმეორეთ, ოღონდ ხვრელების გარეშე.

მუყაოსგან გააკეთეთ ორი მართკუთხედი სიგანეში 8 სანტიმეტრი. სიგრძე უნდა შეადგენდეს ნახევარი გულის სიგრძეს, ასევე პლიუს რამდენიმე სანტიმეტრი ზედმეტი უნდა იყოს.

დეტალს გულუხვად მიაშხეფეთ წყალი პულველიზატორით და გადააკარით გულის ერთ-ერთ ნაწილს. გააშრეთ ფენით. იგივე გაიმეორეთ მეორე ნაწილითაც.

ნამუშევარს ორმხრივი წებოს ლენტი გადააწებეთ, ზემოდან კი ფოამირანი გადააკარით. დამატებით ცხელი წებო გამოიყენეთ.

მუყაოს ნახვრეტებიანი მოდელი თეთრ ფერში დაგრუნტეთ, მეორე დეტალზე ფოამირანი დააწებეთ. დაელოდეთ, სანამ ისინი ბოლომდე გაშრება.

ნახვრეტებიანი გულის ფორმა ძირითად დეტალზე ცხელი წებოთი დაამაგრეთ. გადაკერების ადგილები ფოამირანით დაფარეთ.

ნახვრეტებში LED განათებები მათავსეთ.

გულის მეორე დეტალზე გააკეთეთ ხვრელები ქაღალდის სახვრეტით, სადაც მავთულებს გაიყვანთ. უკანა კედელზე დააწებეთ გირლიანდების გამოსართავი.

დეტალი გულის შიგნითა ნაწილში მოათავსეთ.

ზოგადად, შეგიძლიათ სანათის ასეთ მდგომარეობაში დატოვოთ, მაგრამ თუ გსურთ, რომ მას უფრო საინტერესო სახე მისცეთ, შეავსეთ გული გამხმარი ყვავილებით.

გვერდითი კედლები მაქმანით დაამშვენეთ, მისი დაწებება მცირე ოდენობით ცხელი წებოთი შეიძლება.

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ ვიდეოში: