უჩვეულო და ლამაზი დეკორი, რომელსაც მარტივად დაამზადებთ

ძალიან მაგარი თიხის პატარა სახლი შუშის ფანჯრებით – თვითნაკეთი ინტერიერის დეკორი. დახვეწილი და მოდური დეკორაცია, რომელიც ერთგვარი ღამის სანათია. მასში დამატებითი განსაკუთრებულობა აქვს – განყოფილებები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ყულაბა ან სამკაულების სათავსო. ასეთი პატარა სახლის დამზადება საკუთარი ხელით საკმაოდ ადვილია, თქვენ უბრალოდ უნდა მოინდომოთ და საჭირო მასალით აღიჭურვოთ.

შუშის ქილებსა და ბოთლებს შორის აირჩიეთ ისეთები, რომლებიც კარგად ჯდება ერთმანეთთან. ზოგიერთი მათგანი გადაბრუნებული ფორმით იქნება. სწორედ ასე მიიღებთ  მომავალი სახლისთვის საინტერესო კარკასს. წინასწარ კარგად გარეცხილი და გამშრალი ჭურჭელი ცხელი წებოთი შეაწებეთ ერთმანეთს.

სრულფასოვანი ფორმის მისაღებად, საფუძველი მუყაოს დეტალებით შეავსეთ. მნიშვნელოვანია, რომ მუყაო მკვრივი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც სახლს ზემოდან შემოქმედებისთვის თიხის ფენას დაადებთ, იგი დეფორმირდება.

როდესაც კედლებსა და სახურავს მოამზადებთ, კოშკურის მომზადებას უნდა შეუდგეთ. აქ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სახურავები ჭურჭელზე კარგად მაგრდება. კონუსის ფორმის სახურავის ქვეშ საიმედოდ დამალული ჭურჭლის თავები უცნობებისთვის უხილავი იქნება.

შემდეგი ნაბიჯი არის თიხის ფენის გამოყენება. მასალის არჩევისას მნიშვნელოვანი აირჩიოთ ისეთი, რომელიც არ იკუმშება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, სახლს შეიძლება ბზარები გაუჩნდეს.

თვისებების თვალსაზრისით, ასეთი თიხა არის ჩვეულებრივ თიხასა და სკულპტურულ პლასტელინს შორის. პლასტიკური და ელასტიური თიხა საჭირო ადგილებზე ისმება თხელ ფენად და თანაბრად ნაწილდება. შემდეგ სკალპელის ან პატარა საკანცელარიო დანით გამოჭერით ხვრელები ფანჯრების ქვეშ.

სამუშაო ეტაპობრივად სრულდება. მოხერხებულობისთვის, სახლი რამდენიმე განყოფილებად იყოფა.

პირველი ფენის ზემოდან დამატებით ადგილებზე იდება დამატებითი დეტალები, რომლებიც ხის, ქვის ან ფილების იმიტაციას აკეთებენ. ხეს საჭირო ფაქტურას ადვილად მისცემთ სკალპერის ან ჩვეულებრივი დანის გამოყენებით.

იმისთვის, რომ სახლის თავსახურს კრამიტის ფილების მსგავსი ვიზუალი ჰქონდეს, შესაძლოა დამატებითი ტენიანობა გახდეს საჭირო. ამისთვის საკმარისი იქნება, რომ სახლს სპრეის ბოთლით ოდნავ მიაშხეფოთ წყალი.

სახლს ქვემოთ ბუნებრივი ქვებით ვავსებთ. სურვილისამებრ გააფორმეთ იგი დამატებითი დეტალებით.

როდესაც თიხასთან მუშაობას დაასრულებთ, ფრთხილად გაწმმინდეთ ფანჯრები ყურის ჩხირებით. ახლა კი სახლის გაფორმებაზე გადადით. მასალა საშუალებას გაძლევთ ამისთვის აკვარელის საღებავები გამოიყენოთ.

იმისთვის, რომ ფაქტურა უფრო გამოკვეთილი გახადოთ, შეღებვისას ზოგიერთი დეტალს ერთ ფერზე მეორე ფერი გადაუსვით.

საღებავის ერთი ფენის წასმისას ადვილად მიიღებთ ნახევრადგამჭვირვალე ეფექტს.

მას შემდეგ, რაც სახლი მთლიანად გაშრება, მხოლოდ კოშკურის შევსება და ქვეშ LED განათების ელემენტების განთავსებაღა დაგრჩებათ.

დეკორატიული სახლის “მშენებლობასთან” აკავშირებით უფრო მეტი ნიუანსი იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში: