მულტისახარში ქვაბი ძალიან სასარგებლო გამოგონებაა. თუ რა თქმა უნდა იცით, თუ როგორ გამოიყენოთ იგი.

არა მხოლოდ დამწყები, არამედ მულტისახარში ქვაბის გამოცდილი მომხმარებლები აუცილებლად აღმოაჩენენ რაღაც ახალს ამ სასარგებლო რჩევების ჩამონათვალში. ბევრ მათგანს ვერ ნახავთ მის ინსტრუქციებში!

1. თქვენ შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსოთ ამ ჭურჭლის ყველა სახურავი, გარდა მისი გამამკვრივებელი რგოლისა.

ინსტრუქციაში გარკვევით წერია: “სახურავი შეიძლება ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზედა იარუსში გარეცხოთ. რეკომენტებულია გამამკვრივებელი რგოლის და ანტი-ბლოკირების სარქველის მოხსნა სრულყოფილი დასუფთავებისთვის.

მოხსენით ეს დეტალი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სახურავების მოთავსებამდე.

2. ხანგრძლივი მოთუშვისა და ხარშვის დროს გამჭვირვალე სახურავი გამოიყენეთ.

ეს საუკეთესო გზაა იმის გასარკვევად, თუ როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი, სახურავის მოხსნის გარეშე. გამჭვირვალე სახურავი ასევე შესაფერისია შეწვის დროს.

3. თუ სილიკონის რგოლი დაბინძურდება, სწრაფად გააცხელეთ იგი წყლით და ლიმონით ან ძმრით.

თუ რგოლში საჭმლის სუნი რჩება, ჩვეულებრივი რეცხვა კი ამ პრობლემას ვერ შველის, ჩაასხით მულტისახარშ ქვაბში ორი ჭიქა ძმარი ან წყალი ლიმონის ცედრით. შემდეგ დააყენეთ “ორთქლის რეჟიმზე” 2 წუთის განმავლობაში. რგოლი ახალივით გამოიყურება!

4. შესამოწმებლად, მყარად მოხარშეთ კვერცხი.

ახალი მულტისახარში ქვაბის შეძენის შემდეგ იგი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, აადუღეთ წყალი, რომ დარწმუნდეთ, იგი ისე მუშაობს, როგორც საჭიროა. იმისთვის, რომ იგი ცარიელი არ აამუშაოთ, მასში 2 ცალი კვერცხი მოათავსეთ, შედეგად, თქვენ მიიღებთ ორ ახლად მოხარშულ კვერცხსმ რომელიც კერძების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

5. იმისთვის, რომ ამ პროდუქტის ორთქლით სამზარეულოს ავეჯი არ დაზიანდეს, მულტისახარში ქვაბისთვის შესაფერისი ადგილი აირჩიეთ.

ვინაიდან მულტისახარში ქვაბიდან ორთქლი ვერტიკალურად ამოდის, ყოველთვის უმჯობესიაა იგი თავისუფალ და ვენტილირებად ადგილზე მოათავსოთ – მაგალითად, გამწოვის ქვეშ. ნუ დადგამთ მას კარადის ქვეშ: ცხელი ორთქლის რეგულარული გამომუშავება ხის მასალისა და საღებავისთვის საზიანო იქნება.

6. ან შეიძინეთ მოსახსნელი ორთქლგამტარი, ჰაერის ნაკადის “გადასამისამართებლად”. 

თუ თქვენ უბრალოდ ადგილი არ გაქვთ, რომლის ზემოდანაც კარადა არ კიდია, ავეჯის დასაცავად შეგიძლიათ შეიძინოთ მოსახერხებელი სილიკონის ორთქლგამტარი.

7. ორი ჭურჭლისგან სადილის მოსამზადებლად, სცადეთ “2-1-ში” მეთოდის გამოყენება.

თქვენ შეგიძლიათ წყლიან მულტისახარშ ქვაბში კიდევ ერთი თასი მოათავსოთ. თასში კერძი ქვემოდან ამოსული ორთქლის ხარჯზე მომზადდება.

8. იგივე მეთოდი გამოგადგებათ დესერტების მოსამზადებლადაც.

9. იმისთვის, რომ მულტისახარშიდან საკვების გამოღება უფრო ადვილი იყოს, გამოიყენეთ სილიკონის ხელთათმანები.

მულტისახარში ქვაბი აღჭურვილია სპეციალური სადგამით (ცხაურა), მაგრამ ჩვეულებრივ ყველა უჩივის, რომ მას ძალიან მოკლე სახელურები აქვს და მისი გამოდგმა ძალიან მოუხერხებელია. არსებობს სპეციალური სილიკონის ხელსაწყოები ლაზანიას, ჩიზქეიქის, კვერცხისა და სხვათა ამოსაღებად და ჩასადგმელად გამოიყენება. მათი გარეცხვა შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

10. იმისათვის, რომ ორთქლის გამოდევნისას ხელი არ დაიწვათ, სარქველის ქვეშ ხის კოვზი  მოათავსეთ.

კოვზი სახელურსა და ორთქლის სარქველის ქვეშ შეაცურეთ. ეს საშუალებას მოგცემთ მულტისახარში ქვაბიდან ორთქლი ამოუშვათ, მოუხერხებელი ხელთათმანების გამოყენებისა და ხელის დაწვის გარეშე.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი